- ნინო, როგორი ბავშვი იყავით?
- სპორტული. ყველაზე ხშირად წრეში ბურთს და რეზინობანას ვთამაშობდი. ჯიუტი და თავხედი არ ვყოფილვარ, მაგრამ
- ვიოლინოს თავი რატომ დაანებეთ?
- ჩემმა პედაგოგმა აღმოაჩინა, რომ კარგი ვოკალური მონაცემები მქონდა, მირჩია იმღერეო.
- სკოლის პერიოდი როგორ გახსენდებათ?
- ქუთაისში იმ დროს ტრანსპორტი არ იყო. ზამთარში სკოლაში დასველებული ფეხებით მივდიოდი. მუსიკალური სკოლა იყო და ჰუმანიტარული და ტექნიკური საგნების შემდეგ მუსიკის გაკვეთილებს გვიტარებდნენ. მასწავლებლების ფავორიტი ვიყავი, ამიტომ, როცა ცოტა ვზარმაცობდი, ფონს ადვილად გავდიოდი. განსაკუთრებულად დამამახსოვრდა სკოლის სილამაზის კონკურსი, რომელშიც გავიმარჯვე. ჩემთან ერთად კიდევ ერთი ძალიან ლამაზი გოგონა დააჯილდოეს, რომელიც, სამწუხაროდ, უკვე ცოცხალი აღარ არის.
- გარდატეხის ასაკში ხასიათი დაგიმძიმდათ?
- ოჯახის წევრებთან უთანხმოება არ მომდიოდა. დედამ ხელი ერთადერთხელ დამარტყა, როცა სიგარეტის მოწევისას შემომისწრო. მოულოდნელად შინ დაბრუნდა, კარტოფილის შეწვას ვაპირებდი, დაჭრილი მქონდა და თამბაქოს სუნის გასაქრობად უმად შევჭამე. დედა მაინც მიხვდა. მაშინ 17 წლის ვიყავი.
- ძმასთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?
- ძმა ჩემი მესაიდუმლე იყო. მე და ჩემი ძმა ბრიუს ლის ფილმებს ვუყურებდით და გვსურდა, ბრძოლა მასავით გვცოდნოდა. წვრილი ფეხები მქონდა, სულ ფეხებში მირტყამდნენ. ასე რომ, მივხვდი, კარატესთვის თავი უნდა დამენებებინა. იხილეთ სრულად