27 ოქტომბერი, 2013
ყოფილმა ქმარმა ზურაბ ზვიადაურზე იეჭვიანა
მისი გამოსვლების დროს, გული განსაკუთრებულად მიჩქარდებოდა ალბათ ყველას გახსოვთ ის ზაფხული, როდესაც ოლიმპიადაზე ზურაბ ზვიადაურმა და სხვა ქართველმა სპორტსმენებმა ოქროს მედლები აიღეს. მაშინ ახალი გათხოვილი ვიყავი და მეუღლესა და მთელ ოჯახთან ერთად ვგულშემატკივრობდი სპორტსმენებს და განსაკუთრებით ზვიადაურს.

მეც ხევსურული გვარი მაქვს და ალბათ ესეც იყო მიზეზი, რომ მისი გამოსვლების დროს, გული განსაკუთრებულად მიჩქარდებოდა. ოლიმპიადის შემდეგ ყველა ჟურნალს და გაზეთს ვყიდულობდი, სადაც ჩვენი ბიჭების ინტერვიუები იბეჭდებოდა.

მალე ეიფორიამ გამიარა, რადგან უჩა ისეთი ეჭვიანი აღმოჩნდა, რომ სიცოცხლე აღარ
მინდოდა. როდესაც დავფეხმძიმდი თითქოს გადაუარა. ამბობდა, ვის რად უნდიხარ ფეხმძიმე ქალიო და ყველგან მიშვებდა.

ტყუპები მეყოლა, გოგონა და ბიჭი. ვიფიქრე, შვილები ხასიათს გამოუსწორებდა, მაგრამ პირიქით. სახლიდან ბავშვების გარეშე ვერ გავდიოდი. მეუბნებოდა, ასე მშვიდად ვარო. ორი პატარა ბავშვით სიარულს, ისევ სახლში ჯდომა მერჩია.

შემდეგ დეიდაშვილის წყალობით ძალიან კარგი სამსახური ვიშოვე. ბინა ჩუმად ვიქირავე და ერთ დღეს, შვილებთან ერთად სახლიდან გამოვიპარე. თიკო და გიორგი ბაღში დამყავდა და მე ვმუშაობდი.

ერთი კვირა არავინ მომიკითხა, ჩემი მშობლებიც გაბრაზდნენ, ასეთ დღეში თუ იყავი აქამდე რატომ გვიმალავდიო. ახალ ცხოვრებას მალე შევეგუე და ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა. ერთ ღამეს კარზე ბრახუნი გავიგე.

დავინახე კართან უჩა იდგა. ბავშვებს ეძინათ და ვთხოვე არ ეხმაურა. ხელში რაღაც დახვეული ჟურნალი ეჭირა და თავლები უელავდა. მითხრა, შენი წამოსვლის შემდეგ ყველაფერი გავჩხრიკე და საწერი მაგიდის უჯრაში ეს ჟურნალი ვიპოვეო.

რამდენიმე წლის წინანდელი ერთ-ერთი გამოცემა გახლდათ, რომლის გარეკანზე ზურაბ ზვიადაური იყო. ჟურნალი ლამის თავზე გადამახია. მითხრა, რომ იმიტომ ვყიდულობდი პრესას, რომ ქმარი არ მომწონდა და იქ სხვა კაცებს ვათვალიერებდი.

ახლა კი ფრთები გამეხსნა და რასაც მინდა იმას გავაკეთებ. დღესაც არ ვიცი, სად იპოვა ის ჟურნალი ან ასეთი სისულელე როგორ მოიგონა, მაგრამ გადაწყვეტილი მაქვს, ერთხელ მაინც თუ გაბედავს სახლში მოვარდნას, პატრული გამოვიძახო.

ისტორიები - სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
თამარი
ზოგი ამბობს ეჭვიანობა რაღაცა დოზით დასაშვებია, რადგან უყვარხარო. მე კი ეჭვიანობა ავადმყოფობა მგონია. განა დიდ სიყვარულს ვერ გრძნობს ადამიანი? თუ ასეა მაშინ რატომ უნდა იეჭვიანოს.ჩემი მეგობარი ამბობს თუ მამაკაცი არ ეჭვიანობს არ აინტერესებო და სხვაზე ოცნებობსო. ნუთუ სიმართლეა? თქვენ როგორ ფიქრობთ?
16:07 / 20-10-2014
გამოხმაურება / 0 /
თინათინი
ჩემი დეიდაშვილის ცოლი ისეთი ავადმყოფი იყო ჩვენზეც კი ეჭვიანობდა ნათესავებზე. ქმარმა რომ მიატოვა მაგრად გაუკვირდა მშვენიერი ურთიერთობა გვქონდა და რა უნდოდაო. ავადმყოფისთვის ობიექტს მნიშვნელობა არ აქვს, ოღონდ კი იეჭვიანოს
10:41 / 20-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მოჭიდავე
გამაგიჯებს ეს ხალხი... მეც უნდა ვიეჭვიანო? )))
00:15 / 13-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ეჭვიანობა სენია
ისე დროზე გათვიტცნობიერა,რომ ავადმყოფიიყო ასეთი ავადმყოფები ბევრია მაგრამ ეს გოგო ჩკვიანია 5 წელში მიხვდა უვარგისიიყო იმასს რა გამოასწორებდა არაფერი მხოლოდ 4 ფიცარი მასეტებიტასავსე საქართველო ,მიტომ რომ დალევა უყვართ ღვინო თვალებს უფართოვებთ და მოჩვენებებზე გადადიან
00:10 / 02-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ანნა
მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლიაო.. არ გინდოდა ქმარი და მორჩა.. ჯობია პირდაპირ თქვა ვიდრე ათასი მიზეზი მოიგონო.. ოჯახს ასე იოლად ერთი ხელის მოსმით არავინ ანგრევს თუ ოდნავ რაღაც გრძნობა მაინც აკავშირებს მეუღლესთან .სიყვარული ურთიერთგაგებაა და არა მარტო ერთის ხუშტურებზე სიარული. დაგესვა დალაპარაკებოდი იქნებ რა აწუხებდა შენს მეუღლეს . ვისაც ქმართან პაწა პრობლემა შეექმნება ყველა კი არ გარბის.
14:32 / 01-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მდააა
მე თვითონ მყავდა ასეთი ''შეყვარებული'' :) სინათლის ანძასაც რომ გავუვლიდი,იმაზეც მიჯანყდებოდა, კაბის ბოლოთი რატომ შეეხეო :))))) ვაიმე,ახლა კი მეცინება,მაგრამ სანამ იმ ხისთავიანს მოვიშორებდი,სასაცილოდ ნამდვილად არ მქონდა საქმე.შიშით მსახიობზეც კი ვერ ვიტყოდი,ნიჭიერია მეთქი.მაშინვე ''ურაგანი'' დამატყდებოდა თავს :) ახლა 23 წლის ვარ და ალბად დიიიიდ ხანს ვეღარ ვიურთიერთებ ახალგაზრდა კაცთან,იმდენად ვტკბები თავისუფლებით. თქვენ კი რა კომენტარებს დებთ ზოგი,რა დაგეტაკათ?არ გინახიათ სპორტულად აზარტული ადამიანები?
02:01 / 01-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ჰაიმეეე
მოკლედ რაა მაგრად გიქრით, ტქვენს პატრონს უბედურს...დაგესვა ეს შენი ქმარი და გელაპარაკათ რაგას გამორბოდი სშუა ღამეს ბავშვებით ხელში...მარა ესააა უცებ რომ გბეზრდებატ ოჯახი და ქმრის კონტროლი, თავისუფლება თუ გინდოდა და აქეთ იქეთ ხეტიალი მაშინ რაგას თხოვდებოდი. იმას არ ვამბობ რომ 9 კლიტურში უნდა მჯდარიყავი, სულაც არა მარა ეგაც არა რომ ასეტი სისულეების გამო ოჯახი დაგენგრია.იქამდე ტუ ნორმალური იყო ის შენი ქმარი მერე რაგა მოუვიდა...და საერთოდაც ადამიანი ვერაფერს დამალავს, დროა საჯირო გასაცნობად ეგრევე რომ ეკიდებიტ ხოლმე ახლად გაცნობილებს :D:D:D
16:09 / 29-10-2013
გამოხმაურება / 0 /
კუნთმაგარი და...
ერთი შენი ნომერი მომეცი და მერე ვიჭიდაოთ რამდენიც გინდა
22:54 / 28-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინია
სამსახური ისჰოვე და სახლიდან გამოიპარე,მგონი სჰენი კმარი არ ცდებოდა რომ ეცვიანობდა,ვაი სჰენ პატრონს სხვა საპიკრალი ტუ არაპერი გკონდა ზვიადაურის გარდა,დამტკბარიკავი ოჯახიტ სულ ნუ გეკურებია ტელევიზორისტვის
22:29 / 28-10-2013
გამოხმაურება / 0 /
mish909
აბა შენ იცი ეხლა დაკა დოლი დაუკარი სალამური...
16:44 / 28-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS