- "ფეისბუქზე" დაწერეთ სტატუსი, რომლის მიხედვითაც ვიღაცამ ორჯერ ცადა თქვენი მოკვლა, მოგვიყევით ამის შესახებ.
- ერთხელ თბილისში დამიშვეს ''შურუფები'' და მეორეჯერ საბურავი იყო გაჭრილი, გავმწარდი და დავწერე სტატუსად, იმიტომ, რომ ვერ ვხვდები, ვის რას ვუშავებ.
- პირველ ჯერზე მარტო მგზავრობდი?
-
- ორივეჯერ ერთიდაიგივე თანამგზავრი ხომ არ გყავდათ, თუნდაც მხოლოდ ერთი?
- არა, ასეთი არავინ ყოფილა.
- არავიზე გაქვთ ეჭვი?
- პირველი შემთხვევის დროს - არა და მეორე ჯერზე მაქვს რაღაც ვარაუდი, მაგრამ ფაქტების გარეშე ხელს ვერავის დავადებ. პოლიციაში არ მივსულვარ, აზრი არ ქონდა ფაქტების გარეშე ვერაფერს გაიგებდნენ. გარდა ამ ინციდენტებისა, იყო კიდევ ერთი შემთხვევა, ბილბორდი დასვარეს საღებავებით. სავარაუდოდ, ვიღაც ძალიან გამწარებულია ჩემზე და არ ვიცი რატომ. მამრობითი სქესის წარმომადგენელმა გააკეთა, მდედრობითი სქესის დაკვეთით...
- თქვენ ფიქრობთ, რომ ეს იყო განზრახ მკვლელობის მცდელობა?
- მე ეს არ მითქვამს, თუმცა, ფაქტიურად ასე გამოვიდა. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგში და მერე სხვა ზომებს მივიღებ.
- არ გეშინიათ?
- მე მაქვს საკმარისი ცოდნა კანონებზე და ვიცი, რომ ასე უბრალოდ ავდგე და ვუჩივლო სისულელე იქნება, თუ მეტი დასაყრდენი ინფორმაცია არ მივაწოდე, შეიძლება ეს ყველაფერი შემთხვევითობად და დამთხვევად ჩათვალონ. ტყუილად უნდა ვაწვალო სამართალდამცავები, ვერ გამოიძიებენ, საქმეს დახურავენ და არქივში ჩადებენ. კიდევ თუ გამეორდება მსგავსი შემთხვევა, თუ მოხდება რამე უფრო მასშტაბური აუცილებლად მივმართავ პოლიციას.
- გარდა საჩიივრის შეტანისა, სხვა ზომებს არ მიმართავთ?
- რა თქმა უნდა! მარტო არსად არ დავდივარ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ როცა სხვასთან ერთად ხარ, იმ ადამიანზე პასუხისმგებელი შენ ხარ და ეს ძალიან რთულია. რამდენიმე წამით უფრო ადრე, რომ დამეძრა მანქანა, საჭეს ვეღარ დავიმორჩილებდი და გადავვარდებოდით გზიდან. უფრო ფრთხილი გავხდი, მანქანის წინა და უკანა მხარეს დავაყენე
კამერები, სახლთანაც დაცვა მყავს. მე რისი გაკეთებაც შემეძლო გავაკეთე თავის დასაცავად, მაგრამ თუ ადამიანს უნდა, რომ მოკვდე ვინც არ უნდა გიცავდეს, ისე გააკეთებს ყველაფერს, რომ ვერავინ გაიგებს(იცინის). პოლიტიკოსი რომ ვიყო, მესმის, მაგრამ მე ამის მიზეზი არავისთვის მიმიცია.
- ვიზეც ეჭვი გაქვთ, მასთან რა ურთიერთობა გაკავშირებთ?
- ერთი და იგივე ადამიანზე არ ვფიქრობ. მე ურთიერთობა მაქვს ყოველთვის სერიოზულ, ჩამოყალიბებულ ადამიანებთან, ცანცარა ბავშვებთან არასდროს ვიჭერ საქმეს. კაცებს არაფერს ვუშავებ. ქალებში არის შურის მომენტი, მდედრობითი სქესის წარმომადგენლები, რომლებიც ვერ ახერხებენ თავის დამკვიდრებას იბოღმებიან. რომ ვიყო, ვიღაცის საყვარელი, გასაგებია, მაგრამ მოდელი ვარ, ჩემ საქმეს ვაკეთებ, პირადი ცხოვრება უკვე ორი წელია არ მაქვს და კარიერაში უფრო დიდი წარმატებების მიღწევას ვგეგმავ და თუ ამაზე მწარდებიან, შეუძლიათ უფრო მეტად დაიბოღმონ.
მარიამ კაკაურიძე