ანი გიუნტერი:
- ჩემი შვილი თვითონ იგონებს ზღაპრებს
- უკვე ზრდასრულობაში არ გიფიქრია იმ ზღაპრებსა და მის გმირებზე, რომელზეც გავიზარდეთ, თუნდაც კომბლეზე, ნაცარქექიაზე...
- მე კომბლეზე არ გავზრდილვარ, ძმები გრიმების ზღაპრებს ვკითხულობდი და ახლაც თვალწინ მიდგას ის წიგნი, რომელიც ძალიან მიყვარდა. ერთადერთი, რაც მაშინაც და ახლაც უცნაურად მხდვდებოდა, იყო ის, რომ ყველა პრინცესა, ყველა კეთილი გმირი, რომელიც ბედნიერად ცხოვრობდა, ისრულებდა ოცნებებს, იყო მაინცდამაინც ლამაზი, ძალიან ლამაზი. მახოვს ვფიქრობდი, რატომაა ასე, ხომ შეიძლება არ დაიბადო ლამაზი, მაგრამ იყო ბედნიერი და კეთილი?! ვერ ვხვდებოდი, ამის ხაზგასმა რატომაა აუცილბელი. გარდა ამისა, მე ზღაპრებიდან რაიმე ტრაგიკული მომენტი არ ჩამრჩენია მეხსიერებაში, თუმცა, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა ამონარიდი ზღაპრიდან, სადაც მამას დაებადება იდეა, რომ ქალიშვილი მოიყვანოს ცოლად. საიდან გაჩნდა ეს თემები ზღაპრებში, არ ვიცი.ისეთი ზღაპარი, მაგალითად, როგორიცაა "კონკია", ყველა გოგოსთვის საოცნებოა, რადგან თითქოს იმედს აძლევს მკითხველს, რომ შესაძლებელია, ერთ დღეს ყველაფერი ერთად მიიღო. ქართულ ზღაპრებში კი გარკვეულწილად სიზარმაცის პროპაგანდა.
- ხალხური ზღაპრები რამდენად მისაღები და გასაგებია ბავშვისთვის იმ ასაკში, რა დროსაც უწევთ მათი გაცნობა...
- ახლა წამოვიდა ზრაპრების გაკრიტიკების ტალღა, თორემ ჩემს ირგვლივ, ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ ხალხურ ზღაპრებში წარმოჩენილი სიზარმაცისა და ტყუილის პროპაგანდა ბავშვებისთვის მაინცდამაინც კარგი არ იყო, თითქმის ყველა ზღაპარში ეს თემები მეტნაკლებად არის წამოწეული. მაგრამ მართლა ზღაპარი მგონია ის, რომ ახლა ყველაფრის ადაპტაცია მოხდეს და უცებ ყველაფერი შეიცვალოს. თუმცა დიდებმაც რომ დავიწყეთ დაფიქრება, რა ფორმით მივაწოდოთ ჩვენს შვილებს ზღაპარი, ეს ძალიან მისასალმებელია. იხილეთ სრულად