საზოგადოებაში პირველად ცნობილი მუსიკალური პროექტის საშუალებით გამოჩნდით. შემდეგ სამოდელო სფეროშიც უფრო აქტიურად ჩაებით და ბოლოს ტელევიზიაში აღმოჩნდით. სამი
მანიკა ასათიანი: "მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში სიმღერას სერიოზულად ვეკიდებოდი, დღეს ეს ჩემი ჰობია. მიმაჩნია, რომ დღეს უფრო სერიოზული და კარგი პროფესია მაქვს არჩეული. მოდელობა კამერებთან და ფოტოობიექტივთან ურთიერთობას გულისხმობს. ეს ყველაფერი ისევ და ისევ ტელევიზიას უკავშირდება. ამას ემატება ხალხთან ურთიერთობა და ესეც ძალიან საინტერესოა ჩემთვის. ყოველთვის მხიარული და კომუნიკაბელური ვარ, შესაბამისად, ეს თვისებები ჩემს პროფესიაში ძალიან მეხმარება".
რამდენად შეიძლება ქალისთვის გარეგნობა იყოს პლუსი ან მინუსი?
რა თქმა უნდა, ჩემს პროფესიაში გარეგნობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ შემთხვევაში ჩემთვის გარეგნობა პლუსი იყო, თუმცა, რომ არა სხვა თვისებები, მხოლოდ გარეგნობით ვერაფერს იზამ. როდესაც გარეგნობის, ნიჭის, შრომის და სხვა თვისებების კომბინირება ხდება, სასურველ შედეგსაც აღწევ. იხილეთ სრულად