-რა იქცევს პირველ რიგში თქვენს ყურადღებას, როდესაც ქალს ხედავთ?
-პირველ რიგში გარეგნობა, რა თქმა უნდა.
-ვიზუალურად ქერა ქალბატონები უფრო მოგწონთ, შავგვრემანი თუ ჟღალთმიანი?
-ვფიქრობ, თმის ფერს არ აქვს მნიშვნელობა.
-ეთანხმებით იმ ფრაზას, რომ კაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის?
-ზოგადად ჯობია, რომ მშიერი არ იყო ადამიანი, რაღაც გავლენას ნამდვილად ახდენს ურთიერთობაზე შიმშილი. ჯობია, ვჭამოთ და მერე გვიყვარდეს ერთმანეთი (იცინის).
-ამბობენ, რომ ზოგიერთ მამაკაცს მასზე ძლიერი და ჭკვიანი ქალები აშინებს. თქვენ შემთხვევაში როგორაა? ჭკვიანი და ძლიერი ქალები გიზიდავთ, თუ პირიქით გაშინებთ?
-მე ყველა ძლიერ ადამიანს ვაფასებ, მაგრამ, ალბათ ყველა მამაკაცს გვაქ იმის ამბიცია, რომ ჩვენ უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ, ვიდრე ჩვენი პარტნიორები.
-რით განისაზღვრება თქვენთვის ქალის პატიოსნება?
-ზოგადად პატიოსნებას ბოლო პერიოდში ყველა ძალიან ინდივიდუალურად აღიქვამს. ვფიქრობ პატიოსანია ადამიანი, ვინც კარგადაა აღზრდილი. ჩემთვის წარმოუდგენელი და მიუღებელია, როცა გოგო ვინმესთან უსიყვარულოდაა.
მე ქალწულობით არ განვსაზღვრავ პატიოსნებას. შეიძლება გოგო არ იყოს ქალწული, მაგრამ ქალწულზე ბევრად უფრო პატიოსანი იყოს. ეს იმდენად მარტივი ჭეშმარიტებაა, მეცინება, ამაზე რომ ვსაუბრობ.
-რას ვერ აპატიებთ საყვარელ ქალს?
-ღალატს! ყველაზე ბანალური ფრაზაა და ნერვებს მიშლის. რას ვერ აპატიებ საყვარელ ადამიანს? ღალატს(იცინის)
ვფიქრობ, ჩემი საყვარელი ადამიანი ისე არასდროს მომექცევა, რომ რამე ვერ ვაპატიო. რაღაც დეტალები ყოველთვის არის, რასაც ვპატიობთ ერთმანეთს, სიყვარული და ურთიერთგაგებაც ხომ ეს არის?!
-შეგიძლიათ, ვინმეს იდეალური ქალი უწოდოთ თქვენი ნაცნობი მანდილოსნებიდან?
-მაქვს ამის ბედნიერება (იღიმის).
-რისი დათმობა შეგიძლია საყვარელი ქალისთვის?
-დროის (იცინის). ვფიქრობ, საყვარელი ადამიანი რამის დათმობას კი არ უნდა გთხოვდეს, პირიქით - მაქსიმალურად კომფორტს უნდა გიქმნიდეს.
-1 თვისება რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს იდეალურ ქალს?
-ინტელექტი, თუმცა მე არ ვგულისხსმობ წიგნებიდან შეძენილ ინტელექტს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ, იბადებიან ადამიანები რომლებსაც აქვთ საკუთარი ინტელექტი და შეგნება, აზროვნების უნარი. სწორედ ეს უნდა გააჩნდეს აუცილებლად იდეალურ ქალსაც და მამაკაცსაც.
-როგორ უნდა ექცეოდეს ღირსეული მამაკაცი იდეალურ ქალს?
-დონ კიხოტივით (იცინის). მართლაც, ერთ-ერთი უდიდესი ნაწარმოებია ''დონ კიხოტი'', მასში კარგადაა აღწერილი ურთიერთობა. შეიძლება ბევრისთვის სასაცილო იყოს, მაგრამ თითქმის ყველა ქალს მოსწონს ის, რასაც ძველებურ გადმონაშთს ეძახიან. ბუნებრივია, რომ ქალს ნამდვილ ჯენტლმენთან ურთიერთობა სიამოვნებს.
მარიამ კაკაურიძე