მეც ხევსურული გვარი მაქვს და ალბათ ესეც იყო მიზეზი, რომ მისი გამოსვლების დროს, გული განსაკუთრებულად მიჩქარდებოდა. ოლიმპიადის შემდეგ ყველა ჟურნალს და გაზეთს ვყიდულობდი, სადაც ჩვენი ბიჭების ინტერვიუები იბეჭდებოდა.
მალე ეიფორიამ გამიარა, რადგან უჩა ისეთი ეჭვიანი აღმოჩნდა, რომ სიცოცხლე აღარ
ტყუპები მეყოლა, გოგონა და ბიჭი. ვიფიქრე, შვილები ხასიათს გამოუსწორებდა, მაგრამ პირიქით. სახლიდან ბავშვების გარეშე ვერ გავდიოდი. მეუბნებოდა, ასე მშვიდად ვარო. ორი პატარა ბავშვით სიარულს, ისევ სახლში ჯდომა მერჩია.
შემდეგ დეიდაშვილის წყალობით ძალიან კარგი სამსახური ვიშოვე. ბინა ჩუმად ვიქირავე და ერთ დღეს, შვილებთან ერთად სახლიდან გამოვიპარე. თიკო და გიორგი ბაღში დამყავდა და მე ვმუშაობდი.
ერთი კვირა არავინ მომიკითხა, ჩემი მშობლებიც გაბრაზდნენ, ასეთ დღეში თუ იყავი აქამდე რატომ გვიმალავდიო. ახალ ცხოვრებას მალე შევეგუე და ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა. ერთ ღამეს კარზე ბრახუნი გავიგე.
დავინახე კართან უჩა იდგა. ბავშვებს ეძინათ და ვთხოვე არ ეხმაურა. ხელში რაღაც დახვეული ჟურნალი ეჭირა და თავლები უელავდა. მითხრა, შენი წამოსვლის შემდეგ ყველაფერი გავჩხრიკე და საწერი მაგიდის უჯრაში ეს ჟურნალი ვიპოვეო.
რამდენიმე წლის წინანდელი ერთ-ერთი გამოცემა გახლდათ, რომლის გარეკანზე ზურაბ ზვიადაური იყო. ჟურნალი ლამის თავზე გადამახია. მითხრა, რომ იმიტომ ვყიდულობდი პრესას, რომ ქმარი არ მომწონდა და იქ სხვა კაცებს ვათვალიერებდი.
ახლა კი ფრთები გამეხსნა და რასაც მინდა იმას გავაკეთებ. დღესაც არ ვიცი, სად იპოვა ის ჟურნალი ან ასეთი სისულელე როგორ მოიგონა, მაგრამ გადაწყვეტილი მაქვს, ერთხელ მაინც თუ გაბედავს სახლში მოვარდნას, პატრული გამოვიძახო.
ისტორიები - სპეციალურად საიტისთვის