"მოდელობა საკმაოდ გვიან, 19 წლის ასაკში დავიწყე. მანამდე პიროვნულ განვითარებას ვუთმობდი დიდ დროს, ვსწავლობდი. 2014 წელს მონაწილეობა მივიღე "ელიტ მოდელ ლუქის" კონკურსში, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა ჩემთვის, უცხოური კონტრაქტები მივიღე
- რა ღონისძიებები არის დაგეგმილი მსოფლიო მისებისთვის ვაშინგტონში?
- ასე წინასწარ უცნობია. სუპერვაიზერები ყოველდღიურად მოგვაწვდიან დღის განრიგს.
- როდის მიემგზავრებით?
- 25 ნოემბერს მივდივარ ვაშინგტონში. თავდაპირველად მარტო წავალ და მერე შესაძლოა, ია კიწმარიშვილიც ჩამოვიდეს.
- ვინ იზრუნებს თქვენს ჩაცმულობაზე?
- "მარიონელამ" შემიკერა ძალიან კარგი კაბა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. ასევე მოვამზადე საქველმოქმედო პროექტი, რომელსაც ვაჩვენებ ჟიურის, პროექტი აუტიზმით დაავადებული ბავშვების ალტერატიული გზებით მკურნალობას ეხება. იხილეთ სრულად