- დაბადების თარიღი...
- ...1984 წლის 10 მარტი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...კოსმონავტი და მყვინთავი. ყველაზე მეტად უცნაური, ამოუხსნელი და აუთვისებელი სამყარო მიზიდავდა.
-
- ...რომ ნიჭიერი მსახიობი და ურთიერთობაში ძალიან თბილი ადამიანი ვარ. უარყოფითსაც ამბობენ (იცინის). თავდაჭერილი, ამავე დროს ემოციური და "ფეთქებადი" გახლავართ, მაგრამ ემოციები 10 წუთზე მეტხანს არ მიმყვება.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...რაღაცებს აუცილებლად შევცვლიდი, მაგრამ მნიშვნელოვანს არაფერს. ყველაფერი, რაც ჩემს წარსულში მოხდა, დიდი გაკვეთილი იყო. ეს ცვლილება არ შეეხებოდა პროფესიას. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე, 17 წლის ასაკში გაუცნობიერებლად ავირჩიე. ზუსტად ვიცი, ჩემი სამყაროა. მგონია, რომ მსახიობობა განგების საჩუქარი იყო. ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტში შემთხვევით მოვხვდი. იქ არაჩვეულებრივი პედაგოგები დამხვდნენ და ყველაფერი მარტივად აეწყო. ერთი პერიოდი ამ სასწავლებლიდან წავედი, მაგრამ პედაგოგის მოთხოვნით დავბრუნდი.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...განგებას და ჩემს შრომისმოყვარეობას.
- სერიალი "ხელოვნური სუნთქვა" არის...
- ...ახალი სიტყვა ქართულ ტელესივრცეში. მასზე ძალიან საინტერესო ადამიანები მუშაობენ. ის ფაქტი, რომ ჩემი პერსონით ბევრი ადამიანი ინტერესდება, ცხადყოფს, რომ რეზის როლმა პოპულარული გამხადა. ერთ დღეს კასტინგის მენეჯერი ეკა მჟავანაძე დამიკავშირდა და შემომთავაზა, შენთვის ახალი როლი მაქვსო. მოკლედ მიამბო როლის შესახებ. რასაკვირველია, სიამოვნებით დავთანხმდი. ეს პირველი სერიალია, სადაც დიდი დატვირთვით ვიმუშავე. მანამდე რამდენიმე სერიაში ვიყავი "ჩემი ცოლის დაქალებში" (მაკას შვილის ქმარი), სერიალ "ტიფლისში" კილერის როლი მქონდა...
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მაქვს ყველაფერი ის, რაც ადამიანს ბედნიერებისთვის სჭირდება. მყავს კარგი მეუღლე, ჯანმრთელი შვილები.
- ჩემი მეუღლე...
- ...გახლავთ თამარ კონცელიძე, ექიმი-ონკოლოგი, მამოლოგი, წარმატებულია თავის პროფესიაში. 2 შვილი გვყავს: ვაჩე და მარიამი. როგორი მამა ვარ? თითქმის დედა ვარ. შემიძლია, ყველაფერი გავაკეთო, რაც ბავშვისთვის არის საჭირო. შვილებზე დედობრივი ამაგი მაქვს გაწეული. იხილეთ სრულად