24 ოქტომბერი, 2013
შეყვარებულს ჩემი წონის რცხვენია
არ მიმატოვა, ახლაც შეყვარებულები გვქვია, მაგრამ ისე იქცევა, რომ ჯობია, სამუდამოდ დამემშვიდობოს სამი წელია, რაც მე და ოთო შეყვარებულები ვართ, მაგრამ ჯოჯოხეთი ერთი წლის წინ დაიწყო. არადა, მალე დაქორწინებას ვაპირებდით, ახლა კი მის სიყვარულშიც ეჭვი მეპარება.

ერთი წლის წინ ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა და ჩემდა საუბედუროდ, მკურნალობა ვიღაც ექიმბაშთან დავიწყე. სამი თვის განმავლობაში რაღაც უცნაურ სითხეებს ვსვამდი და პრობლემაც თითქოს სადღაც გაქრა, მაგრამ ამის შემდეგ დაიწყო ტრაგედია.

მკურნალობას მოვრჩი და ორ თვეში ოცდაათი კილო მოვიმატე. ამჯერად
ექიმთან მივედი და ორგანიზმში მთელი რიგი დარღვევები აღმომაჩნდა, რამაც ჩემი ასეთი გასუქება გამოიწვია.

თავიდან ოთო მამშვიდებდა, ხან ფუმფულას მეძახდა, ხანაც გოჭს, მაგრამ მალე საალერსო სიტყვები შემოელია და ცდილობდა, საზოგადოებაში ნაკლებად გამოვჩენილიყავით ერთად.

არ მიმატოვა, ახლაც შეყვარებულები გვქვია, მაგრამ ისე იქცევა, რომ ჯობია, სამუდამოდ დამემშვიდობოს. რამდენჯერმე ვცადე ამ თემაზე დალაპარაკება, მაგრამ არ უნდა, ცუდი ბიჭი გამოვიდეს და თავს მარიდებს.

ჩემი მკურნალობა ნელ-ნელა მიდის. ექიმი მეუბნება, რომ ძველებურ ფორმაში ჩასადგომად მინიმუმ ერთი წელი მჭირდება.

არ ვიცი, ოდესმე ეს თუ ისევ მოხდება, მაგრამ ვხვდები, ოთოს გვერდზე ყოფნა აღარ მინდა. დარწმუნებული ვარ, თვითონ ჩემს მდგომარეობაში რომ ყოფილიყო, არასოდეს ვაგრძნობინებდი, მაგრამ, ალბათ, კაცებს სხვანაირად ესმით ქალის.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
თეაკო
იცით? ბევრს ადვილი გონია წონაში დაკლება,სხვების დაცინვას თავი დაანებეთ რაა.. არ ფიქრობთ ერთ დღეს შეიძლება თქვენც ეგეთი რამ დაგემართოთ? მერე როგორ ილაპარაკებთ ვნახავ რაა? არავის არ სიამოვნებს რო მსუქანია... მე ეგ გამოვიარე და ეხლაც ვებრძვი მაგ სენს.... სხვებზე საუბარი და სხვების გაკიცხვა და დამცირება ადვილია არა?
23:42 / 17-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიიიიიიი
გოგოოონი ნინ ხარ თუ ვიგაც იდიოტკაააა.....შენ ეტყობა ძვლები გეთვლება არააააა?????? იმის მაგიერ ანუგეშო ადამიანი და რჩევა მისცე რაგაც ლენჩობებს წერ........ეხლა თემაზე გადავალ......მე ვთვლი რო სულ ცალ ფეხზე უნდა დაიკიდო ეგ შენი უდგეური დათო.....კაცი რო წონის Gამო შჰეყვარებულს იწუნებსს პირველ გამეს რო არ აუდგეს მაშინ ვის დასცინებს ნეტაააა მაშინაც გატკენს გულსსს?
14:37 / 15-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
რა არ უნდა დაიკლოს ხალხო გაგიჟდით, აბა ეგრე უნდა იაროს??!! ღმერთო ჩემო, უნდა დაიკლოს დიახაც - და მხოლოდ საკუთარი თავისთვის და არა ვიგაც იდიოტი ოთოს თუ პროთოს გამო. სიმსუქნე ჯანმრთელობას ვნებს - უნდა ივარჯიშო, ჯანსაღად იკვებო, მეტი გაიღიმე და ექიმთან მიდი, ვიცი აუცილებლად მოგვარდება ეს პრობლემა და მერე სათანადო მამაკაციც გამოჩნდება შენს ცხოვრებაში. დეპრესიაში ჩავარდნას ჯობია საკუთარ თავზე იმუშაო. წარმატებები
13:31 / 25-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ბუსა
ქართველი ქალების პირველი პრობლემა წონაზე წუწუნი და მეორე, ეპილაციაზე უაზრო ლაპარაკი... ქმრებზე, საყვარელ მამაკაცებზე ამდენი რომ იდარდოთ და იფიქროთ უკეთესი იქნებოდააააა :))))
11:47 / 04-11-2013
გამოხმაურება / 0 /
კატო
ძალიან მინდა რომ განუგეშო მაგრამ აქ ერთი პრობლემაა, როცა ადამიანს უყვარხარ შენი 30 კილოც უყვარს და სულ რომ ანორექსიკი იყო მაინც უნდა უყვარდე. სიყვარული არაფერია თუ არა ერთმანეთის გვერძე დგომა და გაჭირვების დროს განმხნევება. დაიკელი გალამაზდი დაშორდი მაგ შენ ოთოს და დამიჯერე თუ შენ დააჯერებ შენს თავს რომ ლამაზი ხარ გარშემო ყველა ასეთს დაგინახავს.. წარმატებები :*
22:36 / 02-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS