- ჩაიხედე სარკეში და მითხარი, რამდენი წლის ხარ?
- არც მეტი, არც - ნაკლები, გარეგნულად იმდენი წლის ვარ, რამდენისაც სინამდვილეში გახლავართ. ჩემს ასაკთან შედარებით, დიდი შეხედულება ნამდვილად არ მაქვს.
- რა გირჩევნია, მოითმინო წარუმატებლობა თუ არასოდეს გამოცადო ის?
- თუ ცხოვრება ხანმოკლეა, რატომ ვაიძულებთ თავს, ვაკეთოთ ის, რაც არ მოგვწონს?
- საკუთარი ცხოვრების ყოველი დღით ვტკბები. ვცდილობ, დღეები გავილამაზო... ყოველთვის ვაკეთებ იმას, რაც ჩემთვის გამოსადეგარი და მოსაწონია.
- რომ მოგეცეს შანსი, შენს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი დეტალი შეცვალო, რა იქნებოდა ეს?
- არაფერს შევცვლიდი. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო... საერთოდ, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. მიხარია თუ მწყინს, ყველაფერს ერთნაირად განვიცდი. ვისურვებდი, რომ არ ვიყო ასეთი ემოციური. შევეცდებოდი მაქსიმალურად ბედნიერი ვყოფილიყავი და ყოველი წამით დავმტკბარიყავი.
- წარმოიდგინე, რომ ბედნიერება გახდა მსოფლიოს ვალუტა. რა ტიპის სამსახური გაგხდიდა მდიდარს?
- რადგან ამ შემთხვევაში, ბედნიერება ვალუტაა, ჩემი პირადი ცხოვრება გამხდიდა მდიდარს.
- შენ აკეთებ იმას, რისიც გჯერა, თუ ცდილობ დაიჯერო იმის, რასაც აკეთებ?
- მე ყოველთვის ვაკეთებ იმას, რისიც მჯერა. თუმცა, არის რაღაცები, რისი გაკეთებაც ხანდახან არ გვინდა, მაგრამ სიტუაცია მოითხოვს...
- რამდენად აკონტროლებ ყველა იმ მოვლენას, რაც შენს ცხოვრებაში ხდება?
- რა თქმა უნდა, ჩემ გარშემო მომხდარ ყველა მოვლენას ვაკონტროლებ. რაც მნიშვნელოვანია, იმას მონდომებით ვადევნებ თვალს, უმნიშვნელოს კი ყურადღების მიღმა ვტოვებ.
- სასადილოდ ნაცნობებთან ერთად წახვედი. მოულოდნელად, შენი ახლო მეგობრის უსამართლოდ გაკრიტიკება დაიწყეს. როგორ მოიქცევი?
- აუცილებლად, ყველას "მოვაკეტინებ", ვინც ჩემს ახლობელს ცუდად შეეხება. საყვარელი ადამიანის ლანძღვის უფლებას არავის მივცემ.
- დაარღვევდი თუ არა კანონს საყვარელი ადამიანის გადასარჩენად?
- გააჩნია, თუ ეს საყვარელი ადამიანის სიცოცხლეს ეხება, ცხადია, კანონს დავარღვევ. მის გამო შეიძლება, თავიც კი გავწირო.
- რით განსხვავდები სხვა ადამიანებისგან?
- ალბათ, არაფრით... მეც ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. უბრალოდ, ყველას თავისი საქმე და ცხოვრება აქვს. ერთადერთი, სხვებისგან განსხვავებით, ცოტათი ცნობილი ვარ... ამას ქედმაღლობა არ მალაპარაკებს. იხილეთ სრულად გზა ამბები.ge- ზე