24 ოქტომბერი, 2013
შეყვარებულს ჩემი წონის რცხვენია
არ მიმატოვა, ახლაც შეყვარებულები გვქვია, მაგრამ ისე იქცევა, რომ ჯობია, სამუდამოდ დამემშვიდობოს სამი წელია, რაც მე და ოთო შეყვარებულები ვართ, მაგრამ ჯოჯოხეთი ერთი წლის წინ დაიწყო. არადა, მალე დაქორწინებას ვაპირებდით, ახლა კი მის სიყვარულშიც ეჭვი მეპარება.

ერთი წლის წინ ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა და ჩემდა საუბედუროდ, მკურნალობა ვიღაც ექიმბაშთან დავიწყე. სამი თვის განმავლობაში რაღაც უცნაურ სითხეებს ვსვამდი და პრობლემაც თითქოს სადღაც გაქრა, მაგრამ ამის შემდეგ დაიწყო ტრაგედია.

მკურნალობას მოვრჩი და ორ თვეში ოცდაათი კილო მოვიმატე. ამჯერად
ექიმთან მივედი და ორგანიზმში მთელი რიგი დარღვევები აღმომაჩნდა, რამაც ჩემი ასეთი გასუქება გამოიწვია.

თავიდან ოთო მამშვიდებდა, ხან ფუმფულას მეძახდა, ხანაც გოჭს, მაგრამ მალე საალერსო სიტყვები შემოელია და ცდილობდა, საზოგადოებაში ნაკლებად გამოვჩენილიყავით ერთად.

არ მიმატოვა, ახლაც შეყვარებულები გვქვია, მაგრამ ისე იქცევა, რომ ჯობია, სამუდამოდ დამემშვიდობოს. რამდენჯერმე ვცადე ამ თემაზე დალაპარაკება, მაგრამ არ უნდა, ცუდი ბიჭი გამოვიდეს და თავს მარიდებს.

ჩემი მკურნალობა ნელ-ნელა მიდის. ექიმი მეუბნება, რომ ძველებურ ფორმაში ჩასადგომად მინიმუმ ერთი წელი მჭირდება.

არ ვიცი, ოდესმე ეს თუ ისევ მოხდება, მაგრამ ვხვდები, ოთოს გვერდზე ყოფნა აღარ მინდა. დარწმუნებული ვარ, თვითონ ჩემს მდგომარეობაში რომ ყოფილიყო, არასოდეს ვაგრძნობინებდი, მაგრამ, ალბათ, კაცებს სხვანაირად ესმით ქალის.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
თეაკო
იცით? ბევრს ადვილი გონია წონაში დაკლება,სხვების დაცინვას თავი დაანებეთ რაა.. არ ფიქრობთ ერთ დღეს შეიძლება თქვენც ეგეთი რამ დაგემართოთ? მერე როგორ ილაპარაკებთ ვნახავ რაა? არავის არ სიამოვნებს რო მსუქანია... მე ეგ გამოვიარე და ეხლაც ვებრძვი მაგ სენს.... სხვებზე საუბარი და სხვების გაკიცხვა და დამცირება ადვილია არა?
23:42 / 17-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიიიიიიი
გოგოოონი ნინ ხარ თუ ვიგაც იდიოტკაააა.....შენ ეტყობა ძვლები გეთვლება არააააა?????? იმის მაგიერ ანუგეშო ადამიანი და რჩევა მისცე რაგაც ლენჩობებს წერ........ეხლა თემაზე გადავალ......მე ვთვლი რო სულ ცალ ფეხზე უნდა დაიკიდო ეგ შენი უდგეური დათო.....კაცი რო წონის Gამო შჰეყვარებულს იწუნებსს პირველ გამეს რო არ აუდგეს მაშინ ვის დასცინებს ნეტაააა მაშინაც გატკენს გულსსს?
14:37 / 15-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
რა არ უნდა დაიკლოს ხალხო გაგიჟდით, აბა ეგრე უნდა იაროს??!! ღმერთო ჩემო, უნდა დაიკლოს დიახაც - და მხოლოდ საკუთარი თავისთვის და არა ვიგაც იდიოტი ოთოს თუ პროთოს გამო. სიმსუქნე ჯანმრთელობას ვნებს - უნდა ივარჯიშო, ჯანსაღად იკვებო, მეტი გაიღიმე და ექიმთან მიდი, ვიცი აუცილებლად მოგვარდება ეს პრობლემა და მერე სათანადო მამაკაციც გამოჩნდება შენს ცხოვრებაში. დეპრესიაში ჩავარდნას ჯობია საკუთარ თავზე იმუშაო. წარმატებები
13:31 / 25-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ბუსა
ქართველი ქალების პირველი პრობლემა წონაზე წუწუნი და მეორე, ეპილაციაზე უაზრო ლაპარაკი... ქმრებზე, საყვარელ მამაკაცებზე ამდენი რომ იდარდოთ და იფიქროთ უკეთესი იქნებოდააააა :))))
11:47 / 04-11-2013
გამოხმაურება / 0 /
კატო
ძალიან მინდა რომ განუგეშო მაგრამ აქ ერთი პრობლემაა, როცა ადამიანს უყვარხარ შენი 30 კილოც უყვარს და სულ რომ ანორექსიკი იყო მაინც უნდა უყვარდე. სიყვარული არაფერია თუ არა ერთმანეთის გვერძე დგომა და გაჭირვების დროს განმხნევება. დაიკელი გალამაზდი დაშორდი მაგ შენ ოთოს და დამიჯერე თუ შენ დააჯერებ შენს თავს რომ ლამაზი ხარ გარშემო ყველა ასეთს დაგინახავს.. წარმატებები :*
22:36 / 02-11-2013
გამოხმაურება / 0 /
საშინელებაააა ეს ოხერი სიმსუქნეეეეეეე
ვერ ვიტან ჩემს ზედმეტ 8 კილოს...ვერადავერ დავიკელი ისე რომ აღარ მოვიმატო...არავის მოსმენა არ მინდა ყველა ხერხი ვიღონე და ღონე გამომელია......არადა რა გახდა ეს 8 ან 5 ლიკო რომ მოვიშორო თავიდან....სხვა რას ფიქრობს ცემზე არც მაინტერესებს ვისაც არ ვევასები შორს იყოს არ მადარდებს ...მე გამანადგურა ამ პრობლემამ.........ყველას ვუსურვებ ჯამრთელობას
11:57 / 28-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინ
მსუქნები მაგარ კომენტარებს წერთ აქ :))
19:01 / 27-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მეც მოვიმატე ორსულობისას. ვიყავი 60, ეხლა ვარ 80კგ. მე თვითონ განვიცდი, ძველი ფორმები მენატრება. მაგრამ ამ დიეტებით გავინადგურე ორგანიზმი. ჩემი მეუღლე სულ იმაზე მეჩხუბება, რომ თავს და ჯანმრთელობას ვინადგურებ. არასოდეს არ დასცდენია საყვედური. პირიქით, კიდევ ერთი ბავშვის გაჩენას მეხვეწება. სადაც სიყვარულია, იქ გარეგნობა უკან გადადის. ჩემმა მეუღლემაც მოიმატა 20 კილო. მე პირადად ასეთი უფრო მომწონს. იმედს არ ვკარგავ და ცდასაც რომ ძველი ფორმა დავიბრუნო. ისე თუ იცით მწვანე ყავას მართლა მოაქვს შედეგი? :)))
17:23 / 27-10-2013
გამოხმაურება / 0 /
K
დაინახავენ ეს გამოქლიავებული კაცები გამხდარ ლამაზ გოგოებს და დაავლებენ ხელს და 2 თვეში მოყავთ ცოლად გაყვირია მიყვარს მე მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია და ერთ წელში ოჯახს ანგრევენ თურმე არ ყვარებიათ აი ქართველი კაცების განვითარება. ამატმა სად იციან რომანტიკა სად იციან ქალის პატივის ცემა სად ააქვთ იმის შეგნება რომ ცოლებს ყოველ დგე უნდატ მოფერება სითბო. სამაგიეროთ როგორი ყანწების სმმა იციან უფ იცოცხლე და მერე ცოლების დედის ტრ... ამოტრიალება აი ქართველი კაცი ალბათ მეტყვით ყველა ესეთი არ არისო 100 კაციდან 99 ასეთი ყანაა. ეს მსუქანი გოგო დარწმუნებული ვარ შეგნებით ბევრ გამხდარ ტანწერწეტა ,,ფეშენ" გოგოს ემჯობინება. ქართველო კაცებოოოო ტვინი გაანძრიეთ დროა კაცური თვისებები შეიძინოთ დროა გამოფხიზლდეთ და გაარჩიოთ რა არის სიყვარული და რა ერთჯერადი მოწონება შეხედეთ ადამიანის შინაგან სილამაზეს მის ბუნებას მის ხასიათს და არა მის გრძელ ლამაზ ფეხებს
10:43 / 27-10-2013
გამოხმაურება / 0 /
K
სამწუხაროდ მსგავსი პრობლემები მხოლოდ საქართველოშია იციტ რატომ ქართველ კაცს არ აქვს უნარი შეიყვაროს ქალი აქაურ ქართველ ყანა კაცებს მხოლოდ ვიზუალი აინტერესებთ ქალისა და ლოგონი შინაგანი სილამაზე კაცისთვის არაპერს ნიშნავს იმიტომ რომ თვითონ სული თითქმის ყველას ცარიელი აქვს. გამოდიან ტელევიზორში ქუჩაში კაფეში ბარში ,,ფეშენ" გოგოები და რა პირს დააღებენ და გული აგერევა. საქართველოში რომ ჩამოვდივარ ცუდთ ვხდები აქაურ ბანძ სიტვაციაზე გული მერევა ეს რა ქვეყანაძში ვხოვრობთ ან ხალხის აზროვნება რა ამაზრზენია
10:28 / 27-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS