16 ოქტომბერი, 2013
სპორტი და პოლიტიკა - უნდა წავიდნენ თუ არა ქართველი სპორტსმენები სოჭის ოლიმპიადაზე
გორგოძის პოზიციამ დამაფიქრა, სპორტსმენი მაინც სხვანაირად ხედავს. ძალიან შეურაცხმყოფელია, მეჩირაღდნედ რომ აგვისტოს ომის მფრინავი დანიშნეს ამ კითხვაზე პასუხი ქართველმა საზოგადოებამ აქამდე ვერ იპოვა, რადგან რადიკალურად განსხვავებული პოზიციები ისმის, მონაწილეებიც კი დაბნეულები ჩანან. დიდი ხანია ცნობილია, რომ საქართველო სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილეობს, მაგრამ სპორტსმენების წასვლა-არწასვლის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც რუსულმა მხარემ მეჩირაღდნედ ივან ნიჩაევი გამოაცხადა. რუსი მაიორი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა. ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს კი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა მოხვდა, რის შემდეგაც დაზიანებული თვითმფრინავი აეროდრომზე დასვა.
მოგვიანებით ნიჩაევს ''რუსეთის გმირის'' წოდება მიენიჭა.

რუსეთის საქციელმა თითქმის მთელი საქართველო გააღიზიანა, მით უმეტეს, რომ ამას რუსი ოკუპანტების მიერ საზღვრების უკანონოდ გადმოწევა მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჯობს, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ და მერე მივიღოთ გადაწყვეტილება, მაგრამ პეტიციას ''პროტესტი სოჭის ოლიმპიადას'' ინტერნეტში უკვე რამდენიმე ათასი ხელმომწერი ჰყავს. თემაზე აზრი საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს ვკითხეთ.

ალეკო ელისაშვილი, ჟურნალისტი:

- საბოლოო პოზიცია ჯერ კიდევ არ მაქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ უფრო იქით ვიხრები, რომ არ უნდა წავიდნენ. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მეჩირაღდნედ ვიღაც მამაძაღლი დანიშნეს. ამ თემაზე ძალიან კარგი კომენტარი გააკეთა ჩემმა საყვარელმა მორაგბემ მამუკა გორგოძემ. ''თუ ომია, ვიომოთ და თუ ოლიმპიადაა, წავიდეთ და ვითამაშოთ'' . ამის მიუხედავად, უფრო ვემხრობი, რომ სპორტსმენები არ უნდა წავიდნენ. თან ჩვენც ახლა იქ ჩასვლით კრამიტები არ დავამტვრიოთ, მე-100 ადგილის ნაცვლად 99-ეზე გავალთ. ზაფხულის ოლიმპიადაზე რომ იყოს საუბარი, მაშინ ვნახავდით, ჩვენები როგორ დააბერტყებდნენ ტატამზე რუსებს, მაგრამ ახლა რას ვნახავთ?! ამიტომ უფრო იქი
თკენ ვიხრები, რომ არ წავიდეთ. თუმცა გორგოძის პოზიციამ დამაფიქრა, სპორტსმენი მაინც სხვანაირად ხედავს. ძალიან შეურაცხმყოფელია, მეჩირაღდნედ რომ აგვისტოს ომის მფრინავი დანიშნეს.
- ალეკო, სპორტსმენების თვალით რომ შეხედოთ რეალობას, შეიძლება, ვერ გაიმარჯვონ, მაგრამ მათთვის ხომ მთავარი მონაწილეობაა.
- დიახ, მათი პოზიციიდან თუ შევხედავთ, უსამართლობა იქნება. წყალში ჩაეყრებათ ამ წლების შრომა. გორგოძის პოზიციაც სწორედ ეს იყო. როდესაც მორაგბეები სოჭში რუსეთის ნაკრებს შეხვდნენ და გემრიელად მოუგეს, მაშინ ასეთი შეკი
თხვები არ გაჩენილა. თან რუსებიც ასე დამამცირებლად არ იქცეოდნენ. მესმის, მტიკვნეულია, როცა წლები ემზადები ოლიმპიადისთვის, თუმცა სპორტსმენიც და არასპორტსმენიც ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ღირსება ყველას ერთად მოგვეთხოვება. თან, შეიძლება, მანამდე რუსეთმა კიდევ რაღაც გამოაგდოს. თებერვლამდე ათასი რამ შეიძლება მოხდეს. ნამეტანს თუ იზამენ, ბოლოს და ბოლოს არ წავალთ. ჩვენც ახლა დავიქუხებთ მთელ მსოფლიოში.

ია სუხიტაშვილი, მსახიობი:

- რამდენიმე დღის წინ ხელოვანები დვანში ჩავედით, ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტმა იგივე კითხვა დამისვა და თქვენთანაც გავიმეორებ. არ მინდა, ვინმემდემაგოგიაში ან ჭკუის სწავლებაში ჩამომართვას, ასე ცხოვრებაში არ მოვქცეულვარ, უბრალოდ, არის რაღაც, რაც ყველას გვტკივა და გვაწუხებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვისი ბრალია, საზღვრები რომ იწევს, ჩვენი მთავრობის თუ რუსეთის, რომელიც დამპყრობელი ქვეყანაა, მაგრამ მე პირადად ამ ოლიმპიადაზე არ წავიდოდი. რას გავაკეთებთ ამით, კარგს თუ ცუდს, არ ვიცი. ძალიან დაბნეული ვარ. არის რაღაც მოვლენები, რაც ყველას ეხება. ბევრმა შეიძლება, ამის გამო გამაქილიკოს, ეს ჩემი პირადი აზრია და არც ერთ სპორტსმენს არ ეგონოს, ვინც მონაწილეობას იღებს, რომ ჩემს აზრს თავს ვახვევ. მათი გადასაწყვეტია...

ლენუკა ყიფშიძე, მოდელი:

- თავიდან ვფიქრობდი, რომ უნდა წასულიყვნენ, ახლა - აღარ. აზრი მფრინავის მეჩირაღდნედ დანიშვნამ შემაცვლევინა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ წავლენ. 50/50-ზეა... საერთოდ, ძალიან რთულია ამ თემაზე საუბარი, მე რომ ვყოფილიყავი სპორტსმენი, არ წავიდოდი.

მარკუს მეტრეველი, მომღერალი:

- ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, როდესაც სპორტსმენებს ოლიმპიადაზე წასვლა უნდათ და პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო ვერ ახერხებენ. ჩემი აზრით, არ უნდა წავიდნენ, რადგან რუსები ჩვენი მისამართით სიძულვილსა და აგრესიას ღიად გამოხატავენ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი წასვლა და სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილეობა ქართველი ერისა და ტერიტორიული მთლიანობის შეურაცხყოფა იქნება.
- თქვენ რომ იყოთ სპორტსმენი და ოთხი წლის განმავლობაში ოლიმპიადისთვის ემზადებოდეთ, როგორ მოიქცეოდით?
- მათთვის ეს ოთხი წლის განმავლობაში ერთხელ ხდება და კარგი შანსია, რომ საკუთარი ძალა წარმოაჩინონ, მაგრამ რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, ეს უკვე პოლიტიკაა და ისინი ცდილობენ, უფრო შეგვავიწროონ. თუ რუსები მიიჩნევენ, რომ სპორტი პოლიტიკაა, ჩვენც ასე უნდა ვუპასუხოთ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეთ.

ეკა ჭიჭინაძე, ფილოლოგი:

- მე ვეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარის აზრს. უნდა დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იქამდე ხუთი თვეა და ამის მიხედვით გადავწყვეტთ. უკეთესი იქნებოდა, ისე განვითარდეს მოვლენები, რომ ჩვენი სპორტსმენები წავიდნენ. შეიძლება, არწასვლით ბევრი არაფერი დავკარგოთ, მაგრამ სპორტსმენებისთვის, რომლებიც წლებია ოლიმპიადას ელოდებიან, გულდასაწყვეტი იქნება. რუსეთი ოკუპანტია და ნამდვილად არ ვარ მათი მომხრე, მაგრამ ვფიქრობ, ოლიმპიადა რუსების არ არის, საერთაშორისო პროექტია. ძალიან გამიხარდება, თუ სპორტსმენები წავლენ. მე ამის მომხრე ვარ.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
88888
ქალო დამალე ეგ საშინელი მუხლები.ჩაიცვი გრძელი კაბა.გული ამერია
17:16 / 23-10-2013
გამოხმაურება / 0 /
კერკატ
სუხიტაშვილს წინ მელოტი კეფა კი დაუმალავს რაღაცნაირად,მაგრამ ეს ცხირებიანი უჟასი მუხლები რას უგავს.
17:14 / 23-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ესტელლე
ხალხო შედით აქ და ნახეთ გიორგი ვარდოსანიძემ ერთი გოგო როგორ გაამწარა საწყალი კომენტარს წერს და წაიკითხეთ მაგრა შემეცოდა დიდი კომენტარი რომ წერია ის გოგოა სხვადასხვა ნიკით ეღადავებოდა თურმეhttp://www.marao.ge/satcorao/fsiqo/3983-mgoni-chems-shvils-sakuthari-mastsavlebeli-sheuyvarda.html
11:15 / 17-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS