სახელი და გვარი: ქრისტი ყიფშიძე.
ჰოროსკოპი: სასწორი.
ჩინური ჰოროსკოპი: გველი.
-რა არის თქვენი დევიზი?
-ყველაფერი კარგად იქნება. ბევრი კრედო მაქვს, მაგრამ პირველი ეს გამახსენდა. რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის ძალიან ოპტიმისტურად
-სამი ნებისმიერი სურვილის ასრულების საშუალება, რომ გქონდეთ რას ჩაიფიქრებდით?
-სურვილები გარემოებებიდან გამომდინარე იცვლება. ახლა, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ბანალურად მოგეჩვენოთ, ჩავიფიქრებდი, რომ აღარ გავიგო ცუდი ამბები. მინდა, ჩემი ქვეყანა იყოს მშვიდად და კარგად. ძირითადად ასეთი გლობალური სურვილები მაქვს და კიდევ არის რაღაც პატარ-პატარა პირადული ნატვრებიც.
-დაასრულეთ შემდეგი წინადადებები: არ მაინტერესებს...
-არასდროს არ ვინტერესდები ჭორებით, რომლებსაც, ვიგებ საკუთარ თავზე. სიმართლე გითხრათ, ძალიან იშვიათად მესმის, მაგრამ, როცა ეს ხდება რეაქცია არ მაქვს ხოლმე. არ მაინტერესებს, ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს.
-გულს მტკენს...
-ვარ ძალიან სენსიტიური ადამიანი, მაგრამ წყენა ძალიან მალე მავიწყდება.
-ჩემი კუმირია...
-კუმირი არ მყავს, თუმცა ძალიან მომწონს კეიტ მოსი. ჩემი პროფესიიდან და ჩემი სფეროდან გამომდინარე ის არის ჩემი იდეალი.
-ჩემი საყვარელი "ფასტ ფუდია"...
-მე უფრო ჯანსაღად ვიკვებები, თუმცა "ფასტ ფუდ"-ებს შორის ანტრეს ვანიჭებ უპირატესობას.
-ნივთი, რომელსაც მუდამ თან ვატარებ.
-ბრილიანტის ბეჭედი, არსად არ ვიხსნი.
-ჩემი საყვარელი ადგილია...
-ჩემი ოთახი ნებისმიერ ძვირადღირებულ სასტუმროს მირჩევნია. სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის მენატრება ჩემი საწოლი და ჩემი ბალიში(იცინის).
-ჰოლივუდის მსახიობებს შორის ვახშამზე ვის დაპატიჟებდით?
-ვახშამი ხომ მხოლოდ საჭმლით არ შემოიფარგლება?! ამიტომ, ალბათ ვინმე საინტერესო მოსაუბრეს, მაგალითად, რომელიმე რეჟისორს. ვფიქრობ, მერილ სტრიპთან ერთად ვახშამი ძალიან სასიამოვნო იქნებოდა.
-ბოლოს რა წაიკითხეთ?
-ადრე ძალიან ბევრს ვკითხულობდი, ახლა, სიმართლე გითხრათ უკვე დიდი ხანია კითხვას შევეშვი, ამისთვის დრო აღარ მაქვს. ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაშია ეს ეტაპი. ასევე დღეს-დღეობით ინფორმაციის მოძიების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ ინტერნეტი იქცა.
-როგორ ფიქრობ დისნეის პრინცესებიდან, ვინ იქნებოდით?
-რავიცი, ჟასმინი ან პოკაჰონტასი ალბათ...
-შოპინგისთვის საუკეთესო ადგილი სად არის?
-გააჩნია ქვეყანას და ბიუჯეტს. მე უაზროდ ხეტიალით ძალიან ვიღლები, ყოველთვის კონკრეტულად უნდა ვიცოდე, სად მივდივარ და რას ვყიდულობ. საზღვარგარეთ, მომწონს ისეთი ტიპის ბაზრობები, როგორიც ჩვენთან მშრალ ხიდზეა.
-რომელია თქვენი საყარელი სუნამო?
-ყოველთვის მაქვს ულევად შანელ #5 და ბევრი სხვადასხვა სუნამო. უფრო ტკბილი სურნელი მომწონს.
-საყვარელი ბრენდი გაქვთ?
-ერთი კონკრეტული ბრენდის მომხმარებელი არ ვარ. გააჩნია ხასიათს, განწყობას.
-თქვენი სისუსტე რა არის?
-მასაჟები, ხშირად ვსტუმრობ სპას. ადრე მივდიოდი კლუბში და დილამდე შემეძლო მეცეკვა, ახლა უფრო განტვირთვის სხვა საშუალებებს მივმართავ. დრო გადის და ადამიანები იცვლებიან. როცა 18 წლის ვიყავი გართობას ვუთმობდი დროს, ამჟამად თავისუფალ დროს დასვენებას და თავის მოვლას ვამჯობინებ. მაქსიმალურად ვუვლი თავს, ვცდილობ, არ დავღალო კანი, ვუფრთხილდები თმას და ასე შემდეგ...
-15 წლის წინ როგორი წარმოგედგინათ თქვენი აწმყო?
-15 წლის წინ გავხდი დედა, ეს იყო დიდი გარდატეხა ჩემს ცხოვრებაში. დაგეგმილი არაფერი მქონდა, ასე რომ ვერ გეტყვით როგორი მომავალი წარმომედგინა.
-რა გეამაყებათ ყველაზე მეტად.
-ერთადერთი, რაც გამაჩნია საამაყო, ჩემი შვილია!
-დროის მანქანა, რომ გქონდეთ, სად წახვიდოდით?
-ძალიან მომწონს ამერიკის ოციანი წლები, იმ პერიოდის მოდა. დიდი სიამოვნებით წავიდოდი იმ დროში.
მარიამ კაკაურიძე