რუსთაველის თეატრის მსახიობი მანანა აბრამიშვილი "რუსთავი 2"-დან კუთვნილი ჰონორარის აღებას 6 თვეა უშედეგოდ ელოდება. მსახიობი "რუსთავი 2"-თან წლების მანძილზე არაერთ პროექტთან დაკავშირებით თანამშრომლობს. "ამბები.გე" მანანა აბრამიშვილს დაუკავშირდა:
- მეუბნებიან ფული არ არისო და უკვე 6 თვეა ვერ ვიღებ კუთვნილ ჰონორარს.
- თქვენ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან, მოწვეული მსახიობის სტატუსით სხვადასხვა პროექტთან დაკავშირებით თანამშრომლობთ, რომელი პროექტიდან ვერ იღებთ კუთვნილ ჰონორარს?
- "დილა მშვიდობისა საქართველო" და "კომედი არხი" არ მირიცხავს თანხას. წლებია ვთანამშრომლობ მათთან და სულ ასე
ტანჯვით რიცხავენ ფულს, მაგრამ ისე თუ გავიდოდნენ შვებულებაში, რომ 6 თვის დაგროვებულ ჰონორარს არ ჩამირიცხავდნენ, ნამდვილად არ მეგონა.
იხილეთ სრულად