- რა გხიბლავთ მამაკაცში ყველაზე მეტად?
- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი ხასიათი, ინტელექტი, დამოუკიდებლობა, იუმორის გრძნობა და სინაზე ჩემთან დამოკიდებულებაში.
- როგორი აღნაგობის მამაკაცები მოგწონთ?
- არ აქვს
- რა გაღიზიანებთ კაცში?
- უზრდელობა და გაუნათლებლობა მაღიზიანებს მამაკაცებში.
- ქართველ ცნობილ სახეებს შორის ვინ მიგაჩნიათ ყველაზე სექსუალურ მამაკაცად?
- კახი კალაძე და იმის მიუხედავად, რომ მსახიობები არ მიყვარს, ძალიან მომწონს თორნიკე გოგრიჭიანი.
- უფროსი ან უმცროსი მამაგაცები მოგწონთ?
- კი და მათაც მოვწონვარ (იცინის). ყოფილა შემთხვევა, როცა ძალიან სერიოზულად მომწონებია დაახლოებით 13 წლით უმცროსი მამაკაცი.
- როგორ ფიქრობთ, მამაკაცი ვალდებულია საყვარელ ქალს საჩუქრებით ანებივრებდეს?
- აუცილებლად! მამაკაცების პირდაპირი მოვალეობაა, გაანებივრონ ქალი და აჩუქონ მას მსოფლიო.
- საყვარელ მამაკაცს რას ვერ აპატიებთ?
- ვერ ვიტან ტყუილს და არ შემიძლია ურთიერთობა მატყუარა ადამიანებთან, აქედან გამომდინარე საყვარელ მამაკაცს ვერ ვაპატიებ ტყუილის თქმას.
- მალე ეჩვევით პარტნიორს?
- არა, ჯერ საჭიროა მამაკაცი პირველივე შეხვედრაზე მომეწონოს და ამის შემდეგ, დრო მჭირდება, რომ მას შევეჩვიო. თუ პირველივე შეხვედრაზე არ მომეწონა მამაკაცი, მას შანსები არ აქვს.
- ყოფილ პარტნიორებს შორის გამოარჩევდით რომელიმეს?
- კი, სულ ორი მამაკაცი მიყვარდა. პირველი იყო ჩემი ქმარი, მოგვიანებით ერთ ახალგაზრდა მამაკაცზე ვიყავი შეყვარებული და ასევე, მქონია გატაცებები.
- როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებული ვალდებულებები აქვთ ქალსა და მამაკაცს?
- გააჩნია, ბევრ რამეს აქვს მნიშვნელობა. თუმცა, ქალი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა რჩებოდეს ქალად და მამაკაცი მამაკაცად, ფუნქციები არ უნდა შევიცვალოთ. მე არ მომწონს ახალი ფემინისტური მოძრაობა, ამბობენ მამაკაცი ვალდებული არ არის ყველაფერი გაგვიკეთოს, ჩვენ ქალებს ყველაფერი შეგვიძლიაო. კი ბატონო, მე ყველაფერი შემიძლია, ლურსმანსაც მივაჭედებ, მანქანასაც ვატარებ და ნათურასაც გამოვცვლი, მაგრამ მირჩევნია, მე ჩემი პირველადი ფუნქცია შევასრულო: შევქმნა ოჯახი, გავაჩინო ბავშვები, მივცე განათლება და ვიყო სრულყოფილი პარტნიორი, როგორც ქალი. ზოგ კაცს მოსწონს მამაკაცური ქალები, მე მინდა ვიყო ქალი, ხელზე მატარონ და გამანებივრონ, მაჩუქონ საჩუქრები გავუჩინო შვილი საყვარელ მამაკაცს და ასე შემდეგ. ადამიანების ფუნქციაა, გააჩინონ ბავშვები და გაამრავლონ შთამომავლობა.
- რას ფიქრობთ მამაკაცებზე, რომლებიც ქალწულობით განსაზღვრავენ ქალის პატიოსნებას?
- ქალის პატიოსნება ფართო მცნებაა და კაცი, რომელიც ამას გარკვეული კრიტერიუმით განსაზღვრავს კრეტინია. ქალწულობა და პატიოსნება საერთოდ არანაირ კავშირში არაა ერთმანეთთან. ქალი, რომელსაც ჰყავდა ორი ქმარი და რომელსაც არ გაუმართლა ცხოვრებაში ბოზია? რა სისულელეა?! პატიოსანია ადამიანი, რომელიც არ აკეთებს ბოროტებას, არ ტყუის.
- როგორ ფიქრობთ, მამაკაცად რომ დაბადებულიყავით, როგორი მამაკაცი იქნებოდით? შეძლებდით ყოფილიყავით ისეთი, როგორსაც თქვენ იდეალურს უწოდებთ?
- როდესაც, მე და ჩემი 3 წლის დისშვილი გავივლით ვახტანგ გორგასლის ძეგლთან, ის მეუბნება: "აი შენი ბოიფრენდი". 3 წლის ბავშვმაც კი იცის, როგორი მამაკაცი მიმაჩნია იდეალურად. მე რომ კაცად დავბადებულიყავი, ვიქნებოდი ალექსანდრე მაკედონელი, ვახტანგ გორგასალი ან ნაპოლეონ ბონაპარტი. დღეს მე მხოლოდ იმიტომ ვარ მარტო, რომ არ შემხვდა ისეთი მამაკაცი, რომელიც მსოფლიოს მაჩუქებდა.
მარიამ კაკაურიძე