25 სექტემბერი, 2013
სომეხ ''პროდიუსერთა'' ჯგუფი თაღლითური სქემით ქართველ მაყურებელს ატყუებს!..
ეს ადამიანები კი არ იმალებიან, უბრალოდ, მათი კომპანიები გაკოტრებულად ცხადდება, ერთჯერადი კომპანიებით მუშაობენ, რომელთაც არ გააჩნიათ დივიდენდები, მომჩივანმა მხარემ რომც მოიგოს, თანხას მაინც ვერ ამოიღებს
ბოლო პერიოდში თბილისში რამდენიმე რუსი ვარსკვლავის ჩამოსვლის შესახებ გვაცნობეს, თუმცა ზემფირას კონცერტები ჩაიშალა და ამას დიდი სკანდალი მოჰყვა, მოგვიანებით იგეგმებოდა მიხაილ შუფუტინსკის, ანასტასია ვოლოჩკოვასა და ირინა ალეგროვას კონცერტები, რომლებიც ასევე არ გამართულა. ზემფირას კონცერტებზე საზოგადოებამ, ასე თუ ისე, ინფორმაცია მიიღო და ბევრი ურთიერთბრალდება მოისმინა ორგანიზატორებისა და ზემფირას მხარეებიდან, რაც შეეხება
სასექტემბროდ დაგეგმილ ვოლოჩკოვასა და ალეგროვას კონცერტებს, აქ საქმე ერთსა და იმავე ორგანიზაციასთან გვაქვს, სომეხ პროდიუსერთა ჯგუფთან, რომლებიც, როგორც ჩვენი რესპონდენტი აცხადებს, თაღლითური სქემით უამრავ ქვეყანაში ატყუებენ ხალხს, მათ შორის, საქართველოში.
პროდიუსერი ეკა ჩიტაშვილი დიდი ხანია, საზღვარგარეთ მუშაობს შოუბიზნესის სფეროში, აკეთებს მუსიკალურ კონკურსებს, აქვს საპროდიუსერო კომპანია, თანამშრომლობს არტისტებთან, უზრუნველყოფს კონცერტების მოწყობას და ა.შ. ეკა მოლდავეთში, კიშინიოვში ცხოვრობს. მას ინტერნეტით დავუკავშირდით. ეკამ ჩვენთან საუბარი იმით დაიწყო, რომ გაგვიმხილა, ზემოხსენებული ჯგუფის წარმომადგენლები მასაც დაუკავშირდნენ და როგორც პროდიუსერს, ამ სქემაში ჩართვა და ფულის შოვნა შესთავაზეს, თუმცა ეკასგან კატეგორიული უარი მიიღეს.
ეს ადამიანები კი არ იმალებიან, უბრალოდ, მათი კომპანიები გაკოტრებულად ცხადდება, ერთჯერადი კომპანიებით მუშაობენ

- ბოლო დროს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ დსთ-ს მთელ რიგ ქვეყნებში დაგეგმილი კონცერტები ჩაიშალა. ყველა ამ კონცერტს აერთიანებს მაყურებლისთვის აბსოლუტურად უცნობი საკონცერტო ორგანიზაციები. ეს დაახლოებით ათკაციანი თაღლითური ჯგუფი რამდენიმე წელია მუშაობს სქემით, რომელზეც ქვემოთ მოგახსენებთ. ქმნიან ახალ კომპანიას, რომელიც ვარსკვლავს კონკრეტულ ქალაქში კონცერტზე უთანხმდება. შეთანხმებული ჰონორარიდან მინიმალურ თანხას ავანსად იხდიან, ვთქვათ 30 000 დოლარიდან ხუთი ათასს. ამასობაში ეძლევათ რეკლამის გაკეთების, ბილეთების გაყიდვის უფლება. შემდეგ კი, თუკი რამდენიმე დღით ადრე კონცერტს გააუქმებს, ზემფირას რჩება ავანსი, მაგრამ დანარჩენ ფულს ვერ იღებს, ვერც კონცერტს ატარებს, ორგანიზატორს კი ბილეთების ფული მთლიანად რჩება. შესაძლოა, რეკლამაში ჰქონდეს ხარჯი და ის ავანსი, რომელიც უკვე გადახდილი აქვს. ვერც ერთი სასამართლო ვერ მოუგებს პროცესს და ვერ დააბრუნებინებს თანხას მაყურებლებისთვის, ისეთი ტიპის ხელშეკრულებებს უფორმებენ სხვადასხვა ქვეყანაში დარბაზებს. გაუქმებული კონცერტების სია საკმაოდ ვრცელია, მაყურებელს კი ფულს არ უბრუნებენ. მთელი უბედურება ისაა, რომ თაღლითები ცვლიან კომპანიების დასახელებებს. ეს ადამიანები კი არ იმალებიან, უბრალოდ, მათი კომპანიები გაკოტრებულად ცხადდება, ერთჯერადი კომპანიებით მუშაობენ, რომელთაც არ გააჩნიათ დივიდენდები, მომჩივანმა მხარემ რომც მოიგოს, თანხას მაინც ვერ ამოიღებს.
- პირველი შემთხვევა რომელ ვარსკვლავთან დაკავშირებით მოხდა?
- 2010 წელს კიევში ტატიანა ბულანოვას კონცერტი ჩაიშალა. შუფუტინსკიმაც განაცხადა უკვე ამის შესახებ. ეს ყველაფერი არტისტების სახელსა და რეპუტაციაზე მოქმედებს. მაყურებელს ჰგონია, რომ ღონისძიება არტისტის მიზეზით არ შედგა. ამიტომაც ვარსკვლავები უკვე ფრთხილობენ და ერთჯერად კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმებას ერიდებიან.
- ვინ შედის ამ დაჯგუფებაში?
- სომხეთიდან მოსკოვში ჩასული დაჯგუფებაა. მათ მეც შემომთავაზეს თანამშრომლობა, მაგრამ კატეგორიული უარი მიიღეს. ისინი ჩადიან სხვადასხვა ქალაქში, ერიდებიან ცენტრალურ ქალაქებს და ძალიან გამიკვირდა, როგორ გარისკეს თბილისში კონცერტის დანიშვნა.
- ბოლოს ბათუმსა და თბილისში ირინა ალეგროვას კონცერტები გადაიდო. ამ კომპანიის საქმიანობაში ქართველი ხომ არ იყო ვინმე ჩართული?
- არა, რადგან ასეთ რამეს თავად ისინი ვერ გარისკავენ.
- რამდენადაც ვიცი, ბილეთები საკმაოდ ძვირი ღირდა.
- დიახ, 100-150 ლარი. როდესაც ყიდულობ პროდუქტს, მწარმოებელს ხომ ნახულობ. კონცერტების შემთხვევაშიც იგივეა. კარგად უნდა შეამოწმო, რომელი ორგანიზაციისგან ყიდულობ ბილეთს. მაყურებელმა წინასწარ უნდა შეისწავლოს, ვინ არის ორგანიზატორი ან დაელოდოს ვარსკვლავის თბილისში ჩამოსვლას და როდესაც ტელევიზიით დაინახავს, რომ პრესკონფერენცია გაიმართა და კონცერტისთვის მზადება მიდის, მაშინ შეიძინოს ბილეთი, კონცერტამდე ერთი-ორი საათით ადრე.
- შესაძლებელია, რუსმა ვარსკვლავებმა უარი თქვან საქართველოში ჩამოსვლაზე?
- არა, ვარსკვლავი უარს არასდროს იტყვის, თუკი ავანსი მიღებული აქვს.
- დაახლოებით რა სარგებელი ნახეს, ვთქვათ, ალეგროვას კონცერტებიდან?
- მხოლოდ ფილარმონიის კონცერტიდან შეგიძლიათ გადათვალოთ, 2000 ბილეთს რომ 150 ლარად გაყიდდნენ, რა მოგება დარჩებოდათ. ამას მხოლოდ ავანსის ფულს გამოაკლებდნენ და დანარჩენი მათი მოგება იქნებოდა.
- ამის საწინააღმდეგოდ რა შეიძლება გაკეთდეს?
- პროდიუსერებს გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობა და თუკი ასეთ რამეს ვიგებთ, აუცილებლად ვცვლით ერთმანეთთან ინფორმაციას, თუმცა მათთვის თვალყურის მიდევნება ძნელია, რადგან დღეს ერთ კომპანიას ხსნიან, ხვალ მეორეს, ზეგ მესამეს და ერთიმეორის მიყოლებით აუქმებენ. საქართველოში ბევრი ადგილობრივი პრომოუტერი და კონცერტების ორგანიზატორია და ჯობია, მაყურებელმა მათ მიერ გამართულ კონცერტებზე იაროს, ვიდრე ამგვარი ორგანიზაციების მოწყობილ ღონისძიებებზე, რომელთაგან არც ერთი არ გაიმართა. საბოლოოდ კი მხოლოდ და მხოლოდ ქართველი მაყურებელი დაზარალდა...

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
თომა
ნუ დაობთ, კი, ეკა წილშია, ოღონდ მსოფლიო ვარსკვლავების საკონცერტო ტურების და მათი კონცერტების გამართვაში. საქართველოში თუ გამოცხადებულა ეკას მიერ უცხოელი ვარსკვლავის კონცერტის გამართვა, პრესაც და მაყურებელიც მოწმეა რომ თითოეული მათგანი შედგა და არავის პრეტენზია არ გამოუცხადებია კონცერტის გადადებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებით. ბევრმა არ იცის, ბევრს კიდევ შურს მისი წარმატება, რადგანაც გააღწია საქართველოდან, მიიღო უმაღლესი საპროდიუსერო განათლება და ნამდვილად აკეთებს შოუსაც & ბიზნესსაც! ზოგი ბერიკონის დირექტორობიდან იწყებს, ზოგიც მუსიკოსობიდან. (მუსიკოსს) - გისურვებ წარმატებებს კარიერაში და იმდენივე ალბომის გამოშვებას რამდენი მაშტაბური შოუც ჩაუტარებია პროდიუსერ ეკა ჩიტაშვილს.
10:24 / 27-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ანარხისტი
მუსიკოსო, ხელი მიისვ-მოისვი ერთ ადგილას...იგრძენი?...ჰოდა უფრო ღმად მოგვხდება!...ტვინში, შე ბოღმა...
03:15 / 27-09-2013
გამოხმაურება / 0 /
რამო
ძაან საეჭვოა. 150 ლარს 2000 კაცი ამათ არ შეარჩენს. გამორიცხულია. თქვენ შეარჩენთ?
21:55 / 26-09-2013
გამოხმაურება / 0 /
musikosi
es eka,sadauri produceria,berikons qiraobda erti periodi da ragac sagamoebs atarebda,sakmaod aperistuli "kompania"sheqmna tavis dzmastan ertad da ibralebs ragaceebs,moldavetis romeligac sopelshi mikavs momgerlebi ragac gaurkvevel konkursze da momgerlebs cilshi uzis.vize ra unda tqvas mag aperistma
19:02 / 26-09-2013
გამოხმაურება / 0 /
musikosi
es eka,sadauri produceria,berikons qiraobda erti periodi da ragac sagamoebs atarebda,sakmaod aperistuli "kompania"sheqmna tavis dzmastan ertad da ibralebs ragaceebs,moldavetis romeligac sopelshi mikavs momgerlebi ragac gaurkvevel konkursze da momgerlebs cilshi uzis.vize ra unda tqvas mag aperistma
19:02 / 26-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ზუკა
ეხლა ვიანგარიშე და 150 ლარი*2000 ბილეთზე = 300 000 ლარია))) ჭკვიანები)))
13:02 / 26-09-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
არ უნდა მოვტყუვდეთ, რა მნიშვნელობა აქვს რომელი ვარსკვლავი ჩამოყავთ, ყველა მომღერალს ყავს თავისი მსმენელი, ჩვენ არ უნდა ვიყიდოთ წინასწარ და პრობლემაც აღარ გვექნება. მე პირადად 150 ლარს არ გადავიხდიდი ალეგროვაზე და რუს მომღერლებზე.
12:53 / 26-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუ
გუგლი რაში მჭირდება დიმა ჩემო კარგო, ძალიან კარგად ვიცი რაც ხდებოდა და როგორც ხდებოდა. არ მჭირდება მე პირადად არავის პოვნა იმიტომ რომ ყველა ძალიან კარგად ვიცი და ვიცი ვის რა შერჩა და რა არ შერჩა. სტატიები იმათმა იკითხონ ვინც იქ არ ყოფილა სადაც ეგ პროექტი მზადდებოდა. დიდი ხანია ჩუმად ვარ მაგრამ რატომღაც ახლა აღარ მომინდა გაჩუმება. ხოდა ვთქვი ის რაც იყო....
12:43 / 26-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატა
ალეგროვას, ვალაჩკოვას და რუსული ესტრადის სხვა "კაშკაშა ვარსკვლავების" კონტსერტზე რო 150 ლარს გადიხდის ადამიანი, ის არა მარტო ამ თანხის დაკარგვის, არამედ ბევრად უფრო უარესი რამის გირსია.
12:41 / 26-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თიკა
მე უკვე ორჯერ მოვხვდი მახეში, ჯერ ზემფირას კონცერტზე და ეხლა ალეგროვაზე, მესამედ აღარ შევცდები. მართალია, მომღერალი რომ ჩამოვა იმის მერე უნდა ვიყიდოთ რაა ბილეთები, სხვა გზა არ არის. ჩვენზე ფულს აკეთებენ და პასუხსაც არავინ გვაძლევს მერე.
12:35 / 26-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS