08 სექტემბერი, 2016
არსებობს ბედნიერი წუთები, როდესაც გვინდება, რომ დრო სამუდამოდ გაჩერდეს... (ინტერვიუ ზურაბ მჭედლიშვილთან)
ზურაბ მჭედლიშვილი: არსებობს ბედნიერი წუთები, როდესაც გვინდება, რომ დრო სამუდამოდ გაჩერდეს...

ზურაბ მჭედლიშვილს საქართველოში არა მხოლოდ დიპლომატიურ წრეებში იცნობენ, არამედ თით­ქმის ყველა გლამურული წვეულების განსაკუთრებული სტუმარია, თბილისში ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან მამაკაცად მიიჩნევენ, პრესა კი მისი ცხოვრებით ხშირად ინტერესდება. დახვეწილი, გემოვნებიანი და ერუდირებული დიპლომატი ამ ეტაპზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროტოკოლის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებს.

- როდის აირჩიეთ პროფესია და რა გარემოებებმა განაპირობა თქვენი არჩევანი?
- ვფიქრობ, ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება - ცხოვრებისეული პრიორიტეტი განათლება და განვითარება ყოფილიყო,
პირველ რიგში, ოჯახური ტრადიციების დამსახურებაა. ჩემს ოჯახში პატივს სცემდნენ განათლებას და ჩვენც ასე აგვღზარდეს. პატარაობიდანვე მომწონდა მხატვრული ლიტერატურის კითხვა, მაინტერესებდა მსოფლიო ხალხთა ისტორია. სწორედ ამ გარემოებებმა მომცა ორიენტირი, პროფესიის არჩევანზე მკაფიოდ ჩამოვყალიბებულიყავი, რაც შემდგომ დამეხმარა, განათლება საერთაშორისო ურთიერთობების განხრით, მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებსა და უმაღლეს დიპლომატიურ აკადემიებში მიმეღო.

ვთვლი, რომ არჩევანში არ შევმცდარვარ, ვინაიდან ჩემი პროფესია ძალიან საინტერესოა. მუშაობის პერიოდში დიდი გამოცდილება მივიღე, საინტერესო ადამიანებს შევხვდი, ბევრი მეგობარი შევიძინე, აკრედიტაციის ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების შესახებ მეტი გავიგე. ბედნიერებაა, როდესაც შეგიძლია, შენი ქვეყანა უცხოეთში წარადგინო და ამით იამაყო.

- უმეტესად თქვენივე პროფესიის ადამიანებთან გიწევთ მეგობრობა?
- რა თქმა უნდა. მუშაობის პერიოდში ჩემივე პროფესიის ადამიანებთან ბევრ დროს ვატარებ. თუმცა ჩემთვის მეგობრობა აუცილებლად პროფესიას არ უკავშირდება. მეგობარი ის ადამიანია, ვინც გიცნობს, უყვარხარ და შენს თვალებში ყველაფერს ხედავს. ვცდილობ, მეგობრად ისეთი პიროვნება მყავდეს, ვინც თავს კომფორტულად და კარგად მაგრძნობინებს და მეც, ანალოგიურად, მსგავსი ემოცია უნდა გავცე; მივიღო ან მიმიღოს ისეთი, როგორიც ვარ - ჩემი სიხარულით ან პრობლემებით. ჰაბარდის გამონათქვამი მიყვარს: `მეგობარი ის ადამიანია, ვინც შენ შესახებ ყველაფერი იცის და მაინც უყვარხარ~. თუკი არ შეიცვლები, მართალი ხალხი ისეთს შეგიყვარებს, როგორიც ხარ. ამიტომ, ჩემს სამეგობროში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან, რომლებსაც უანგაროდ ვუყვარვარ და ბედნიერს მხდიან. იხილეთ სრულად

Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ჯანეტ ქერდიყოშვილი მოუხდებოდაა:)
16:36 / 08-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS