27 ოქტომბერი, 2013
ყოფილმა ქმარმა ზურაბ ზვიადაურზე იეჭვიანა
მისი გამოსვლების დროს, გული განსაკუთრებულად მიჩქარდებოდა ალბათ ყველას გახსოვთ ის ზაფხული, როდესაც ოლიმპიადაზე ზურაბ ზვიადაურმა და სხვა ქართველმა სპორტსმენებმა ოქროს მედლები აიღეს. მაშინ ახალი გათხოვილი ვიყავი და მეუღლესა და მთელ ოჯახთან ერთად ვგულშემატკივრობდი სპორტსმენებს და განსაკუთრებით ზვიადაურს.

მეც ხევსურული გვარი მაქვს და ალბათ ესეც იყო მიზეზი, რომ მისი გამოსვლების დროს, გული განსაკუთრებულად მიჩქარდებოდა. ოლიმპიადის შემდეგ ყველა ჟურნალს და გაზეთს ვყიდულობდი, სადაც ჩვენი ბიჭების ინტერვიუები იბეჭდებოდა.

მალე ეიფორიამ გამიარა, რადგან უჩა ისეთი ეჭვიანი აღმოჩნდა, რომ სიცოცხლე აღარ
მინდოდა. როდესაც დავფეხმძიმდი თითქოს გადაუარა. ამბობდა, ვის რად უნდიხარ ფეხმძიმე ქალიო და ყველგან მიშვებდა.

ტყუპები მეყოლა, გოგონა და ბიჭი. ვიფიქრე, შვილები ხასიათს გამოუსწორებდა, მაგრამ პირიქით. სახლიდან ბავშვების გარეშე ვერ გავდიოდი. მეუბნებოდა, ასე მშვიდად ვარო. ორი პატარა ბავშვით სიარულს, ისევ სახლში ჯდომა მერჩია.

შემდეგ დეიდაშვილის წყალობით ძალიან კარგი სამსახური ვიშოვე. ბინა ჩუმად ვიქირავე და ერთ დღეს, შვილებთან ერთად სახლიდან გამოვიპარე. თიკო და გიორგი ბაღში დამყავდა და მე ვმუშაობდი.

ერთი კვირა არავინ მომიკითხა, ჩემი მშობლებიც გაბრაზდნენ, ასეთ დღეში თუ იყავი აქამდე რატომ გვიმალავდიო. ახალ ცხოვრებას მალე შევეგუე და ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა. ერთ ღამეს კარზე ბრახუნი გავიგე.

დავინახე კართან უჩა იდგა. ბავშვებს ეძინათ და ვთხოვე არ ეხმაურა. ხელში რაღაც დახვეული ჟურნალი ეჭირა და თავლები უელავდა. მითხრა, შენი წამოსვლის შემდეგ ყველაფერი გავჩხრიკე და საწერი მაგიდის უჯრაში ეს ჟურნალი ვიპოვეო.

რამდენიმე წლის წინანდელი ერთ-ერთი გამოცემა გახლდათ, რომლის გარეკანზე ზურაბ ზვიადაური იყო. ჟურნალი ლამის თავზე გადამახია. მითხრა, რომ იმიტომ ვყიდულობდი პრესას, რომ ქმარი არ მომწონდა და იქ სხვა კაცებს ვათვალიერებდი.

ახლა კი ფრთები გამეხსნა და რასაც მინდა იმას გავაკეთებ. დღესაც არ ვიცი, სად იპოვა ის ჟურნალი ან ასეთი სისულელე როგორ მოიგონა, მაგრამ გადაწყვეტილი მაქვს, ერთხელ მაინც თუ გაბედავს სახლში მოვარდნას, პატრული გამოვიძახო.

ისტორიები - სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
თამუნა
მე ფოტო მქონდა გადაღებული საერთოდ ზურასთან და კიდა კა გავაჩუქე...დაქალმა მთხოვა და....ხო დავიღუებოდი,ვაიმე არს არ გაიგებ.ეგ უბრალოდ Eრთი ეპიზოდია,თორე სხვა მიზეზსაც იპოვიდა სხვა დროს,თუ ასეთია ბუნებით....ახლა სიმშვიდე გეღირსება,წამატებას გისურვებ.
15:15 / 28-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ადამიანი
ქალო რა საჭიროა ასე გადარევა ყველა სტატიის წაკითვა მთელი ამბები თუ გქონდა წაყოლოდი მერე იმ კაცებს იმ ოლიმპიადაზე რაღას თხოვდებოდი????აწი წადი და უგულშემატკივრე გაფაციცებულმაააა........ვაი შენს პატრონს.............ქმარი გადაგირევია საწყალი კაცი აშკარად აგრძნობინე კუნთმაგარი კაცები მევასებაოოოო....გვარი არა ჭირი გადარდებს.....
11:46 / 28-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ძალიან კარგსაც იზამ.მოიშორე რაც შეიძლება მალე. შენებიც დაგეხმარებიან.ყველა ღონე იხმარე,რომ შორს იყო მისგან.მაგისთანებს არ შველის არაფერი.2
22:04 / 27-10-2013
გამოხმაურება / 0 /
სხვა
ახალ გათხოვილს არ გეხატა ოლიმპიადა? :))
18:19 / 27-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიკა
აბა შენ იცი
18:04 / 27-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS