09 ოქტომბერი, 2013
ირაკლი ჩოლოყაშვილი მეორედ 15 წლით უმცროს რჩეულზე დაქორწინდა
გამსახურდიას მკვლელობა უფრო მტკივნეულია. მიუხედავად ამისა, კარგად ვახერხებ იმ ადამიანებთან ერთად ცხოვრებას, რომლებიც მაშინ სხვანაირად ფიქრობდნენ და მერე აზრი შეიცვალეს მსახიობ ირაკლი ჩოლოყაშვილის მეორე პროფესია დირიჟორობაა. წელს რამდენიმე საქველმოქმედო კონცერტს უდირიჟორა. მისი დირიჟორობით გაიმართა ზაქარია ფალიაშვილის მესამე ოპერის ''ლატავრას'' პრემიერა. მუსიკათმცოდნეებმაც კი არ იცოდნენ ბევრი რამ ''ლატავრას'' შესახებ. ფალიაშვილის სიცოცხლეში ეს ოპერა მხოლოდ ერთხელ დაიდგა და სამწუხაროდ, ''აბესალომ და ეთერისა'' და ''დაისის'' მერე დაიჩრდილა. ირაკლი სწორედ მუსიკის სიყვარულმა შეახვედრა მეორე მეუღლეს, სალომე ბუკიას.

- ირაკლი,
თქვენს შემოქმედებაში, როგორც ვიცი, ბოლო დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მონაწილეობთ ილია ჭავჭავაძეზე გადაღებულ ფილში. გვიამბეთ, რა როლი გაქვთ.

- ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა.
- რატომ? როგორც ვიცი, რეჟისორს ფილმში მონაწილე მსახიობებისთვის მსგავსი აკრძალვა არ დაუწესებია.
- არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა.
- გადაღებებიდან განაწყენებული წამოხვედით?
- არა, დამთავრდა გადაღებები და წამოვედი. ფილმის გადაღებები გრძელდება.
- როლი მძიმე და ალბათ თქვენთვის რთული სათამაშო იყო.
- ჩვენ, მსახიობებს, როლს ვინ გვეკითხება?! ფილმზე ვიმუშავე და წამოვედი. სულ ოთხი დღე ვიყავი გადაღებებზე. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის წინ ვცხოვრობ 41 წელია და არანაირი შუამავლები არ მჭირდება მასთან ურთიერთობაში (იცინის). ფილმში ჩემი როლი ძალიან უმნიშვნელოა.
- ფილმის დროს გადაღებული ფოტოები ვნახე. მგონი, ბერბიჭაშვილის გუნდის ერთ-ერთი წევრი ხართ და თქვენ კლავთ ილიას?
- არ ვიცი, საბოლოოდ რას დატოვებენ ფილმში. ვინ ისვრის, არ ჩანს, უბრალოდ, გასროლა ისმის.… ჩემთვის ეს გადაღებები საინტერესო არ ყოფილა.
- ფინანსურად არ იყო საინტერესო?
- არანაირად არ იყო საინტერესო.
- სხვა მსახიობებთან ამ თემაზე თუ ისაუბრეთ?
- ყველა ინდივიდუალურად წყვეტს, რა სიამოვნებს და რა - არა. სხვა მსახიობებს შეიძლება, ძალიან მოეწონათ გადაღებები. შეიძლება ითქვას, ხათრის გულისთვის დავთანხმდი პროექტში მონაწილეობაზე. არც დრო არ მქონდა და არც მოტივაცია.
- ცნობილია თქვენი სიყვარული ისტორიული პიროვნებების მიმართ. ვიცი, რომ დღემდე ზვიად გამსახურდიას მომხრეთა შორის ხართ. ილია ჭავჭავაძე თქვენთვის ასეთივე საყვარელი ისტორიული პერსონაჟია?
- ჩემთვის ზვიად გამსახურდიას მკვლელობა უფრო მეტად იყო მტკივნეული, რადგან ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა. ოცი წლის წინ მიმდინარე მოვლენების მონაწილე გახლდით და კარგად მახსოვს ჩემი მაშინდელი პოზიცია. მახსოვს სხვების პოზიციაც, ამიტომ გამსახურდიას მკვლელობა უფრო მტკივნეულია. მიუხედავად ამისა, კარგად ვახერხებ იმ ადამიანებთან ერთად ცხოვრებას, რომლებიც მაშინ სხვანაირად ფიქრობდნენ და მერე აზრი შეიცვალეს. ყოველ შემთხვევაში, მე აზრი არ შემიცვლია. არ შეიძლება, რომ ხელისუფლება იარაღით დაამხო. მაშინ ზვიად გამსახურდიას კი არა, ფაქტობრივად, საქართველოს დამოუკიდებლობას ესროლეს, ისევე როგორც ილიასთვის სროლით საქართველოს წინსვლას ესროლეს. შეიძლება ითქვას, ორივე ერთი ტყვიით არის განგმირული. დადგება დრო და ზვიადსაც წმინდანად შერაცხავენ. დღეს რომ საქართველო დამოუკიდებელია, ეს ზვიად გამსახურდიას დამსახურებაა. ჩვენი დამოუკიდებლობის იურიდიული საფუძველი მაშინ ჩატარებული რეფერენდუმია. ეს ვერ აიტანა ჩვენმა მტერმა, რუსეთმა. ახლა რომ ამბობენ, შარშან პირველად შეიცვალა არჩევნების გზით ხელისუფლებაო, ტყუილია. არჩევნები, რომლის ჩატარებაც კომუნისტებს ზვიად გამსახურდიამ აიძულა, მრავალპარტიული გახლდათ. გამსახურდია არჩევნების გზით მოვიდა ხელისუფლებაში. ახლა მორალი არ უნდა გვიკითხოს იმ ხალხმა, რომლებმაც არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ იარაღი აიღეს. ზვიადის ყველაზე დიდი მიღწევა ის იყო, რომ რეფერენდუმში საქართველოს მოსახლეობის თითქმის 100%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას და მათ შორის იყო აფხაზეთის და ოსეთის მოსახლეობა, ანუ ამით დააფიქსირეს, რომ საქართველოს შემადგენლობაში სურთ ცხოვრება. ეს ერთადერთი იურიდიული საფუძველია, როცა შეგვიძლია, აფხაზეთსა და ოსეთზე ისე ვისაუბროთ, როგორც საკუთარ ტერიტორიაზე. ასე რომ, ვინმეს გამსახურდია მოსწონს თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ ეს ერთადერთი, საერთაშორისო სამართლის ნორმებში მოქცეული იურიდიული დოკუმენტი გვიმაგრებს ზურგს.
- ''ფეისბუქზე'' ისეთ სტატუსებს აქვეყნებთ, სადაც აშკარად იგრძნობა, რომ დღევანდელი ხელისუფლების მიმართ დადებითად არ ხარ განწყობილი.
- შეიძლება, ხელისუფლება არ მოგწონდეს, მაგრამ შენს სიძულვილს არ უნდა გადააყოლო ქვეყანა. არ მოგწონდა ვიღაც, კრიმინალი იყო? კი ბატონო, გაასამართლე, მაგრამ არ მინდა, ქვეყნის კურსი შეიცვალოს რუსეთისკენ. სამწუხაროდ, რუსეთისკენ სვლას ვხედავ, რისიც მეშინოდა. თორემ გამსახურდიას მერე, მით უფრო მის მერე მოსული ხელისუფლება, ჩემთვის მაგალითი ვერ იქნებოდა. ამ პალიტრაში შედარებით სიმპათიით სააკაშვილის მიმართ ვიყავი განწყობილი. მისი კურსი დამოუკიდებლობისა და ნატოსკენ ცალსახა იყო. დღეს ამასთან დაკავშირებით მხოლოდ სიტყვებს ვისმენ, პიროვნებებთან მე არანაირი კავშირი არ მაქვს. ჩემთვის ყველაზე ღირსეული პრეზიდენტი გამსახურდია იყო და მისი მსგავსი ეროვნული ძალა არ მინახავს, თუმცა, რასაკვირველია, სააკაშვილის მოსვლა ჩემთვის იყო გამონათება. მივიჩნევ, რომ მისი კურსი გასაგრძელებელია. შეცდომების დაშვების დრო არ იყო და ვფიქრობ, რომ ახლა უკვე შეცდომებს ვუშვებთ. ჩვენ თუ რამე არ მოგვწონდა, ის კონკრეტული უნდა გამოგვესწორებინა და მთლიანად ქვეყნის ბედი არ უნდა შეგვეტრიალებინა. როდესაც ამბობენ, რომ შესაძლოა, საქართველო ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდეს, ნატო და ევროპა დაფიქრდება, რატომ დაგიჭირონ მხარი, თუ შენ სხვაგან აპირებ წასვლას. ჩემ გარშემო ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც ამბობს, ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო. თხუთმეტი წლის ბავშვი ხომ არ მიდის საარჩევნო ყუთთან. როდესაც ხმას აძლევ არჩევნებზე კონკრეტულ ძალას ან ''პოლიტიკოსს'' , ერთ წელი მაინც უნდა გაქაჩო და არ ინანო... ახლა მათ ეტყობათ, რომ ''ჩაქრნენ'' . როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს. მე იმასაც კი ვნანობ, რომ ორი წელი ივანიშვილის დახმარებას ვიღებდი.
- რატომ ნანობთ?
- ახლა კი ვთქვი უარი, მაგრამ გვიანია.
- როდის თქვით მის დაფინანსებაზე უარი?
- როცა განაცხადა, პოლიტიკაში მივდივარო.
- რა თანხაზე თქვით უარი?
- ყოველთვიურად ორას დოლარს ვიღებდით. სანამ მეცენატი იყო, მისგან თანხას მადლიერებით ვიღებდი.
- ახლა მგონი, სხვა მსახიობებსაც შეუწყდათ დახმარება.
- თუ არ ვცდები, ხუთი ადამიანის გარდა ყველა მსახიობი იღებს დახმარებას მარჯანიშვილის თეატრში.
- ხუთივემ საკუთარი ნებით თქვით უარი?
- დიახ. მათი ვინაობის გამჟღავნებისგან თავს შევიკავებ.… ბიძინა ივანიშვილისგან ფული რომ ამეღო, მაშინ მასზე ჩემს მოსაზრებას ვეღარ გამოვთქვამდი, ამის მორალური უფლება არ მექნებოდა…, ამიტომ უარი ვთქვი მის ''დახმარებაზე'' . რაც ავიღე, იმასაც ვნანობ და სიამოვნებით დავუბრუნებ, რომ ამ ტვირთისგან გავთავისუფლდე.
- ალბათ, სასურველი არ არის, პოლიტიკაში მყოფი ადამიანი ამ სახით ეხმარებოდეს ადამიანებს.
- გუშინ რომ 200-200 დოლარს მაძლევდი, ხომ კარგი იყო. მეც მადლიერების ნიშნად ვალდებული ვარ, ხმა მოგცე და თან ჩუმად ვიყო. მაგრამ მეორე გამოსავალიც მაქვს. მოდი, აღარ ავიღებ შენს ფულს და მინდა, მოგცემ ხმას, მინდა - არა. ეს რუსების აპრობირებული მეთოდია. რუსეთიდან ჩამოდის ადამიანი, მეცენატი ხდება და ხელოვანებს ეხმარება. არავის პროფესიას შეურაცხყოფას არ ვაყენებ. მსახიობი ხომ სახალხო პროფესიაა, მათ სიტყვას დიდი ძალა აქვს საზოგადოებაში. მაგალითად, ''ჩემი ცოლის დაქალებში'' რომ ვთამაშობ, ვერ ხვდებიან, რომ სერიალში სხვა ტიპაჟს ვთამაშობ და მე ისეთი არ ვარ, როგორიც ჩემი გმირია. ''ფეისბუქზე'' გამლანძღეს, როგორ არ გრცხვენია, ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ოჯახი არ დაანგრიოო. ამიტომ რუსეთს როდესაც უნდა, თავისი გავლენა მოახდინოს ხალხზე, ყოველთვის ცდილობს, ისეთი ხალხის ნდობა მოიპოვოს, ვის სიტყვასაც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე გავლენა აქვს. ეს ჩვეულებრივი ''მარკეტინგულ-კაგებეშნიკური'' გათვლაა. შეიძლება, მეცენატი სხვისი ქვეყნის ინტერესებს არ ასრულებს, მაგრამ ვთქვათ და ასრულებს, ფულის გამო როგორ მივცე ხმა? ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე, მაგრამ ფულის გამო თუ ხმას მივცემ, მაშინ გამოდის, რომ სამშობლო გავყიდე. თუ ვეთანხმები ყოფილ მეცენატს, კი ბატონო, მაშინ გადავხვევ ხელს და მხარდამხარ ვივლით. დღეს საქართველო ისეთივე სიტუაციაში აღმოჩნდა, როგორშიც გასაბჭოების პირველ პერიოდში.… სამწუხაროდ, მაშინაც და ახლაც ჩოლოყაშვილები უმცირესობაში აღმოვჩნდით. თუმცა დაღმართს ყოველთვის აღმართი მოსდევს….
- ''ჩემი ცოლის დაქალები'' ახსენეთ, მაყურებელს გაუკრიტიკებიხართ, ნუ ანგრევ ოჯახსო. გამოჩნდებით კიდევ ამ სერიალში?
- არ ვიცი, ამ სერიალში ყველაფერი სპონტანურად ხდება. სცენარი წინა დღეს იწერება. თუ დამიძახებენ, მათთან ერთად სიამოვნებით ვიმუშავებდი, განსხვავებით ილია ჭავჭავაძეზე ფილმისგან.
- როგორც ჩანს, გადამღებმა ჯგუფმა ძალიან გაწყენინათ.
- არაფერი უწყენინებიათ. უბრალოდ, ჩემთვის გადაღებებზე მუშაობა უინტერესო იყო.
- როგორც ვიცი, თქვენს პირად ცხოვრებაში სიახლეა და ამ თემას გვერდს ვერ ავუვლით.
- ნამდვილად არის სიახლე. მყავს მეუღლე - სალომე ბუკია.
Rating
- დიდი ხანია, ოფიციალურად დაოჯახდით?
- გასულ ზაფხულს დავქორწინდით.
- გაგვაცანით სალომე.
- პროფესიით მუსიკოსია, უფრო კონკრეტულად - მევიოლინეა. კიდევ ის შემიძლია გითხრათ, რომ ხუჭუჭაა.
- როდის გაიცანით?
- დაახლოებით 10 წლის წინ გავიცანი. მაშინ სკოლის მოსწავლე იყო და ურთიერთობა არ გაგვიგრძელებია. ბორჯომში ვიყავით ლიანა ისაკაძის ფესტივალზე. თბილისში ერთად წამოვედით და ამით ყველაფერი დამთავრდა.
- რამდენი წლით არის თქვენზე პატარა?
- თხუთმეტით, მაგრამ გაცნობის შემდეგ, წლების განმავლობაში, სულ ორჯერ მყავდა ნანახი.
- მაგრამ, როგორც ჩანს, თავი დაგამახსოვრათ...
- შეიძლება ითქვას, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა. არ მინდა, რუსულად ვთქვა, ხომ ამბობენ, რაღაცაში რომ გაგიმართლოს, საჭირო ადგილას უნდა აღმოჩნდეო.
- ე.ი. სალომეს გაუმართლა, თქვენ რომ შეგხვდათ წლების მერე.
- ვფიქრობ, მე უფრო გამიმართლა. განქორწინების შემდეგ პირდაპირ მეორედ დაოჯახებაზე აღარ ფიქრობ. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მეგობრები დიდად თავს არ იკლავენ მეორე ოჯახის შექმნით. თუ შვილი ჰყავთ, მით უმეტეს. ვისაც ვუთხარი, ცოლს ვირთავ-მეთქი, მითხრეს, მეორედ ასეთ რამეს როგორ აკეთებო. ვფიქრობ, ოჯახური გარემო მიყვარს. კონსერვატორი ვარ და მიყვარს, კარგი გაგებით, ჩარჩოში ყოფნა. სალომეს გასული წლის დეკემბრის ბოლოს შევხვდი. ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში უკრავს, სადაც მე ხშირად დავდივარ ხოლმე. ასაკობრივ სხვაობას ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი საერთო მეგობარი გვყავს. და არც ისე დიდია სხვაობა. იანვარში სალომეს სიმფონიურ ორკესტრთან სოლოკონცერტი ჰქონდა. ძალიან მინდოდა, რომ დავსწრებოდი, მაგრამ სტრასბურგში გასტროლი გვქონდა. სალომემ რეპეტიციაზე ტელეფონში ''სკაიპი'' ჩართო და დარბაზში დადო. ყურსასმენით ვუსმენდი, როგორ გადიოდნენ რეპეტიციას. ამ დროს კი ქუჩებში ისეთი სახით დავდიოდი, თითქოს სტრასბურგს ვათვალიერებდი. სინამდვილეში მთელი ყურადღება ჯანსუღ კახიძის დარბაზისკენ მქონდა გადატანილი.
- და მერე ყველაფერი ოჯახის შექმნით დამთავრდა...
- უფრო სწორად, დაიწყო. მე თუ მკითხავთ, ასეთ შემთხევაში უნდა თქვა, რომ ოჯახური ცხოვრება დაიწყო.
- საქორწინო მოგზაურობაში იყავით?
- საქართველოში მოვინახულეთ რამდენიმე ადგილი. ვიყავით რაჭაშიც, რომელიც მანამდე პირადად მე ნანახი არ მქონდა.
- ყოფილ მეუღლესთან, ნინო იოსელიანთან, მხოლოდ ბავშვის გამო ურთიერთობთ თუ მეგობრობას ახერხებთ?
- კანონმა მოგვაქცია ჩარჩოში და კანონზომიერ ურთიერთობებს ვახერხებთ. ვცდილობთ, დავიცვათ ბავშვის ნახვის წესები.
- ბევრს გაუკვირდა თქვენი და ნინოს დაშორება.
- ალბათ დაშორება საუკეთესო გამოსავალი იყო.
- სალომეს ჰყავდა მეუღლე?
- არა, არ ჰყოლია.
- როგორია შეყვარებული ირაკლი ჩოლოყაშვილი? სალომემ როგორ შეგცვალათ?
- შეყვარებული ირაკლი არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. არ ვიცი, გარეგნულად როგორ მეტყობა, მაგრამ შინაგანად მშვიდად ვარ.
- ქორწილი გქონდათ?
- ჯერ ვერ მივედით ქორწინებამდე. ნინოსთან ჯვარი მაქვს დაწერილი და ჯვარი რომ ავიყარო, ამაზე ჩემი ყოფილი მეუღლის თანხმობა დამჭირდება. ღმერთის წყალობით, ალბათ, უკვე მალე დავიწერთ ჯვარს მე და სალომე.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 26 /
მარიკა
კარგია,რომ ბიძინას, ბინძური გზით ნაშოვნი, პული უკან მიაყარა.რაც შეეხება ზვიად გამსახურდიასადმი მის სიმპატიებს აბსოლუტურად ვეთანხმები.ეს, მის სულის სისუფთავეზე მეტყველებს.ჯერ შენი სამშობლო უნდა გიყვარდეს და მერე ყველა სხვა დანარჩენი.
01:34 / 15-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ანიას-გაგრძელება.
შენ ასევე გიკვირს როგორ უნდა მოსწონდეს ამ ადამიანს გამსახურდია და სააკაშვილი ერთდროულად. თუ გულდასმით წაიკითხვდი და იმდენი გონება მაინც გაქვს რომ წაკითხული გაანალიზო, უნდა გაგერკვია რა სახის მოწონებაზე იყო საუბარი. გამსახურდიას მიმართ ირაკლის სიმპათიებზე არ შევჩერდები, აი სააკაშვილი კი იმიტომ მოსწონდა ადამიანს, რომ სწორედ ისე იქცეოდა რუსეთთან მიმართებაში, როგორც მოიქცეოდა ზვიადი და არასოდეს დაუხრიდა თავს საქართველოსთვის ამდენი უბედურების მომტან რუსულ ,,დერჟავას'' მაგრამ როგორც ვხედავ თქვენთვის საქართველო მხოლოდ უბრალოდ დაბადების ადგილს ნიშნავს და არა სამშობლოს. გავაგრძელო კიდევ? კი გავაგრძელებდი, მაგრამ აზრი არ აქვს, გამგები მაინც არ ხარ, არც შენ და არც ბევრი აქ დამპოსტველი რუსის ჩექმის მონა ადამიანები. ისიც ვიცი არც ამ ნაწერს არავინ წაიკითხავს, ან თუ წაიკითხავს დორბლმოდენილი ლანძღვა-გინებას დამიწყებს. ილანძღეთ, მოიოხეთ გულები, ამოყარეთ ბოღმა, თორემ გასიება იცის და იქნებ გაგხეთქოთ კიდეც მაგ შურმა და ბოღმამ. ხო, ისე, მე ნინო მქვია თუ ვინმეს დააინტერესებს.
11:58 / 12-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ანიას
შენ ეტყობა სკოლაში მათემატიკის მასწავლებელი მოგიკვდა და იმიტომ არ იცი 41-15=26 და 20 და კიდევ უფრო ნაკლებ ციფრს. ეს ერთი. ახლა მეორე. სად დაინახე პედოფილია? შენ ეგეც არ იცი რა არის, პედოფილი ნიშნავს არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის მოყვარულს და 26 წლის ქალი ვერაფრით იქნება არასრულწლოვანი. საქართველოში სრულწლოვანების ასაკი 18 წლით განისაზღვრება, ბევრ ქვეყანაში კი, მაგალითად ამერიკაში 21, მაგრამ 26 წლის არასრულწლოვანი არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. ისე კი, ნინო ჭავჭავაძე არ დაგავიწყდეთ, 20 წელზე მეტით იყო უმცროსი გრიბოედოვზე. ეხლა კი მესამეს რაც შეეხება. ადამიანი ამბობს, ვიღებდი 200 $ ოდენობის თანხას, მაშინ როდესაც ბიძინა მეცენატად ითვლებოდა და ეხმარებოდა ხელოვან ხალხს, მაგრამ დახმარებაზე უარი განაცხადა როცა გაიგო ბიძინას სურვილი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ. ანუ ირაკლი ჭკვიანი კაცია და მიხვდა სინამდვილეში რა სარჩული ედო ბიძინას ,,მეცენატობას''. ეს იყო მოსყიდვის მცდელობა და მათი დავალდებულება მხოლოდ და მხოლოდ.
11:47 / 12-10-2013
გამოხმაურება / 0 /
თამაზ
ერთადერთმა ადამიანმა გაბედა მართალი სიტყვის თქმა და იმწამსვე დაესივნენ ტურები,ყვავ-ყორნები..არაფრისმქმენი მედროვეები,ამ ბოღმიან კომენტარებში კარგად ჩანს საქართველოს დღენდელი ტრაგედიის მიზეზები.......არ გიცნობ ირაკლი. მაგრამ გაუძელ ამ ბოღმიან ცინიკოსთა ღავღავს,,ამ ბრმებს დრო წალეკავს..ვაი შენ საქართველო ციციების.იროჩკების.ნიტანების,ანიბის ხელში
20:51 / 11-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ანზორი
საცოდავი და უმადური ადამიანი ყოფილხარ, ვაი შენს პატრონს,კიდევ კარგად გაუძლია შენთვის პირველ ცოლს!!
13:37 / 11-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიტას ვეტანხმები!
სანამ შიმშლიტ სული სზვრებოდა ბიძიანს კაპიკებზე უარი არ უქტვამს და ახლა სული მოითქვმა ეტყობა და არარ უნდა! სულიტ გამყიდევლეი ქვია ასეტ კაცს! ბიძიანც კარგი ხიხოა მარტლა! გადაღძუებულ ინწელიგენიას რომ ეხმარება ტან ახლაცო! ამ დროს იმდენი ბავშვი ცხვორობს სარდაფში და შიმშილიტ კვდება! ანდა მრავალშვილიენებს დახმარებოდა საჩხერის დახმარებას , არც ესაა ეროვნული ნუ გეში! ტორემ იმდენი გონი ტუ აქვს მილიარდები იშოვა ის ვერარ გაუგია ვის უნდა დაეხმაროს?! ხოდა მაგანაც დაახვიოს! მისა კი სარწტოდ გადასენდეს ტავის ხროვიტ სამუდამო გატორღა მაგატ!
12:30 / 11-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლილიას და მიშისტებს
ლილია გენცვა, ამა მიშისტებს რა გაგაბოროტებტ კარგს სავმდიტ და ჭამდიტ, საზვარგარეტ გულოაბდიტ და არაფერს იკლებდიტ და გამწარებულ ადამიანებს ადრიტ ტავს? ბრიყვებიც ხარტ სხვა სიბოროტესტან ერტად
12:24 / 11-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ანია
კი მაგრმა საქარტველოში როგორ მომრავლდა დაკანონებული პედოფილია, ფუი! 15 წლიტ უმცროსი გოგო რარააა, ალ ალბატ 20 წლისაც არ იქნება? ეს კაცი მარტლა ვერ უნდა იყოს! გამსახურდია მომწონსო და თან მისა მოწონს! ამას ალბატ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს როგორ შეიძლება ეს 2 პირივნება მოგეწონოს! ერტი ეროვნული და მეორე საქარტველოს მტრული ! ლევან ღვინჯილია მარტლა რა მაგრა გავს ილიას
12:21 / 11-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანო
გზააბნეული კაცია, ზვიადის მისტირის, არადა იმან დაღუპა აწყობილი ქვეყანა, ყველა გახდა დამოუკიდებელი და საქართველო დაინგრა მარტო...ამასთან უმადურიც ყოფილა...მაინც წარმატებები ირაკლი...პირველი მეუღლე არ შეეფერებოდა, მსუქანი იყო და უფროსიც ჩანდა, მეორე აშკარად უფრო სჯობია...
01:55 / 11-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიტა
უმადურო, როცა იღებდი ბიძინას ფულს, ხომ კარგი იყო? ხოდა დეგენერატი კიკაბიძისა არ იყოს, დაიანგარიშეთ რამდენი გაქვთ აღებული და კაჩიგარიაში 3 მცირეწლოვანი რომ ცხოვრობს, იმათ მიეცით, ბინა უყიდეთ. ფუ, არაკაცებო!
00:27 / 11-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS