ერთ დღეს მამამთილმა მითხრა, უშვილო ხარ, თან ჩემს შვილს არ უყვარხარ, ვერ უნდა მიხვდე, რომ ამ ოჯახში ზედმეტი ხარო. იმ ღამეს ტირილში გავათენე და მეორე დღეს ექიმთან წავედი.
დედაჩემი გამომყვა და ყველანაირი
ხმა არ ამოუღია. საღამოს გენადისაც დაველაპარაკე, მაგრამ სასაცილოდ არ ეყო, ექიმთან მამაშენი წაიყვანე, შენნაირი შვილი რომ გამოუვიდაო.
მეორე დილა, მამამთილის ღრიალმა გამაღვიძა, ჩვენ ოთახში შემოვარდნას ცდილობდა და დედამთილი ძლივს აკავებდა. ყვიროდა, ვინ არის უშვილო, ჩემი შვილი, სანამ დაოჯახდებოდა, ყოველ კვირა სამ ქალს აორსულებდა.
რაც მე მაგის საყვარლები მიტარებია აბორტზეო. კინაღამ გავგიჟდი. საწოლში მწოლიარე გენადს გადავხედე, რომელიც თავს იმძინარებდა და ამაზე უფრო გავგიჟდი. ავდექი და რაც ხელში მომხვდა, ყველაფერი სახეში ვუთავაზე, თან წელს ქვევით წიხლებს გამეტებით ვურტყამდი.
თავიდან წინააღმდეგობის გაწევა სცადა და შემდეგ თითქოს გაითიშა, აღარ ინძრეოდა. მეც ამით ვისარგებლე და წიხლი, მუშტი არ დამიკლია. მერე ოთახიდან გამოვვარდი და მეზობელთან დავიმალე.
რამდენიმე საათი იქ გავჩერდი, სანამ მშობლები მომაკითხავდნენ. მათი ფანჯრიდან ვუყურებდი, როგორ გამოიყვანეს გენადი საკაცით და სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს.
ახლა ძალიან ბედნიერად ვცხოვრობ, ჩემი სამსახური მაქვს. საერთო ნაცნობებისგან გავიგე, რომ ჩემი ცემის შემდეგ მამაკაცურ ამბებში სერიოზული პრობლემები აქვს და თურმე ძმაკაცები დასცინიან, ცოლმა როგორ გცემაო. თავს იმით იმართლებს, ნაბახუსევი ვიყავი და ვერ ვგრძნობდიო.
მკითხველის ისტორია