11 მაისი, 2013
ქმარი ვცემე და იმპოტენტი გავხადე
ყვიროდა, ვინ არის უშვილო, ჩემი შვილი, სანამ დაოჯახდებოდა მართალია, მე და გენადი ბავშვობიდან გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ოჯახური თანაცხოვრება არ აგვეწყო. მალე საყვარელი გაიჩინა და შინ გვიან ღამე ბრუნდებოდა, ამას ისიც დაემატა, რომ ფეხმძიმედ არ ვრჩებოდი და ჩემი დედამთილი ლამის ყოველდღე მილაგებდა უკან დასაბრუნებელ ჩემოდანს.

ერთ დღეს მამამთილმა მითხრა, უშვილო ხარ, თან ჩემს შვილს არ უყვარხარ, ვერ უნდა მიხვდე, რომ ამ ოჯახში ზედმეტი ხარო. იმ ღამეს ტირილში გავათენე და მეორე დღეს ექიმთან წავედი.

დედაჩემი გამომყვა და ყველანაირი
გამოკვლევა ჩავიტარე. ერთ კვირაში ექიმმა მითხრა, ყველაფერი წესრიგში გაქვს და შენი ქმარი მოვიდეს გასასინჯადო. თან დაამატა, ექვსი თვე საგანგაშო არ არის, სულ ტყუილად ნერვიულობთო. შინ მოსულმა ანალიზების და ექოსკოპიის პასუხები დედამთილს სახეზე ავაფარე.

ხმა არ ამოუღია. საღამოს გენადისაც დაველაპარაკე, მაგრამ სასაცილოდ არ ეყო, ექიმთან მამაშენი წაიყვანე, შენნაირი შვილი რომ გამოუვიდაო.

მეორე დილა, მამამთილის ღრიალმა გამაღვიძა, ჩვენ ოთახში შემოვარდნას ცდილობდა და დედამთილი ძლივს აკავებდა. ყვიროდა, ვინ არის უშვილო, ჩემი შვილი, სანამ დაოჯახდებოდა, ყოველ კვირა სამ ქალს აორსულებდა.

რაც მე მაგის საყვარლები მიტარებია აბორტზეო. კინაღამ გავგიჟდი. საწოლში მწოლიარე გენადს გადავხედე, რომელიც თავს იმძინარებდა და ამაზე უფრო გავგიჟდი. ავდექი და რაც ხელში მომხვდა, ყველაფერი სახეში ვუთავაზე, თან წელს ქვევით წიხლებს გამეტებით ვურტყამდი.

თავიდან წინააღმდეგობის გაწევა სცადა და შემდეგ თითქოს გაითიშა, აღარ ინძრეოდა. მეც ამით ვისარგებლე და წიხლი, მუშტი არ დამიკლია. მერე ოთახიდან გამოვვარდი და მეზობელთან დავიმალე.

რამდენიმე საათი იქ გავჩერდი, სანამ მშობლები მომაკითხავდნენ. მათი ფანჯრიდან ვუყურებდი, როგორ გამოიყვანეს გენადი საკაცით და სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს.

ახლა ძალიან ბედნიერად ვცხოვრობ, ჩემი სამსახური მაქვს. საერთო ნაცნობებისგან გავიგე, რომ ჩემი ცემის შემდეგ მამაკაცურ ამბებში სერიოზული პრობლემები აქვს და თურმე ძმაკაცები დასცინიან, ცოლმა როგორ გცემაო. თავს იმით იმართლებს, ნაბახუსევი ვიყავი და ვერ ვგრძნობდიო.

მკითხველის ისტორია


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
მიკო
მოკვდებით შენც შენი ქმარიც და მშობლებიც :)))
00:49 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მცინარი რუბაშვილი
თქვენ უმეტესობას გეტყობათ მართლა მენტალური პრობლემები გაქვთ, მისულიყო ექიმთან ის გარყვნილი და თუ შვილი არ უნდოდა რაღას მოყავდა ცოლად ? 6 ტვის გათხოვილი რა ბედენაა რომ ჩემოდნები ცაულაგოს დედამთილმა ? დაფიქრდით ტქვენი შვილი რომ იყოს ეგ გოგო რა ხასიათზე დადგებოდით ? როგორ შეგიძლიათ გაამართლოთ ეგ დებილი ვიტომ კაცი? ან ის დეგენერატი მამამისი ? მართლაც არ იყვნენ გასამრავლებელი და აუსრულა უფალმა ახლაც ატაროს აბორტებზე შვილის საყვარლები მაგ არაკაცმა. მასზეც ალალი იქნებოდა ერთი კარგი ალიყური, ისე უმრავია მაგათზე უარესი ოჯახები და რას აღარ ითმენენ ეს საწყალი ქალები რომ ოჯახი არ დაენგრეთ და დასაცინი არ გახდნენ ეს არის ჩვენი ქართული არა ევროპული არამედ მწარე აზიური მახინჯი დამოკიდებულება ქალსა და მამაკაცს შორის, რომელ პატივის ცემაზეა საუბარი ასეთი შემთხვევა როდესაც არის? ადგე და წამოხვიდე ? სად და ვის მიეკედლები? ეს ხომ ოჯახის შეურაცხყოფაა? დედმამას და ძმებს აღარ სურთ გატხოვილი გოგოს სახლში დაბრუნება ? რატომ? აბა რა უნდა ქნას? უნდა მოისპოს ჯანმრთელობა უთმინოს ყველას სისულელეს გიჟობას და მცირებას და გაუსკდეს გული? ქალად რადგან დაიბადა არც უფლებები აქვს და არც რაიმე გრძნობა გააჩნია? გასაოცარია! როდის მოხვალთ ჭკუაზე ქართველო მამაკაცებო? რომ ქალი ვისაც ირთავთ ცოლად პატივისცემას იმსახურებს , სიყვარულით თუ არ მოგყავს, საერთოდ ნუ მოიყვან . რატომ უნგრევთ მასაც ცხოვრებას და საკუთარ თავსაც, .
00:03 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
:))
ჯემალას და გუჯას აეწვათ ყველაფერი ამ ქალის საქციელი მოსაწონი არ არის მაგრამ ჩააგდეს აფექტში დ აიძულეს, მისმა ქმარმა ჯობია არ იმკურნალოს ცოდოდა მისი მომავალი ცოლიც და შვილიც ცოდოა ასეთი გენი არ უნდა მრვალდებოდეს ქალის ნიფხავს ამოფარებული ლაჩარი კაცი ,თუმცა რა მიკვირს ყოველი მეორე ქართველი კაცი დედიკოს ბიჭები ხართ.
20:08 / 12-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კატო
ფუუუუუუუ მარტო ქართველი თუ ია აყებს ბოზებში სიარულულზე დაროგორ აიძულებდნენ გოგობეს აბორტი გაეკეთბეინათ და ამას ეძახით მამაკაცებს?კაცები კი არა ლაჩრები ხართ მამათილს ვცემდი პირველ რიგში და მის შვილს ზედ მივაყოლებდი
20:05 / 12-05-2013
გამოხმაურება / 0 /
1234
მამაისმა მისი საყვარლები აბორტზე რომ ატარა, იმიტომ აღარ ყავს შვილიშილი.. ისე კი ეგ სატრაბახო არაა რომ სხვას ჯანმრთელობა დაუზიანე.
15:36 / 12-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
მტრისას ასეთი ქალი! ბედნიერია ის ბიჭი, რომ ამისგან შვილი არ ეყოლა. შურისმაძიებელ ადამიანს როგორ შეცვლი, სხვა შეცდომები კი გამოსწორდებოდა.
09:44 / 12-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დალი
ახლა ვინმე დამარწმუნებს, რომ ამ ქალს ვინმე ჩაგრავდა ქმრის ოჯახში?! უთავმოყვარო ქალია,თუ არავის უყვარდა და თან წასასვლელიც ჰქონია,ვერ წავიდა მანამდე?ან რითი ამაყობს,ადამიანი , რ ომელიც სულ ცოტა ხნის წინ რომ უყვარდა ,რომ დაასახიჩრა?
09:23 / 12-05-2013
გამოხმაურება / 0 /
იზი
ოჯახი ვერ შედგა ვიდრე მამაკაცობდა, ახლა დაქალობა უნდა მოგესინჯა, რას გარბოდი.
08:28 / 12-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
ძალიანაც კარგი , იმსახურენდა . იმ '' კაი '' ბიჭებს ნუ უსმენ ერთი მაგათიც .
08:18 / 12-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ვინაიდან
საზიზღარი ადამიანი ყოფილხარ! ადამიანის ჯანმრთელობა შელახე და გიხარია! ცხოვრება წინ დაგიხვედრებს ამას! თუ არ გინდოდა, ამდგარიყავი და წამოსულიყავი, თუ დედამთილიც გაგდებდა სახლიდან? მაგრამ, არა, შენნაირებს არ შეუძლიათ ეგ, უნდა "კარი" გამოიჯახუნონ და ამისთვის თუ დასჭირდათ, იმ ადამიანს რომელსაც სიყვარულს ეფიცებოდნენ 6 თვის წინ, ადგებიან და ფიზიკურ და სულიერ ტრამვას მიაყენებენ მიზანმიმართულად! უზნეო და გათახსირებულო შენ!
04:31 / 12-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS