24 ოქტომბერი, 2013
შეყვარებულს ჩემი წონის რცხვენია
არ მიმატოვა, ახლაც შეყვარებულები გვქვია, მაგრამ ისე იქცევა, რომ ჯობია, სამუდამოდ დამემშვიდობოს სამი წელია, რაც მე და ოთო შეყვარებულები ვართ, მაგრამ ჯოჯოხეთი ერთი წლის წინ დაიწყო. არადა, მალე დაქორწინებას ვაპირებდით, ახლა კი მის სიყვარულშიც ეჭვი მეპარება.

ერთი წლის წინ ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა და ჩემდა საუბედუროდ, მკურნალობა ვიღაც ექიმბაშთან დავიწყე. სამი თვის განმავლობაში რაღაც უცნაურ სითხეებს ვსვამდი და პრობლემაც თითქოს სადღაც გაქრა, მაგრამ ამის შემდეგ დაიწყო ტრაგედია.

მკურნალობას მოვრჩი და ორ თვეში ოცდაათი კილო მოვიმატე. ამჯერად
ექიმთან მივედი და ორგანიზმში მთელი რიგი დარღვევები აღმომაჩნდა, რამაც ჩემი ასეთი გასუქება გამოიწვია.

თავიდან ოთო მამშვიდებდა, ხან ფუმფულას მეძახდა, ხანაც გოჭს, მაგრამ მალე საალერსო სიტყვები შემოელია და ცდილობდა, საზოგადოებაში ნაკლებად გამოვჩენილიყავით ერთად.

არ მიმატოვა, ახლაც შეყვარებულები გვქვია, მაგრამ ისე იქცევა, რომ ჯობია, სამუდამოდ დამემშვიდობოს. რამდენჯერმე ვცადე ამ თემაზე დალაპარაკება, მაგრამ არ უნდა, ცუდი ბიჭი გამოვიდეს და თავს მარიდებს.

ჩემი მკურნალობა ნელ-ნელა მიდის. ექიმი მეუბნება, რომ ძველებურ ფორმაში ჩასადგომად მინიმუმ ერთი წელი მჭირდება.

არ ვიცი, ოდესმე ეს თუ ისევ მოხდება, მაგრამ ვხვდები, ოთოს გვერდზე ყოფნა აღარ მინდა. დარწმუნებული ვარ, თვითონ ჩემს მდგომარეობაში რომ ყოფილიყო, არასოდეს ვაგრძნობინებდი, მაგრამ, ალბათ, კაცებს სხვანაირად ესმით ქალის.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
ქეტი
საყვარელო აუცილებელია რომ გახდე ,მე ვარ47წლის და მოვიმატე 7კგ,ყოველ დგე მახსენებს ჩემი ქმარი რომ ძალიან მსუქანი ვარ დასაუბედუროდ,მარტლა დზალიან უშნო გავხდი,შენ ახალგაზრდა ხარ და უნდა მიხედო შენს თავს,რომ ცხოვრებიტ დატკბე,ივარჯიშე და მიაგწიე შენს პირველ წონას
22:50 / 26-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მე ფეხმძიმობის დროს ძალიან გავსუქდი და ერთადერთი ადამიანი, რომელმაც თავისი ვითომ თანაგრძნობისა და კომენტარებისთვის არ გამიმეტა ჩემი მეუღლე იყო. უკვე რამდენიმე წელია ამ ქვეყანაზე ფუმფულა დავდივარ და ერთი დღეც არ მახსოვს არ ეთქვას, რომ მისთვის ყველაზე ლამაზი, ყველაზე ძვირფასი და ერთადერთი ვარ. ამიტომ არის რომ ათასჯერ მეტად მიყვარს, ვიდრე მანამდე და ათასჯერ უფრო მეტად ძვირფასი გახდა ჩემთვის ვიდრე ადრე. თუმცა ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ გახდომისთვის აღარ ვიბრძვი, ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ძველ ფორმებს დავიბრუნებ. სიყვარული ან არსებობს ან არა, ფორმების შეცვლა, დაინვალიდება, დაბრმავება მას ვერ ცვლის. კაცს რომ დაემართოს რამე და ქალმა ზურგი აქციოს, მასთან ყოფნა გაუტყდეს და უარი თქვას მაშინ ხომ ყველა იტყოდა, რომ ის ქალი არამზადაა. ასე რომ იმ გოგოს ვეტყოდი, რომ კარგი ეხლა რომ მიხვდა ვისთან აქვს საქმე, რაც დასამთავრებელია უნდა დამთავრდეს და რაც უფრო ადრე დამთავრდება მით უკეთესი
20:00 / 26-10-2013
გამოხმაურება / 0 /
გრაცია---ს
აბა მოიმატე და ნახე შენ როგორ მოგექცევიან
13:27 / 26-10-2013
გამოხმაურება / 0 /
იმიტომ გიყვარს რომ მოგწონს
ამ მოწონებაში შედის ეგ შენი ვიზულური მხარეც!!! თავიდან რომ მსუქანი ყოფილიყავი იქნებ სულაც არ შემოეხედა შენთვის!! ასე რომსიყვარული ყვავილივითაააა სულ წყალი ჭირდება , მიხედეთ თავს, თქვენთვისაა უკეტესი კარგად გამოიყურებოდეთ.....
13:26 / 26-10-2013
გამოხმაურება / 0 /
გრაცია
თუ უყვარხარ სულ რომ 300 კილო იყო მაინც არ დაგშორდება.გარეგნობა მაინც ოპტიკური ილუზიაა.
16:12 / 25-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
კი გამხდარი შეუყვარდა, მაგრამ ბავშვს რომ გააჩენს მერეც აიცრუებს გულს გამოდის? წონაშიც რომ არ მოიმატო ძალიან, ფორმას გინდა თუ არა კარგავ რამდენიმე თვე, მშობიარობის მერე. სანამ შეშუპებები გაივლის, მუცელი დაუბრუნდება ნორმებს. 6 თვე მაინც უნდა ხოლმე.. ამ დროს ქალს გვერდზე დგომა სჭირდება და ქმარი რომ ისევ ასე მოექცეს? არ ღირს მე მგონი ამ ბიჭისთვის დარდი, მე მგონი.
15:34 / 25-10-2013
გამოხმაურება / 0 /
tamo
რატო არ უნდა ეცადოს დაკლება, რა სისულელეა... სულ სხვანაირი შეიყვარა იმ ბიჭმა და ახლა ასე 30 კგ-ით მეტი რომ არ მოეწონოს რა გასაკვირია... მთავარია რომ დაშორება არ უფიქრია იმიტომ რომ უყვარს. ხოდა სწორედ მის გამო უნდა დაიბრუნოო ძველი მდგომარეობა. შეიძლება საერთოდაც თავად დაკომპლექსდი ასეთი სწრაფი გასუქებით და მაგიტომ დაეჭვდი.
15:17 / 25-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ბობი ბრაუნი
ძვალი მარტო ძაღლებს უყვართ ტო.რა ჯობია ფუმფულა ქალებს,აბა მკვდარი და შინმოუსვლელი ვის რად უნდა
15:06 / 25-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ელა
შენც ადექი და ისეთი ვინმე იპოვე,ვისაც შენი ფორმები მოეწონება!არც ეცადო დაკლება, თუ შენს "რჩეულს" ისეთი არ უყვარხარ, როგორიც ხარ, დამიჯერე ორმოცი კილოც რომ დაიკლო, ეგეთივე სიტუაცია გექნება. და კიდევ, დიეტებით ჯერ არავინ გამხდარა, ვარჯიში კი ტონუსსა და ლამაზ ფორმებს შეგძენს,გახდომა სულაც არ უნდა იყოს შენი მიზანი...
08:46 / 25-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS