31 აგვისტო, 2016
რას საყვედურობს მაკა ზამბახიძეს შვილი - „ფილოსოფოსას ვეძახი“
მომღერალ მაკა ზამბახიძის ერთადერთი ქალიშვილი, სალომე ჩიტაძე, 15 წლის არის, მაგრამ მასთან ურთიერთობაში ამას ვერ იგრძნობთ. მისი ასაკისთვის იშვიათი ფიქრიანობა და ღრმა აზროვნება ახასიათებს. სალომე წერს მუსიკას, ლექსებს, კარგად ხატავს და ამავე დროს ოცნებობს ვეტექიმობაზე. მისი მიზანია საქართველოში ადამიანებს ცხოველები შეაყვაროს. უფლის სიტყვა "გიყვარდეთ ადამიანები" მხოლო ცხოველებმა გაიგესო, გვითხრა გოგონამ ინტერვიუში, როდესაც დედა-შვილი ერთად ჩავწერეთ.

- გინდა ცხოვრება მუსიკას დაუკავშიროს?
მაკა: არ აქვს მნიშვნელობა. სალომემ ახლახან პირველად დახატა ზეთში და, მიუხედავად იმისა, რომ ხატვაზე ერთი
დღეც არ უვლია, არაჩვეულებრივი გამოვიდა. ხატვის ნიჭი გენებში მაქვს, მაგრამ გენმა ჩემზე დაისვენა. სალომემ ხატვა კალმით დაიწყო. როდესაც ვკითხე, ფანქრით რატომ არ ხატავ-მეთქი, მიპასუხა, არ მინდა, შეცდომის უფლება მქონდესო. სახტად დავრჩი.

- სალომე, სცენაზე დადგომა იქნებ იმიტომ არ გინდათ, რომ გეშინიათ, ვაითუ, მაკა ზამბახიძის ჩრდილიდან ვერ გამოხვიდეთ?
სალომე: არასოდეს მეშინოდა, რომ ხალხი მაკა ზამბახიძის შვილად გამიცნობდა. დედა იმდენად კარგი ადამიანია, მისგან თუ გამიცნობენ, ესეც გამიხარდება და ჩემთვის საამაყო იქნება.

- სალომე: - ალბათ - ფიქრებით. მე ცხოვრებისადმი სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს, დედას - სხვანაირი.

- ვეტექიმობამ რატომ დაგაინტერესათ?
- სალომე: ბავშვობიდან მიყვარს ცხოველები:

მაკა: ცოფის საწინააღმდეგო იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული და ცხოველს როგორი დაავადებაც უნდა ჰქონდეს, მასთან ურთიერთობის დროს არაფერი მემართება. საქართველოში ცხოველები სითბოს არიან მოკლებული. მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო, რომ ხალხმა ცხოველებს მეტი პატივი სცეს. ვფიქრობ, იმსახურებენ, რადგან უფლის სიტყვა - "გიყვარდეთ ადამიანები", მხოლოდ ცხოველებმა გაიგეს.

მაკა: სალომეს ფილოსოფოსას ვეძახი. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS