11 მაისი, 2013
ქმარი ვცემე და იმპოტენტი გავხადე
ყვიროდა, ვინ არის უშვილო, ჩემი შვილი, სანამ დაოჯახდებოდა მართალია, მე და გენადი ბავშვობიდან გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ოჯახური თანაცხოვრება არ აგვეწყო. მალე საყვარელი გაიჩინა და შინ გვიან ღამე ბრუნდებოდა, ამას ისიც დაემატა, რომ ფეხმძიმედ არ ვრჩებოდი და ჩემი დედამთილი ლამის ყოველდღე მილაგებდა უკან დასაბრუნებელ ჩემოდანს.

ერთ დღეს მამამთილმა მითხრა, უშვილო ხარ, თან ჩემს შვილს არ უყვარხარ, ვერ უნდა მიხვდე, რომ ამ ოჯახში ზედმეტი ხარო. იმ ღამეს ტირილში გავათენე და მეორე დღეს ექიმთან წავედი.

დედაჩემი გამომყვა და ყველანაირი
გამოკვლევა ჩავიტარე. ერთ კვირაში ექიმმა მითხრა, ყველაფერი წესრიგში გაქვს და შენი ქმარი მოვიდეს გასასინჯადო. თან დაამატა, ექვსი თვე საგანგაშო არ არის, სულ ტყუილად ნერვიულობთო. შინ მოსულმა ანალიზების და ექოსკოპიის პასუხები დედამთილს სახეზე ავაფარე.

ხმა არ ამოუღია. საღამოს გენადისაც დაველაპარაკე, მაგრამ სასაცილოდ არ ეყო, ექიმთან მამაშენი წაიყვანე, შენნაირი შვილი რომ გამოუვიდაო.

მეორე დილა, მამამთილის ღრიალმა გამაღვიძა, ჩვენ ოთახში შემოვარდნას ცდილობდა და დედამთილი ძლივს აკავებდა. ყვიროდა, ვინ არის უშვილო, ჩემი შვილი, სანამ დაოჯახდებოდა, ყოველ კვირა სამ ქალს აორსულებდა.

რაც მე მაგის საყვარლები მიტარებია აბორტზეო. კინაღამ გავგიჟდი. საწოლში მწოლიარე გენადს გადავხედე, რომელიც თავს იმძინარებდა და ამაზე უფრო გავგიჟდი. ავდექი და რაც ხელში მომხვდა, ყველაფერი სახეში ვუთავაზე, თან წელს ქვევით წიხლებს გამეტებით ვურტყამდი.

თავიდან წინააღმდეგობის გაწევა სცადა და შემდეგ თითქოს გაითიშა, აღარ ინძრეოდა. მეც ამით ვისარგებლე და წიხლი, მუშტი არ დამიკლია. მერე ოთახიდან გამოვვარდი და მეზობელთან დავიმალე.

რამდენიმე საათი იქ გავჩერდი, სანამ მშობლები მომაკითხავდნენ. მათი ფანჯრიდან ვუყურებდი, როგორ გამოიყვანეს გენადი საკაცით და სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს.

ახლა ძალიან ბედნიერად ვცხოვრობ, ჩემი სამსახური მაქვს. საერთო ნაცნობებისგან გავიგე, რომ ჩემი ცემის შემდეგ მამაკაცურ ამბებში სერიოზული პრობლემები აქვს და თურმე ძმაკაცები დასცინიან, ცოლმა როგორ გცემაო. თავს იმით იმართლებს, ნაბახუსევი ვიყავი და ვერ ვგრძნობდიო.

მკითხველის ისტორია


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 33 /
ანნა
ძაან მიკვირს ასეთი რაღაცეები, მე გათხოვებიდან ორი წლის მერე დავრჩი ფეხმძიმეთ, მაგრამ ჩემი დედამთილი პირიქით სულ მამშვიდებდა და მამხნევებდა 2 წელი არაფერიაო
03:47 / 18-04-2014
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ნანუ ამაზე თუ გეცინება, პრობლემები გქონია :|
01:10 / 24-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანუ
აუ ასე მაგრად დიდი ხანია არ მიცინი ტქვენ გაიხარეტტტტ
23:47 / 29-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნონა
უკომენტაროდ,,,,,,,,,,,,სასაცილოა,სატირალი რო არ იყოს
22:05 / 28-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ტყნაურა
ჩემი აზრით ქალის სომნაბოლური მდგომარეობის ახსნა ამ შემთხვევაში პრიციპულად ეწინააღმდეგება გუსტავ პლენცდორფის სიყვარულის თეორიას რომელიც ეგზომ ახლოსაა მეტასიმბოლურ პარადენციტიზმთან რაც ერთობ წააგავს საბას ვარდისფერ პიტარიოზს. ამორალურია
17:56 / 15-05-2013
გამოხმაურება / 0 /
tengo
ეგ ქალი შეილება მაგ კაცმა მოკლას და მერე ბედნიერი იქნება. ისე ეგ გენადიც ს----ია თუ პრობლემა ქონდა ექიმთან ვერ მივიდა ?? ამისგან არავინაა დაზგვეული
14:14 / 15-05-2013
გამოხმაურება / 0 /
რუსა
რა კარგად ვიცინე, თუ სიმართლეა
22:32 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სონა
ძალიან გულსატკენი ოჯახური დრამაა. ბავშვობიდან ყვარებიათ ერთმანეთი,მაგრამ მათი ცოლ-ქმრობა ვერ აეწყო... სექსუალურ შეუთავსებლობას ჰქონდა ალბათ ადგილი.ქართველების უმრავლესობა ამ დღეშია,თან დედამთილ-მამამთილთან თანაცხოვრება,ეს გოგო შავ დღეში ჩავარდნილა-ჭკუიდან გადაუყვანიათ...
20:03 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო-სოფო
ჭკუიდან რო გადაგიყვანენ, შეიძლება უარესიც გაუკეთო. ყოველშემთხვევაში შენი ამბები ასოციალ საზოგადოებას მაინც არ უნდა გაუზიარო.თვითონ უარესის გამკეთებლები ვინც არიან განსაკუთრებით ისინი გაგამტყუნებენ.ასეთ შემთხვევაში და ასეთ ოჯახში დასაკარგი არაფერია.ისე ყოველთვის მშვდად დაშორება ჯობია დეგენეატებთან თუ რა თქმაუნდა დაგანებეს თავი.
10:42 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ზიპო
მოკლედ ამბავია დამბურძგლა. ყოფილი ქმრის იმპოტენცია რომ სიამოვნებას განიჭებს ეგ ავადმყოფობაა და ვააბშე რა მოსაყოლი იყო ეს ამბავი. შენ რომ ბედნიერი იყო გაზეთში ტრაბახით არ მოიფხანდი გულს:)
04:19 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS