გიორგი ბახუტაშვილი:
– გიორგი "პრაიმტაიმიდან" გაწუხებ ერთი კითხვით.
– არა, არა, არ მინდა, მერე უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები. მაგ კითხით დღეს უკვე ათმა კაცმა დამირეკა. არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ.
მიშა მშვილდაძე:
– ამ სეზონზე რომ არ გამოჩენილა ცოტნე ცოტაშვილი სერიალში, შეამჩნევდით ალბათ. თუ პერსონაჟი საჭირო გახდა ალბათ ბახუტაც გაიჩითება. სად წავიდა, რა დაიწყო და ა. შ. არ
– ინფორმაცია გავრცელდა, ჩვენ ცოტნეს დავურეკეთ, მაგრამ კომენტარისგან თავი შეიკავა…
– სერიალის დატოვება როგორც ასეთი არ არსებობს. პერსონაჟი არსებობს და მომდევნო სერიებში რა მოხდება არავინ იცის. შეიძლეაბა ცოტნეც გამოჩნდეს, მაგრამ ამ ეტაპზე სერიალის ტკბობის სიმძიმე სხვაგან არის გადატანილი.
– მაგრამ თუ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, მსახიობი პირდაპირ ამბობს, რომ ეს ტყუილია, რომ მე ვრჩები სერიალში და ა. შ. ცოტნემ გვითხრა, რომ უხერხულ მდგომარეობაში ვაგდებთ და რომ ვერც დადებით და ვერც უარყოფით პასუხს ამ შეკითხვაზე ვერ მოგვცემს…
– რა უნდა გითხრათ, გადაჭრით ვერ იტყვის, რომ წავიდა. ასე არ ხდება. ჩვენი მსახიობები სხვაგანაც არიან ხოლმე დაკავებულები. ისეთი მსახიობი არ არსებობს, რომ მარტო ჩვენ სერიალში თამაშობდეს. რომც იყოს ასეთი, ჩვენთან გამოჩენის შემდეგ, მერე სხვაგანაც ჩნდება ხოლმე. იხილეთ სრულად