22 ნოემბერი, 2016
"წელს ორი დიდი ოცნება ამიხდა..." - გაიცანით ულამაზესი ვიქტორია კოჩეროვა, რომელიც საქართველოს "მის მსოფლიოზე" წარადგენს
"მის მსოფლიო 2016"-ზე საქართველოს ვიქტორია კოჩეროვა წარადგენს. ცნობისთვის, წელს "მის საქართველო 2016"-ის შესარჩევი კონკურსი არ ჩატარებულა, შესაბამისად ვიქტორია მსოფლიოს სილამაზის კონკურსზე შესარჩევი ტურის გარეშე გაემგზავრება. ვიქტორია 21 წლისაა, ის ილიაუნის უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე სწავლობს. როგორც ამბობს, "მის მსოფლიოზე" მონაწილეობით ორი ოცნება აიხდინა. ვიქტორია Aმბები.გე-ს ესაუბრა.

"მოდელობა საკმაოდ გვიან, 19 წლის ასაკში დავიწყე. მანამდე პიროვნულ განვითარებას ვუთმობდი დიდ დროს, ვსწავლობდი. 2014 წელს მონაწილეობა მივიღე "ელიტ მოდელ ლუქის" კონკურსში, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა ჩემთვის, უცხოური კონტრაქტები მივიღე
აზიის სააგეტოებიდან. მოდელობა თავის დროზე "მის მსოფლიოში" მონაწილეობის გამო გადავწყვიტე და წელს ორი დიდი ოცნება ამიხდა. საოცნებო კონკურსზეც მოვხვდი და ამერიკაშიც წავალ"

- რა ღონისძიებები არის დაგეგმილი მსოფლიო მისებისთვის ვაშინგტონში?
- ასე წინასწარ უცნობია. სუპერვაიზერები ყოველდღიურად მოგვაწვდიან დღის განრიგს.

- როდის მიემგზავრებით?
- 25 ნოემბერს მივდივარ ვაშინგტონში. თავდაპირველად მარტო წავალ და მერე შესაძლოა, ია კიწმარიშვილიც ჩამოვიდეს.

- ვინ იზრუნებს თქვენს ჩაცმულობაზე?
- "მარიონელამ" შემიკერა ძალიან კარგი კაბა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. ასევე მოვამზადე საქველმოქმედო პროექტი, რომელსაც ვაჩვენებ ჟიურის, პროექტი აუტიზმით დაავადებული ბავშვების ალტერატიული გზებით მკურნალობას ეხება. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS