თორნიკე 10 წელი იყო, რაც იქ ცხოვრობდა. ჩვენ კი ბინა ახალი შეძენილი გვქონდა. ახლა ვხვდები, რატომ არ ესიამოვნა არავის ჩვენი დაახლოება, ერთ თვეში ვიქორწინეთ, მეზობლების უმეტესობა ჩვენს ბედნიერებას არ დასწრებია.
გათხოვებიდან სამ დღეში გავარკვიე, რომ თითქმის არავის ელაპარაკებოდნენ. მიზეზი კი ჩემი ქმრის ავადმყოფური ეჭვიანობა გახლ
შეეძლო ორი, თავისთვის მდგარი ბიჭისთვის გვერდზე გაევლო და შარი აეტეხა, ვითომ სხვანაირად შეხედეს და დასცინეს.
ჩვენი ერთთვიანი სიყვარულის ისტორია კი ისე ლამაზად განვითარდა, რომ ახლაც ვერ ვხვდები, როგორ ითმენდა და არ ამჟღავნებდა საკუთარ ხასიათს. ეჭვიანობა იმით დაიწყო, რომ სამსახურისთვის თავის დანებება მომთხოვა.
დავუთმე, რადგან 27 წლის ასაკში უკვე მობეზრებული მქონდა მთელი დღე სახლიდან გავარდნილი ყოფნა და ვიფიქრე, ბავშვებს გავაჩენდი და მათ მოვუვლიდი. ბავშვები კი არა, მალე ჩემი დაავადებული ქმრის გამო კინაღამ საგიჟეთში მოვხვდი.
საკუთარ მამაზეც კი ეჭვიანობდა, მეუბნებოდა, მანქანაში არ ჩაუჯდე, ვინ რა იცის, რომ მამაჩემია და არ ეგონოთ, ბოზი ცოლი მყავსო. თუ თვითონ სახლში არ იყო, სტუმრების მიღების უფლება არ მქონდა.
დედაჩემსაც კი ვერ გავუღებდი კარს თორნიკეს გარეშე. მისი მშობლები შვილის ავადმყოფურ ქცევას შეჩვეულები იყვნენ და ისე იქცეოდნენ, რომ მათ არ უბრაზდებოდა.
სამი თვე გავუძელი ქორწინებას და ბოლოს დაქალთან გადავედი საცხოვრებლად. ჩემი ქმარი დღემდე მეძებს, რამდენჯერ ააწიოკა ჩემი მშობლების ოჯახი, მაგრამ მაინც არ ეუბნებიან სად ვარ.
ჟურნალი ''რეიტინგი''