-რა იქცევს პირველ რიგში თქვენს ყურადღებას როდესაც ქალს ხედავთ?
-როგორც ყველა ნატურალი მამაკაცი, მეც პირველ რიგში ვიზუალურ მხარეს ვაქცევ ყურადღებას. თვალი ჭამს და თვალი სვამს. (იცინის)
-ვიზუალურად ქერა ქალბატონები უფრო მოგწონთ შავგვრემანი თუ ჟღალთმიანი?
-ასე ვერ ვიტყვი, ყველაფერს გააჩნია.
-ეთანხმებით იმ ფრაზას, რომ კაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის?
-რაღაც თვალსაზრისით კი, თუმცა არა მარტო კუჭზე გადის.
-ამბობენ, რომ ზოგიერთ მამაკაცს მასზე ძლიერი და ჭკვიანი ქალები აშინებს. თქვენ შემთხვევაში როგორაა? ჭკვიანი და ძლიერი ქალები გიზიდავთ, თუ პირიქით გაშინებთ?
-არა , პირიქით. განათლებული, ძლიერი, ჭკვიანი და პატიოსანი ქალები ძალიან მიზიდავს.
-რით განისაზღვრება თქვენთვის ქალის პატიოსნება?
-პატიოსნება ზოგადად არის ადამიანის შინაგანი კონსტიტუცია. პატიოსნება ქართული მენტალური გაგებით შეიძლება ითვლებოდეს, რომ ქალი ქალწული უნდა იყოს, ან მხოლოდ ერთ მამაკაცი ჰყავდეს და ასე შემდეგ. პატიოსნება ხომ საერთოდ სხვა რამეა? შესაძლებელია, სამჯერ გათხოვილი იყოს ქალი და იყოს ძალიან პატიოსანი.
-ემოციურ მიჯაჭვულობას განიცდით ქალთან?
-მანდილოსანი ზოგადად საინტერესო უნდა იყოს შინაგანადაც, მარტო კარგი გარეგნობა არარის ჩემთვის საკმარისი. პირველი ეფექტისთვის მნიშვნელოვანია ფიზიკური მხარე, რა თქმა უნდა, მაგრამ შემდეგი ეტაპისთვის ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ინტელექტს. საინტერესო ქალთან ურთიერთობის დროს კი ბუნებრივია, განვიცდი ემოციურ მიჯაჭვულობას.
-რას ვერ აპატიებთ საყვარელ ქალს?
-ალბათ იმას, რომ ერთ დღეს აღმოჩნდეს, რომ აღარაა საყვარელი ქალი ჩემთვის.
-შეგიძლიათ ვინმეს იდეალური ქალი უწოდოთ თქვენი ნაცნობი მანდილოსნებიდან?
-იდეალური არაფერი არ არსებობს, თვით ორი პარალელური ხაზიც კი არასდროს არ არის იდეალური, სივრცეში სადღაც აუცილებლად გადაკვეთენ ერთმანეთს. ამ შემთხვევაში იდეალური პირობითი მცნებაა და ჩემი ნაცნობი მანდილოსნებიდან იდეალური ნანუკა ხუსკივაძეს შემიძლია ვუწოდო, რადგან ის პიროვნებაა ყველაზე ახლოს ამ მცნებასთან.
-შენი ყოფილი პარტნიორებიდან რომელიმეს თუ გამოარჩევდი?
-თითოეული მათგანი გამორჩეული იყო, რადგან მათთან მქონდა ურთიერთობა.
-ბევრად უფროს ან უმცროს ქალთან გქონიათ რომანტიული ურთიერთობა?
-კი ყოფილა ასეთი შემთხვევაც.
-რამხელა იყო ასაკობრივი ინტერვალი?
-5-6 წელი.
-რისი დათმობა შეგიძლია საყვარელი/იდეალური ქალისთვის?
-ყველაზე ძვირფასის, სიცოცხლის დათმობაც კი შემიძლია, თუმცა დამსახურება სჭირდება...
-1 თვისება რომელიც აუცილებლად უნდა ქონდეს იდეალურ ქალს?
-მოთმინების უნარი.
-როგორ უნდა ექცეოდეს ღირსეული მამაკაცი იდეალურ ქალს? რით უნდა ანებივრებდეს და რაში უნდა ზღუდავდეს
-ზოგი თვლის, რომ თუ კაცი ურტყამს, ეს იმას ნიშნავს რომ უყვარს, ყველა განსხვავებულად აღიქვამს, მე ვგმობ ძალადობას. ჩემი აზრით უნდა ანებივრებდნენ ერთმანეთს. მომწონს ცივილიზებული მშვიდი ურთიერთობები, ეს ემოციურობას არ გამორიცხავს, რა თქმა უნდა. ადამიანებმა რაღაცის გაცემაც უნდა ისწავლონ, ყოველთვის სხვისგან ითხოვენ რაღაცას. ქალი და კაცი იმისთვის გაჩდნენ, რომ ერთად ჰარმონიულად იცხოვრონ.
-ფიგურაზე რას იტყვით? როგორია იდეალური წონა იდეალური ქალისთვის?
-არ მიფიქრია ამაზე, ალბათ ქალის ფორმა უნდა ჰქონდეს ქალს (იცინის). სპორტულ ფორმაში უნდა იყოს, მაგრამ არა მამაკაცივით დაკუნთული, ნაზი და დახვეწილი ქალები მომწონს.
-როგორ ფიქრობ, ქალად რომ დაბადებულიყავი შეძლებდი ყოფილიყავი ისეთი ქალი როგორსაც შენ იდეალურს უწოდებ? თუ არა, როგორი იქნებოდი?
-ვეცდებოდი ვყოფილიყავი და თუ ვეცდებოდი, გამომივიდოდა.
მარიამ კაკაურიძე