13 ნოემბერი, 2016
თაკო გაჩეჩილაძე - „საკუთარ თავში ყველაზე მეტად ხუჭუჭა თმა მომწონს“
თაკო გაჩეჩილაძეს, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტად დახურული სივრცის ეშინია. მან ჩვენთან საუბრის დროს განაცხადა, რომ შუძლია ყველაფრის გაკეთება რასაც მოინდომებს და საკუთარ თავში ყველაზე მეტად ხუჭუჭა თმა და შეუპოვარი ხასიათი მოსწონს.

სახელი და გვარი: თაკო გაჩეჩილაძე.

ჰოროსკოპი: თევზები.

საყვარელი ფერი: თეთრი.

საყვარელი კერძი: სუში.

საყვარელი დესერტი: ბრაუნი.

შემიძლია: რასაც მოვინდომებ, ყველაფერი.

მჯერა: რომ, ყველაფერი კარგად იქნება.

მიყვარს: ჩემი ოჯახი, სამშობლო, მეგობრები, ბუნება და ღმერთი.

არ მიყვარს: როცა, დილით მაღვიძებენ.

მაღიზიანებს: უკულტურობა, უწესრიგობა, თავხედობა, გაუნათლებლობა და
ნეგატივი.

ყველაზე მეტად მეშინია
: დახურული სივრცის, კლაოსტროფობი ვარ.

ბავშვობაში მეგონა, რომ: სულ ისე ვიფრენდი, როგორც მაშინ დავფრინავდი.

საკუთარი თავი 10 წლის შემდეგ წარმომიდგენია: ფიზიკურად ისეთი, როგორიც ახლა ვარ, მაგრამ მექნება ოჯახი, შვილები და კარიერაში მეტი წარმატებები.

ის, რაც მქონდა და მინდა ჩემ შვილებს ქონდეთ:
ლამაზი ბავშვობა.

წიგნი, რომლის ავტორიც ვიქნებოდი:
„ღვთაებრივი კომედია“.

არ ვიცი: არაფერი.

მინდა ვიცოდე: ის, რისი ცოდნაც ჩემთვის კარგი იქნება.

ზღაპრის პერსონაჟი, რომელსაც საკუთარ თავს ვამსგავსებ
: მძინარე მზეთუნახავი.

საკუთარ თავში ყველაზე მეტად მომწონს: ხუჭუჭა თმა და შეუპოვარი ხასიათი.

მარი კაკაურიძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ამიტომ დავმეგოდრდეთ თაკუნია!!!
კარგი, ჯიგრიანი გოგოა, რაც მართალი მართალია, მაგრამ ვის რაში არგია??? რა ვიცი, შეიძლება არგია კიდეც, მაგრამ მინდა რომ ასე არ იყოს. მარტოხელა, მარტო სულო მეგობარო......
17:20 / 16-11-2016
გამოხმაურება / 0 /
soso
მაგარი გოგო ხარ , წინსვლას გისურვებ
00:48 / 14-11-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS