- როგორი აღნაგობის ქალები მოგწონთ?
- მომწონს მაღალფეხებიანი, ლამაზი, ხორციანი, გამხდარი ქალები არ მიყვარს. ქალი შეიძლება არ იყოს მაღალი, მაგრამ კარგი ფორმები ჰქონდეს.
- რა იქცევს თქვენს ყურადღებას, პირველ რიგში, როდესაც ქალს ხედავთ?
- სინაზე და ქალურობა.
- როგორ ფიქრობთ, მამაკაცმა უნდა გაანებივროს ქალი?
- რა თქმა
- ქალის სხეულის რომელი ნაწილი მიგაჩნიათ ყველაზე მიმზიდველად?
- ვერ გამოვყოფ. ქალი მთლიანობაში უნდა მოგწონდეს და არა მისი სხეულის ცალკეული ნაწილები.
- ქერა ქალები უფრო მოგწონთ, თუ შავგვრემანი?
- მე შავგვრემან ქალებს ვანიჭებ უპირატესობას.
- რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ქალი?
- უნდა იყოს ქალური, კეთილი, ვნებიანი, უნდა უყვარდეს მთელი სამყრო. ვერ ვიტან, როცა ქალი თამაშობს. მანდილოსანი უნდა იყოს ნაზი და ნაღდი. ასევე,ძალიან კარგია, როცა ქალი კარგი დიასახლისია.
- საჭიროა ქალმა დისტანცია დაიჭიროს პარტნიორთან ურთიერთობის დროს?
- რა თქმა უნდა?! მან უნდა იგრძნოს, რომ ის ქალია და უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს მამაკაცის წინშე. მაგრამ ამისთვის საჭიროა შესაფერისი მამაკაცი.
- რა პროფესიის ქალები გიზიდავთ?
- პოლიტიკოსი ქალები მეზიზღება. სხვა ნებისმიერი პროფესია მისაღებია ჩემთვის, არ აქვს მნიშვნელობა.
- ქართველ ცნობილ ქალებს შორის ვინ მიგაჩნიათ ყველაზე სექსუალურ ქალად?
- შორენა ბეგაშვილი.
- თავისუფალი ურთიერთობები მოგწონთ, თუ თვლით, რომ საჭიროა მამაკაცმა ქალს შეზღუდვები დაუწესოს?
- მამაკაცმა უნდა იცოდეს თავისი ადგილი სამყაროში. უნდა რცხვენოდეს კაცს, რომელსაც ქალი თავის ჭკუაზე ატარებს. ასეთ კაცს ჰქვია მასხარა. თავისუფლად მოიქცეს თავის დედასთან და მამასთან, ჩემთან, როცა იქნება, თვალებში უნდა მიყურებდეს.
- შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი პირველი სიყვარული?
- მე ასეთ თემებზე სასაუბროდ დავბერდი. ჩემი პირველი სიყვარული იყო ლენინის ცოლი, კრუპსკაია(იცინის).
მარიამ კაკაურიძე