10 აგვისტო, 2016
სახ­ლი, სა­დაც ნი­კო გო­მე­ლა­ურ­მა სი­ცოცხ­ლის ბო­ლო წლე­ბი გა­ა­ტა­რა
გა­დის დრო, ის ჩვენ­თან აღარ არის, თუმ­ცა მი­სი ლექ­სე­ბი კი­დევ უფ­რო მეტ მკითხ­ველს იძენს, მის მი­ერ გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი რო­ლე­ბი კი თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის სცე­ნა­ზე, უხი­ლა­ვად, მაგ­რამ მა­ინც აგ­რ­ძე­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას...

პო­ე­ტი და მსა­ხი­ო­ბი ნი­კო გო­მე­ლა­უ­რი 2010 წლის 13 აპ­რილს, 39 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა...

მი­სი და­კარ­გ­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი სევ­და მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტკი­ო­და, ტი­რო­და ყვე­ლა და ტი­რო­და ნი­ნა, რო­მელ­მაც და­კარ­გა ის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი თა­ნა­მო­აზ­რე და ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გ­ზავ­რი, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად ახერ­ხებ­და მის გა­ო­ცე­ბას, აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბას და ცხოვ­რე­ბით ტკბო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევ­და...

მარ­თა­ლია, ექ­ვ­სი წე­ლი
გა­ვი­და, მაგ­რამ ტკი­ვი­ლი არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა... ახ­ლა უკ­ვე ნი­ნა ჩოდ­რიშ­ვი­ლი ცხოვ­რობს იმ სახ­ლ­ში, სა­დაც ნი­კომ სი­ცოცხ­ლის ბო­ლო წლე­ბი გა­ა­ტა­რა... ბი­ნა­ში თით­ქ­მის ყვე­ლა­ფე­რი უც­ვ­ლე­ლა­დაა და­ტო­ვე­ბუ­ლი - ნი­კო­სე­უ­ლი, ნი­კოს­ხელ­მო­ნა­კი­დი და ნი­კოს ჩა­მო­კი­დე­ბულ-დად­გ­მუ­ლი...

Rating

ნი­ნა:
- მე და ნი­კოს ბი­ნა რომ არ გვქონ­და და თე­ატ­რ­ში ვცხოვ­რობ­დით, ეს ამ­ბა­ვი ყვე­ლამ იცის. მაგ­რამ სა­ნამ აქ გად­მო­ვი­დო­დით, მა­ნამ­დე პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ძვე­ლის­ძ­ველ სახ­ლ­ში დავ­ფუძ­ნ­დით, გა­ვა­კე­თეთ რე­მონ­ტი, რო­მელ­შიც ჩავ­დეთ მთე­ლი ჩვე­ნი ენერ­გია და ფი­ნან­სე­ბი, მოგ­ვ­წონ­და და გვიყ­ვარ­და ჩვენს ბი­ნა­ში ყოფ­ნა. ეს არ გახ­ლ­დათ არც იტა­ლი­უ­რი ეზო, არც კერ­ძო სახ­ლი, ეს იყო ძვე­ლი აშე­ნე­ბუ­ლი, რამ­დე­ნი­მე­სარ­თუ­ლი­ა­ნი, სა­დარ­ბა­ზო­ი­ა­ნი, ქა­ლა­ქუ­რი სტი­ლის, თბი­ლი­სუ­რი სახ­ლი, რო­მე­ლიც მშვე­ნივ­რად უძ­ლებ­და მი­წის­ძ­ვ­რის ყვე­ლა­ნა­ირ ამ­პ­ლი­ტუ­დას... ზუს­ტად იმ დროს, რო­ცა დავ­ლაგ­დით და გემ­რი­ე­ლად მო­ვეწყ­ვეთ, მოხ­და საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი მი­წის­ძ­ვ­რა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, სახ­ლი არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ხის კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ა­ზე იყო აგე­ბუ­ლი, მოძ­რა­ო­ბი­სას ჭრი­ჭი­ნის ხმა ის­მო­და, არც ბზა­რე­ბი გახ­ს­ნი­ლა, არც რა­მე დან­გ­რე­უ­ლა... იხილეთ სრულად + ფოტოები

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS