როგორ ემზადება მომღერალი კონცერტისთვის და რატომ ჩადო პირველი სოლო კონცერტის სარეკლამო რგოლში ასეთი პროვოკაცია, ამაზე ანრი ჯოხაძე AMBEBI.GE-სთან საუბრობს:
- ამდენი წელია სცენაზე
- რაღაც ყოველთვის ხელისშემშლელი, პატარ-პატარა ფაქტორები იყო ხოლმე, რაც მაბრკოლებდა. წელს ორმაგად სასიამოვნო იყო ის, რომ საქართველოს კულტურის განვითარების ფონდმა, ქართველი მომღერლების დასახმარებლად პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გადაწყვიტა, რომ სცენას, აპარატურას და ტერიტორიას დაგვითმობდა, რაც მთავარია, უსასყიდლოდ! აქ ჩემს ფრაზას დავამატებ, "ვისაც ტ**კი გაქვთ, გააკეთეთ. ჰოდა, მთელმა საქართველომ იცის, რომ ტ****ანი ბიჭი ვარ...
- სოლო კონცერტის სარეკლამო რგოლში ის ფრაზებია გაბნეული, რომელსაც წლების განმავლობაში შენი მისამართით ისინი ამბობდნენ, ვისთვისაც მიუღებელი იყავი. რატომ გადაწყვიტე, რომ ეს რეპლიკები, კონცერტის წინ, სარეკლამო ნაწილში გამოგეყენებინა. ერთგვარი ანგარიშსწორება ხომ არ არის?
- დამეთანხმები, რომ სარეკლამო რგოლიდან გამოსროლილი ფრაზები არაფრით შეიძლება ანგარიშსწორებად ჩაითვალოს, მით უფრო, რომ ნამდვილად არ ვთვლი საკუთარ პერსონას ისე მცირედ, ეს გამეკეთებინა. უბრალოდ, გავლილი ეტაპია, რომელიც ყოველთვის მახსოვს და მაძლიერებს. ამასთან, იმ ახალგაზრდა, დამწყები მომღელებისთვის მაგალითია, რომ არასოდეს უნდა მიაქციო ყურადღება დისკრედიტაციას, ტალახის სროლას. პრინციპში, ნათელი მაგალითია იმისთვის, რომ ოდესმე ვიღაცის მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი სიტყვები, ჭკვიანმა ადამიანმა შეიძლება, მომავალში რეკლამად აქციოს და ამით ფულიც იშოვოს. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ, როდესაც ახალგაზრდა, დამწყები მომღერალი სცენაზე ადის...
- წლების წინ, "თბილისოს" გარემიქსების შემდეგ, როდესაც მოისმინე ფრაზა, რომ დასაჭერი იყავი, რა რეაქცია გქონდა?
- სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებ, გეტყვი, რომ სარეკლამო რგოლში მხოლოდ ის ფრაზებია გამოყენებული, რომელიც კორექტულობას არ სცდება და მისი ხმამაღლა და საჯაროდ თქმა შეიძლება. თუმცა, ამის პარალელურად, ჩემი შეურაცხყმყოფელი ფრაზების ისეთი სია მაქვს შედგენილი (მეგობრების დახმარებით აღვიდგინეთ), რაც ჩემთან მიმართებაში გაისმოდა, რომ იმას რგოლში ვერ ჩავსვამდი, რადგანაც ყველანაირ მორალს და ეთიკის ნორმებს სცდება. მათი ავტორები დღეს ძალიან ცნობილი ადამიანები არიან, რომელბიც დღეს მემეგობრებიან. რას ვიზამთ, ცხოვრება ასეთია... იხილეთ სრულად