18 ოქტომბერი, 2013
რატომ უნდა სალომე კორკოტაშვილს საცხოვრებლად საზღვარგარეთ წასვლა
ჩემი შემოქმედება ძალიან მოსწონს და ''ფეისბუქის'' გვერდზე დებს ხოლმე ჩემს ვიდეოებს, მაგრამ ადრე, როცა ''ვარსკვლავები'' დავწერე და შევასრულე, არ მოსწონდა და ამ სიმღერის გამო დამცინოდა სალომე ერთ-ერთია ქართველ მომღერალთაგან, რომლის მიმართ მუსიკის მოყვარულები განსაკუთრებულ ინტერესს ამჟღავნებენ. სალომეს დიდი სურვილი აქვს, კარიერა საზღვრებს გარეთ გაიკეთოს და სიმართლე რომ ვთქვათ, ამისი ყოველგვარი მონაცემი აქვს, თუმცა საქართველოში ყოფნისას ყველა იმ შეხვედრაზე სიარული გაუჭირდება, რომელიც მის კარიერას შეიძლება წაადგეს, ამიტომაც ამ მხრივ საფიქრალი გაუჩნდა...

ამ წლის ბათუმის ჯაზფესტივალზე ''სალიომ''
შესანიშნავი კონცერტი გამართა და სალომე კორკოტაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კარგი ვოკალის გარდა მაყურებლის აყოლიებისა და სცენაზე დგომის შესანიშნავი გამოცდილება აქვს, კარგი მუხტიც, რაც მომღერალს ასე სჭირდება.

სალომე ახალი ჩამოსული იყო თბილისში, როდესაც მუსიკალური სიახლეების გასაგებად შევეხმიანეთ. ახალგაზრდა მუსიკოსს საკუთარი გეგმების განსახორციელებლად ყველაზე მეტად ოჯახის მხარდაჭერა სჭირდება, რომელიც, როგორც გვითხრა, არ აკლია. ისიც გაგვიმხილა, რომ თავიდან მამას მისი სიმღერები არ მოსწონდა. რას ფიქრობს ახლა გია კორკოტაშვილი თავისი გოგონას მუსიკალურ შესაძლებლობებზე, ამას თავად სალომე გვეტყვის.

- ბერლინიდან რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი. წინა კვირას ჩვენმა ჯგუფმა ''სალიომ'' თბილისის ერთ-ერთ კლუბში კონცერტი გამართა. ჯგუფს საკმაოდ დიდი გეგმები აქვს, მათ შორის ევროპაში საცხოვრებლად გადასვლაც შედის, მაგრამ ზუსტ ვადას ვერ დაგისახელებთ, რადგან რამდენჯერაც ასე ვთქვით, ყველა გეგმა ჩაიშალა და მერე მეკითხებიან ხოლმე. ამიტომაც არ ვიცი, როდის გავემგზავრებით, მაგრამ ჩვენი გეგმა ამას უკავშირდება. ახალი სიმღერები დავწერეთ და მალე სტუდიაში შევალთ მათ ჩასაწერად. ვიდეორგოლის გადაღებასაც ვფიქრობთ.
- თქვენი ჯგუფი როდის ჩამოყალიბდა?
- წინა წელს, ჯაზფესტივალის წინ, ერთი თვით ადრე და შემდეგ ამ ფესტივალზე გამოვედით. წელსაც გვქონდა გამოსვლა. მაისში მონაწილეობა მივიღეთ ნიუ-ორლეანის ჯაზფესტივალზე, სადაც ჩვენ გარდა გამოდიოდნენ ბიბი კინგი, Ma­roon 5, ''ჯიფსი კინგსი'' და ასევე ცნობილი ჯგუფი Earth, Wind and Fire. სხვათა შორის, მათთან შეხვედრის საშუალება მოგვეცა. როდესაც მათი კონცერტი დასრულდა, კულისებში შევედით და ამ ლეგენდარული ჯგუფის წევრებთან ერთად ღვინო დავლიეთ, ვისაუბრეთ და კონტაქტები გავცვალეთ, იმეილები. დღესაც გვაქვს ურთიერთობა სწორედ იმეილების საშუალებით. ჩვენ რომ ვუკრავდით, Ma­roon 5-ის გიტარისტმა გამოიარა, ყური რომ მოჰკრა ჩვენს გამოსვლას, იქვე ჩამოჯდა და ჩვენი მოსმენა დაიწყო. მასალა გადაღებულია და ნახვის შესაძლებლობა გექნებათ. ჩემი მეგობარი იღებდა. ბევრს ალბათ ისიც აქვს ნანახი, გოსპელის გუნდის გამოსვლას რომ დავესწარი, შემდეგ კი ექვსი ათასი კაცის წინ მეც ვიმღერე.
- ეს ვიდეო საკმაოდ ბევრმა ადამიანმა ნახა, ''იუთუბზეც'' დევს.
- დიახ (იღიმება). ზოგადად, ასეთ ღონისძიებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც მუსიკოსისთვის კონტაქტების დამყარება ბევრ რამეს ნიშნავს. ნიუ-ორლეანის ჯაზფესტივალზე კიდევ ერთი ჯგუფი გავიცანით, რომლის წევრებთანაც ასევე მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. არც მეგონა, თუ სუპერსტარები ასეთი მეგობრული და მოკრძალებულები იქნებოდნენ რეალურ ცხოვრებაში.
- ''სალიოში'' ახლა სხვა შემადგენლობა გაქვთ?
- წინა წელს სხვა შემადგენლობა იყო, ახლა სხვაა. მუსიკას ბექა ჯაფარიძესთან ერთად ვქმნი. მის გარეშე ვერ შევძლებდი ხარისხიანი მუსიკის დაწერას. ბექა მუსიკალური პროდიუსერია. მე კლავიშზე ვუკრავ. ვჯდები ხოლმე და მელოდიებსა და ტექსტს ვწერ, შემდეგ ბექას ვასმენინებ და ის უფრო სხვანაირად ამდიდრებს.
- რა ჟანრია, რასაც თქვენ ასრულებთ?
- ეს არის ელექტროპოპი ჯაზის ელემენტებით.
- საქართველოში თქვენს მუსიკას მსმენელი ჰყავს?
- მასობრივად არა მგონია, მაგრამ არის ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელსაც ''სალიო'' მოსწონს. სულ ელოდებიან, როდის გვექნება კონცერტი ან რაიმე ახალს თუ გავაკეთებთ. ''ფეისბუქზე'' ჩვენს გვერდს 45 ათასზე მეტი მოწონება აქვს. ხალხი წერს ხოლმე, არ გვეგონა, თუ საქართველოში ასეთი მუსიკა იწერებოდაო, თუმცა მე ზოგადად მივიჩნევ, რომ აქ ბევრი გემოვნებიანი მუსიკოსი მუშაობს. მათ უბრალოდ ხელის შეწყობა სჭირდებათ. აქ არაფერი გამოდის. ჩემი მიზნის მისაღწევად სულ საქართველოში ვერ ვიქნები. შეიძლებოდა, რომ მეცხოვრა საქართველოში და აქეთ-იქით მეფრინა, მაგრამ ასე არ გამოდის, სულ ფულისა და ვიზის პრობლემაა. ამიტომ ჯობს, რომ საცხოვრებლად წახვიდე უცხოეთში. უფრო ადვილია იქ იყო და იტრიალო იმ ადგილებში, სადაც არტისტები მიდი-მოდიან.
- საქართველოს რაიმე გეგმა უკავშირდება?
- საქართველოში კონცერტის გაკეთებას აზრი არ აქვს. ჩემი მენეჯერი გეგა ჯაფარიძე მეხმარება ხოლმე ასეთი საკითხების გადაწყვეტაში. ძალიან ჭკვიანი ბიჭია. არ ვიცი, აქ რას და როგორ გავაკეთებთ.
- ბერლინში ჯგუფთან ერთად იყავი?
- არა, მარტო. სხვადასხვა პაბში, კლუბებში დავდიოდი, ჩემი ჩანაწერები დამქონდა და ასე ვთქვათ, პიარს ვიკეთებდი. სხვათა შორის, დამავიწყდა მეთქვა ერთი რამ, ამას წინათ ''თბილისი ოფენ ეარზე'' რომ ''თრიქი'' იყო ჩამოსული, მაშინ ძალიან მოვეწონე და მოითხოვა, ეს გოგო გამაცანითო. შემდეგ თავისი ''ფეისბუქის'' გვერდზე, სადაც მილიონობით ''ლაიქერი'' ჰყავს, დადო ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც საქართველოშიც პოპულარულია და ამ ვიდეოს დააწერა, ახალი ბენდი გავიცანი, რომელიც ძალიან მომეწონაო. ზემოხსენებული სიმღერა Lეტ Iტ შჰინე ''დეილიმოუშენზეც'' დადეს და ამ საიტის მომხმარებელსაც ჰქონდა საშუალება, რომ სიმღერისთვის მოესმინა. გუშინ დავწერე კიდევ ახალი სიმღერა და ვნახოთ, როგორი გამოვა (იღიმის).
- სალომე, შენი ოჯახის წევრები გიჭერენ მხარს? და რას ფიქრობენ უცხოეთში შენ გამგზავრებაზე?
- მიხარია, რომ ჩემი ოჯახის წევრები ძალიან მიჭერენ მხარს. მათ შორის, ყველაზე მეტად ჩემი შვილის გაზრდაში. ძნელია, იყო დედა და თან გიწევდეს უამრავჯერ უცხოეთში გადაფრენა-გადმოფრენა. როდესაც ახალ სიმღერას ვწერ, პირველ რიგში, ჩემი ოჯახის წევრებს ვასმენინებ. ისინი გულწრფელად მაძლევენ შენიშვნებს. ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსები სწორედ ოჯახში მყავს.
- მამას მოსწონს შენი შემოქმედება? ის ხომ სულ სხვა მუსიკაზეა გაზრდილი.
- მართალია. ახლა ჩემი შემოქმედება ძალიან მოსწონს და ''ფეისბუქის'' გვერდზე დებს ხოლმე ჩემს ვიდეოებს, მაგრამ ადრე, როცა ''ვარსკვლავები'' დავწერე და შევასრულე, არ მოსწონდა და ამ სიმღერის გამო დამცინოდა ხოლმე (იღიმის). მერე, როდესაც ნახა, რომ მთელი საქართველო ავამღერე, მოეწონა (იცინის).

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
რუს
ბოზანდარა
20:01 / 19-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ბესო
სალომე გენაცვალე ძალიან დიდ პატივს გცემტ მტელ ოჯახს,მაგრამ შენი ნიჭი განსაკუტრებულია.ტუ წასვლა გინდა წადი და საქარტველოს ნუ დააბრალებ ხელის შეწყობა არ მქონდაო,აქ შენ ყველას მოწონხარ.
17:34 / 19-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS