19 აგვისტო, 2016
"აღარც მე ვიქნები ვირის მუშა" - მსახიობ მანანა აბრამიშვილს "რუსთავი 2" ჰონორარს 6 თვეა არ ურიცხავს
რუსთაველის თეატრის მსახიობი მანანა აბრამიშვილი "რუსთავი 2"-დან კუთვნილი ჰონორარის აღებას 6 თვეა უშედეგოდ ელოდება. მსახიობი "რუსთავი 2"-თან წლების მანძილზე არაერთ პროექტთან დაკავშირებით თანამშრომლობს. "ამბები.გე" მანანა აბრამიშვილს დაუკავშირდა:

- მეუბნებიან ფული არ არისო და უკვე 6 თვეა ვერ ვიღებ კუთვნილ ჰონორარს.

- თქვენ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან, მოწვეული მსახიობის სტატუსით სხვადასხვა პროექტთან დაკავშირებით თანამშრომლობთ, რომელი პროექტიდან ვერ იღებთ კუთვნილ ჰონორარს?

- "დილა მშვიდობისა საქართველო" და "კომედი არხი" არ მირიცხავს თანხას. წლებია ვთანამშრომლობ მათთან და სულ ასე
ტანჯვით რიცხავენ ფულს, მაგრამ ისე თუ გავიდოდნენ შვებულებაში, რომ 6 თვის დაგროვებულ ჰონორარს არ ჩამირიცხავდნენ, ნამდვილად არ მეგონა. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
sofo
Ver gavige,yvelas uxdian da marto es dachagres?
16:18 / 19-08-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS