31 ოქტომბერი, 2013
ვნანობ, მაგრამ მამამთილი ციხეში დავაჭერინე
რეალურად იმიტომ გამოვიძახე პოლიცია, რომ ციხეში დაეჭირათ, და არა იმიტომ რომ მეზობელი სიკვდილს გადამერჩინა ჩემს მამამთილს გათხოვების პირველივე დღიდან არ მოვეწონე. როგორც მოგვიანებით გავიგე, სკოლის ასაკში დედაჩემი უყვარდა, მაგრამ მისი გული ვერ მოიგო და გამწარებულმა ტავის მოკვლაც სცადა.

ეს ისტორია დედაჩემმა ძლივს გაიხსენა, რადგან ოცდაათი წლის შემდეგ, საკუთარი სკოლელის ცნობა გაუჭირდა. არ მოვწონდი იმიტომ რომ ჩემი თავი ძველ სიყვარულს ახსენებდა. ხანდახან მეგონა, რომ საკუთარი შვილის შურდა, რადგან საყვარელი ქალის გულის მოგებაში მან აჯობა.

ერთი კვირის
პატარძალს რაღაცებს მიგონებდა. ვითომ ადრე სადღაც ვყავდი ნანახი და ვერ იხსენებდა. ამას ისე ამბობდა, რომ ყველას ეჭვი აგდებდა, თითქოს ცუდ სიტუაციაში მნახა.

ცხოვრება ჯოჯოხეთან მიქცია, ვხვდებოდი, ეს კაცი ასე თუ გააგრძელებდა, ოჯახი დამენგრეოდა, მეუღლე ცალკე გადასვლაზე ვერ დავითანხმე. ერთ დღეს, მამათილი შინ ნასვამი დაბრუნდა და ეზოში მეზობელს აუხირდა. მსუბუქი კინკლაობა მალე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა და გაგიჟებულ კაცს, ახლოს ვერავინ ეკარებოდა.

ჩუმად პატრული გამოვიძახე და ოპერატორს სახელი და გვარით ვუთხარი ვინ ჩხუბობდა. ორ წუთში იქ გაჩნდა პოლიცია და საკუთარი თვალით ნახეს, როგორ დაუნდობლად ურტყამდა ჩემი მამათილი მეზობელს.

კაცი, რომელიც ცხოვრებას მინგრევდა, თავად აღმოჩნდა საშინელ მდგომარეობაში. მეზობელი სიკვდილს ძლივს გადაარჩინეს და ჩემი ''ძვირფასი'' ოჯახის წევრი ციხეში გაუშვეს.

ვიცი, რომ მხოლოდ რამდენიმე წელი დავისვენებ და იქიდან უფრო ნერვებაშლილი გამოვა, მაგრამ ამად მიღირდა. დღემდე არავინ იცის, რომ პატრული მე გამოვიძახე, მაგრამ არ ვიცი, ამ საიდუმლოს როდემდე ვატარებ.

ხანდახან ვნანობ, რომ ადამიანი ციხისთვის გავიმეტე, მაგრამ სინდისი იმიტომ მაწუხებს, რომ რეალურად იმიტომ გამოვიძახე პოლიცია, რომ ციხეში დაეჭირათ, და არა იმიტომ რომ მეზობელი სიკვდილს გადამერჩინა.

ისტორიები საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ნინკა
"გიორგის" საყურადღებოდ ვამბობ, ერთი ქალის საქციელით მთელს საქალეთს ნუ განსჯი თუ შეიძლება... როგორც იტყვიან ყველას ერთ ქვაბში ნუ ხარშავ...
16:29 / 26-04-2014
გამოხმაურება / 0 /
nin
"ციხეში დაჭერა" მაგარი ტერმინია.....
13:56 / 09-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუნუ
შენნაირი ქალი ოჯახში არარის გასაჩერებელი, გაწირე ქმრის მამა, მაინც გაიგებენ და გამოგაგდებენ ძაღლივით ქუჩაში, არც მეგობრები გეყოლება,ყველას შეეზიზღები ჩამშვები და კრისას სახელი დაგერქმევა. მამამთილს შენი უსაქმურობა და გრძელი ენა აღიზიანებდა და ამიტომ ვერ გიტანდა-ა=ესაა სიმართლე და არა შენი შეთხზული ისტორია. ვიცით რაც მოხდა ახლა შენს ქალაჩუნა ქმარსაც ეტყვიან და ოჯახიდან პანჩურს მიიღებ, უმადურო დედაკაცო,გადაგყვა ქმრის ოჯახი და ვერ დააფასე.
08:33 / 07-11-2013
გამოხმაურება / 0 /
?
არაფერია მოუხდება ცოტა აზრზე მოვაა მასეთები არსად იჩაგრებიან არ ინაღვლო ... მ ა გ რ ა მ...შენ გაქვს ეხლა სიბრაზის და ბოღმის დიდი ბარიერი გადასალახი...ეცადე სასწრაფოდ შემობრუნდე სიკეთისკენ..სინანულის განცდა უნდა დაგეუფლოს რომ თავი უკეთ იგრძნო...ასეთია უფლის ნება უნდა მიხვდე რომ რაღაც შენც შეგეშალა და მოინანიო!!!!წინააღმდეგ შემთხვევაში შენც ის გელის რაც შენ გაუკეთე მამამთილს......როგორ დაგიბრუნდება უკან ეს საქციელი არავინ იცის უზენაისის გარდაააა
12:02 / 04-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ტასიკო
ეს ქალი არის არამზადა.თურმე იმიტომ დაურეკა თვითონ რომ დაესვენა თორემ მეზობელის სიკვდილი არ ანერვიულებდა.ასე მგონია მამათილის მოშორება უნდოდა, ეჭვიანობა არაფერ შუაშია
19:27 / 03-11-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ცოდვაა ღმერთის წინაშე კაცის დაჭერა,ეს ფაქტი და კომენტარები მანიშნებს რომ ქალებს არავითარი ღისების შიდა კოდექსი არ გააჩნიათ. რაც მათ აწყობთ ის არის სწორი და მართალი. შენ არ მოსწონდი და ცხოვრებიდან 2 წელი წაართვი, ეს ცოდვა უკან დაგიბრუნდება. ეს ცუდი საქციელია. სხვისგანაც რაღაც არ მოგეწონება და იმასაც ჩაუშვებ, ქმარსაც დააჭერინებ და სხვა. უღირსი საქციელია. ეს არის ქალური ლოგიკა, მაგრამ ჩემს ნათქვამს ვერ მიხვდებით. 1937 წელსაც ასე აჭერინებდნენ ერთმანეთს საქართველოში და ახვრეტინებდნენ ოჯახებს და უმრავლესობა ამართლებდა ამ საქციელს.
21:21 / 02-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
მეზობელი რომ მოეკლა მაშინ შვილიშვილებზე არ გადავიდოდა ცოდვა როგორც კაცისმკვლელის შთამომავლებზე,ეგ ბევრჯერ იზამდა კიდევ და ბოლოს ვინმეს იმსხვერპლებდა,სამწუხაროა რომ მაინცდამაინც ოჯახის წევრს მოუხდა დარეკვა,საინტერესოა სად იყვნენ სხვები კაცს რომ კლავდა?
19:48 / 02-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
დამნაშავე ციხეში უნდა იჯდეს, ეს თავისთავად ასეა, უნდა მოეკლა ის კაცი მაინცადამაინც? ფსიქოლოგიური ზემოქმედებაც დანაშაულია ადამიანს გასაქანს რომ არ აძლევ და ვერ ამოუსუნთქია ის კაი კაცობაა? ვერ ვიგებ ამ ბოღმიან ხალხს გოგოს რომ ამტყუნებენ. რა დააშავა ამისთანა იმიტომ რომ მამამთილის კომპლექსების გამო ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა? შენ არა სხვა დარეკავდა ბოლო ბოლო. ეს ადამიანი უნამუსო ხომ არ არის სინდისი ქენჯნა აქვს, იცხოვრებდა მშვიდად და არაფერს იტყოდა.
12:55 / 02-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინაა
ძალიან კარგი მასე მოუხდება მაგას თავს ნუ იტანჯავთ.:) ყველას აქვს უფლება ისე იცხოვროს როგორც უნდა და რაც დაიმსახურა ის მიიღო:)ვისაც არ გამოუცდია ის გაგკიცხვთ და ვერ გაგიგებთ .
12:42 / 02-11-2013
გამოხმაურება / 0 /
არ იდარდო, ეგ კარგი მოგიფიქრებია :) :* დაისვენებ ბოლო ბოლო
01:10 / 02-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS