"ამბები.გე" მსახიობ ია ფარულავას სწორედ ჯანსაღი ცხოვრების სტილზე ესაუბრა.
- რა არის საჭირო იმისთვის, რომ თანამედროვე ქალბატონს ჯანმრთელი ცხოვრების წესი ჰქონდეს?
- კარგია, რომ თანამედროვე ქალი ახსენე. ყველა
თანამედროვე ადამიანმა ქალაქში ჯანმრთელი ცხოვრების სტილის შესაქმნელად, 4 რამ უნდა გაითვალისწინოს: 1. ყოველდღიური (30-წუთიანი) ვარჯიში, რომ ორგანიზმი ტონუსში იყოს; 2. სწორად იკვებოს; 3. სტრესი მოიხსნას (ეს ვარჯიშითაც ხდება); 4. მიიღოს ბევრი წყალი; ეს ჩემი ფორმულა არა არის, დიდი ხანია, ცნობილი ფაქტია.
- მუდმივი დიეტა არის თუ არა ჯანსაღი ცხოვრებისთვის და კილოგრამებთან ბრძოლის აუცილებელი პირობა?
- მუდმივი დიეტის დაცვის მოწინააღმდეგე ვარ. არადა, ზოგიერთი ქალბატონი ვიცი, სულ დიეტაზე რომ არიან, წონაში სწრაფად იკლებენ და მალე კილოგრამებს ისევ ინაზღაურებენ. ამიტომ მიმაჩნია, რომ დიეტა არ არის კარგი. თუმცა ცოტა ხნის წინ რაღაც დიეტა მეც დავიცავი, რითაც ძალიან დავსტრესე ჩემი ორგანიზმი.
ადამინმა სასურველია, ყველაფერი მიიღოს, ოღონდ, ეს ულუფების შემცირების ხარჯზე უნდა მოხდეს (ვთქვათ, ჩაის ფინჯანი რომ იყოს საზომი) ოღონდ, ხშირ-ხშირად და დღეში სამი-ოთხჯერ უნდა იკვებოს. ვიღაცეებს ვიცნობ, რომლებიც ამბობენ, ძალიან ცოტას ვჭამ, მაგრამ ერთხელაც ისეთ კალორიულ კერძს მიიღებენ, რომ წონას მაშინვე იკრებენ...
ქალს ასაკი რომ ემატება, რაც უფრო ხშირ-ხშირად და ცოტ-ცოტას ჭამს, მეტაბოლური სისტემა უფრო ტონუსში მოჰყავს. ზოგადად კი, ქართული სამზარეულო ისეთი მდიდარი და კალორიულია პროდუქტებით, რომ ნაღვლის ბუშტსა და ბევრ ორგანოს აღიზიანებს. გვაქვს ხაჭაპური, რომელიც მართალია, ჩვენი ეროვნული კერძია და ძალიან მიყვარს, მაგრამ ყოველდღე მისი ჭამა არ არის გამართლებული. ამის საპირისპიროდ, არსებობს საშუალება, ვიკვებოთ ხარისხიანი ბოსტნეულით. მაგალითად, ხორცი ადამიანმა თვეში ერთხელ უნდა მიიღოს (ამას მეცნიერები ამბობენ), თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ თუ ხორცი არ არის მის რაციონში, იმას კვებას არ უწოდებს. არადა, გვაქვს ლობიო, ბოსტნეული, მწვანილი და ამ ყველაფრის იოლად ჩანაცვლება შეიძლება. იხილეთ სრულად