19 ნოემბერი, 2016
გივი სიხარულიძის პირველი სიყვარული ლენინის ცოლი იყო - „პოლიტიკოსი ქალები მეზიზღება“
მარად ახალგაზრდა და სიმპათიური, მანდილოსნების გულთამპყრობელი მსახიობი, გივი სიხარულიძე თავის მამაკაცურ შეხედულებენზე გვესაუბრა. მისი აზრით, საქართველოში ყველაზე სექსუალური ქალი შორენა ბეგაშვილია. "პოლიტიკოს ქალებს ვერ ვიტან",- განაცხადა მსახიობმა ჩვენთან საუბრის დროს.

როგორი აღნაგობის ქალები მოგწონთ?
- მომწონს მაღალფეხებიანი, ლამაზი, ხორციანი, გამხდარი ქალები არ მიყვარს. ქალი შეიძლება არ იყოს მაღალი, მაგრამ კარგი ფორმები ჰქონდეს.

რა იქცევს თქვენს ყურადღებას, პირველ რიგში, როდესაც ქალს ხედავთ?
- სინაზე და ქალურობა.

- როგორ ფიქრობთ, მამაკაცმა უნდა გაანებივროს ქალი?
- რა თქმა
უნდა, უნდა გაანებიბროს. თუ კაცს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქალს პატივი სცეს საჩუქრებითა და სიურპრიზებით, აუცილებლად უნდა გააკეთოს ეს, მაგრამ, თუ ამის შესაძლებლობა არ აქვს სხვა გზით უნდა დაანახოს მანდილოსანს თავისი სიყარული.

ქალის სხეულის რომელი ნაწილი მიგაჩნიათ ყველაზე მიმზიდველად?
- ვერ გამოვყოფ. ქალი მთლიანობაში უნდა მოგწონდეს და არა მისი სხეულის ცალკეული ნაწილები.

ქერა ქალები უფრო მოგწონთ, თუ შავგვრემანი?
- მე შავგვრემან ქალებს ვანიჭებ უპირატესობას.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ქალი?
- უნდა იყოს ქალური, კეთილი, ვნებიანი, უნდა უყვარდეს მთელი სამყრო. ვერ ვიტან, როცა ქალი თამაშობს. მანდილოსანი უნდა იყოს ნაზი და ნაღდი. ასევე,ძალიან კარგია, როცა ქალი კარგი დიასახლისია.

საჭიროა ქალმა დისტანცია დაიჭიროს პარტნიორთან ურთიერთობის დროს?
- რა თქმა უნდა?! მან უნდა იგრძნოს, რომ ის ქალია და უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს მამაკაცის წინშე. მაგრამ ამისთვის საჭიროა შესაფერისი მამაკაცი.

რა პროფესიის ქალები გიზიდავთ?
- პოლიტიკოსი ქალები მეზიზღება. სხვა ნებისმიერი პროფესია მისაღებია ჩემთვის, არ აქვს მნიშვნელობა.

ქართველ ცნობილ ქალებს შორის ვინ მიგაჩნიათ ყველაზე სექსუალურ ქალად?
- შორენა ბეგაშვილი.

თავისუფალი ურთიერთობები მოგწონთ, თუ თვლით, რომ საჭიროა მამაკაცმა ქალს შეზღუდვები დაუწესოს?
- მამაკაცმა უნდა იცოდეს თავისი ადგილი სამყაროში. უნდა რცხვენოდეს კაცს, რომელსაც ქალი თავის ჭკუაზე ატარებს. ასეთ კაცს ჰქვია მასხარა. თავისუფლად მოიქცეს თავის დედასთან და მამასთან, ჩემთან, როცა იქნება, თვალებში უნდა მიყურებდეს.

შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი პირველი სიყვარული?
- მე ასეთ თემებზე სასაუბროდ დავბერდი. ჩემი პირველი სიყვარული იყო ლენინის ცოლი, კრუპსკაია(იცინის).

მარიამ კაკაურიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS