11 ნოემბერი, 2016
როდის აკოცა ნინა სუბლატმა პირველად ბიჭს - ''იშვიათად ვარ უბედური''
მომღერალმა, ნინა სუბლატმა გვიპასუხა რამდენიმე ბლიც - შეკითხვაზე. თურმე მომღერალს სჯერა, რომ სამუდამოდ იარსებებს. ნინამ ჩვენთან საუბარში ისიც გაიხსენა, სად აკოცა ბიჭს პირველად.

- რომელია თქვენი საყვარელი დესერტი?
- ვაშლის შტრუდელი.

- სად და როდის გქონდათ პირველი კოცნა?
- სადღაც, ქუჩაში... როდის იყო, არ მახსოვს, დიდი ხნის წინ იყო ეგ ამბავი.

- რომელ ბრენდს ანიჭებთ უპირატესობას?
- ბევრი ბრენდი მომწონს, გააჩნია კოლექციას. მაგლითად, ძალიან მომეწონა გუჩის 2016 წლის კოლექცია.

- როდის იყავით ყველაზე ბედნიერი?
-
იშვიათად ვარ უბედური.

- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- მართლა არ ვიცი! სანამ არ შემეშინდება, ალბათ ვერ გავიგებ.

- რომ არ დაბადებულიყავით ამ ეპოქაში, როგორ ფიქრობთ, როდის დაიბადებოდით?
- იმედია შორეულ მომავალში დავიბადებოდი. თუმცა, ახლანდელიც საინტერესოა.

- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი, მათ შორის, რაც გაგაჩნიათ?
- ნანახი ადგილების ვიზუალი.

- რა გაღიზიანებთ ადამიანებში?
- ადამიანებში არაფერი მაღიზიანებს. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ჩემთვის ძალიან გასაგები და მისაღებია. ამიტომ, გაღიზიანების საბაბი არასდროს მიჩნდება.

- რომელი ცხოველი გიყვართ, განსაკუთრებით?
- ალბათ, ყველაზე მეტად ძაღლები მიყვარს, სხვა ცხოველებთან დიდად ურთიერთობა არ მქონია.

- ზებუნებრივი ძალა რომ გქონდეთ, რისი ძალა გექნებოდათ?
- ზებუნებრივი ტვინი მექნებოდა.

- რით ამაყობთ?
- კაცობრიობის დიდი მიღწევებით.

- როდის ტირით?
- როცა, ვიღაც ხახვს ჭრის.

- რისი გჯერათ?
- რომ, სამუდამოდ ვიარსებებ.

მარიამ კაკაურიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS