სახელი და გვარი: სოფო გორელაშვილი
ჰოროსკოპი: ტყუპები
რომ არ დავბადებულიყავი საქართველოში: დავიბადებოდი საფრანგეთში, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს.
რომ შემეძლოს წარსულში დაბრუნება: ვისწავლიდი და წავიკითხავდი უფრო მეტს, ავინაზღაურებდი იმ დროს, რომელიც ტყუილად დავხარჯე.
ჩემი საყვარელი ფერი: შავი
ჩემი საყვარელი ყვავილი: მიხაკი.
ვნანობ: ძალიან ბევრ რამეს და ძალიან მიკვირს, როცა ამბობენ არაფერს ვნანობო.
მაღიზიანებს: სიყალბე.
განტვირთვისთვის: ვცეკვავ.
როცა საკუთარ თავთან მარტო ვარ: ვწერ.
სხვები თვლიან, რომ ვარ: ძალიან ემოციური და არაპროგნოზირებადი ადამიანი.
ბავშვობაში მეგონა, რომ: ბავშვი ისახებოდა ქორწილში. კიდევ მეგონა, რომ მასწავლებლები არ ჭამდნენ და ტუალეტში არ დადიოდნენ.
შემიძლია ვაპატიო: ყველაფერი, რასაც გულით მოინანიებენ.
ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს: დედა.
ჩემი დევიზია: იპოვე, რაც გიყვარს და მიეცი უფლება, - მოგკლას Find what you love and let it kill you..
ჩემი საყვარელი პერსონაჟი: თეოდორ დოსტოევსკის ''იდიოტიდან'' ნასტასია ფილიპოვნა და შტეფან ცვაიგის ''უცნობი ქალის წერილის'' მთავარი პერსონაჟი.
პრეზიდენტი რომ ვიყო: მთლიანად შევცვლიდი სასამართლო სტრუქტურას.
საკუთარი თავი 10 წლის შემდეგ წარმომიდგენია: საზღვარგარეთ, როგორც თითქმის ყველა მეოცნებე მსახიობს.
ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის: ჩემი შვილი.
ზებუნებრივი ძალა რომ მქონდეს, მექნებოდა: ფრენის უნარი.
ვტირი: მოგონებებზე.
ყველაზე მეტად მეშინია: სიზმრების.
არასოდეს: არ ვიტყვი, რომ რამეს არ გავაკეთებ არასოდეს.
სანამ საზოგადოებისთვის ცნობადი სახე გავხდებოდი, ვფიქრობდი: რომ, გავხდებოდი(იცინის).
ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს: დავიბრუნებდი ბავშვობას.
ტრანსფორმაცია რომ შემეძლოს: გადავიქცეოდი, რომელიმე მულტფილმის პერსონაჟად.
მარიამ კაკაურიძე