02 აგვისტო, 2016
"ჩვენი ურთიერთობა დაახლოებით წელიწადი გაგრძელდა" - ნინი ონიანის დაუვიწყარი ზაფხული
მომხიბვლელი ნინი ონიანისთვის ზაფხული სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილებებითა და საზღვარგარეთ მოგზაურობით დაიწყო. იმედი აქვს, რომ აგვისტოსაც აქტიურად და ენერგიულად გაატარებს.

- ნინი, უკვე გადაწყვეტილი გაქვს, სად დაისვენებ?
- ჩემთვის საზაფხულო არდადეგები დაუგეგმავად დაიწყო: ეგვიპტეში გადაღებაზე ვიყავი და დაუვიწყარი დრო გავატარე... შემდეგ ანტალიაში "Maroon5"-ის კონცერტზე წავედი. საგზური და კონცერტის ბილეთები მაჩუქეს. ეგვიპტეშიც დამპატიჟეს და იმედია, იქ წასვლას მოვახერხებ. მინდა, ეს ზაფხული მოულოდნელობებითა და მოგზაურობებით სავსე იყოს, ბოლომდე ასე გაგრძელდეს.

- თუ საიდუმლო არ არის, გვითხარი, ვინ დაგპატიჟა?
შენს პირად ცხოვრებაში საინტერესო სიახლე ხომ არ არის?
- თაყვანისმცემლების ნაკლებობას არასდროს ვუჩიოდი. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მოდი, ამაზე ნუ ვისაუბრებთ. რამდენჯერაც რაიმე ვთქვი, არ გაამართლა.

- სად გიყვარს დასვენება - ზღვაზე თუ მთაში?
- ბუნებაში დასვენება ძალიან მიყვარს, მაგრამ მე უფრო ზღვის გოგო ვარ.

- შენთვის იდეალური დასვენება როგორია?
- ჩემთვის იდეალური დასვენებაა მზე, ზღვა და საყვარელი ადამიანების გარემოცვა.

- დასასვენებლად რომ წახვიდე, საამისოდ რამდენი ხნით ადრე იწყებ სამზადისს?
- ბარგს გამგზავრების წინა დღეს ვალაგებ. ბევრი სამოსის წაღება მიყვარს და ხშირად, ისე ხდება, რომ ნახევარსაც არ ვიცვამ.

- ზღვის განუყოფელი ნაწილი რა არის?
- ზღვის განუყოფელი ნაწილი მე ვარ (იცინის). მიყვარს რაც შეიძლება ნაკლებად დახურული საცურაო კოსტიუმები და ბევრიც მაქვს.

- გაიხსენე ზაფხული, რომელიც ყველაზე კარგად გახსენდება...
- დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს ზაფხული კარგად დაიწყო და ვფიქრობ, ეს ის ზაფხულია, რომელიც ყველაზე კარგად გამახსენდება.

- შენი ცნობადობა დასვენებაში ხელს ხომ არ გიშლის?
- არა, ეს დისკომფორტს საერთოდ არ მიქმნის... იცი, ანტალიაშიც კი გამომემცნაურა თურქი ბიჭი. მითხრა, თბილისში ხშირად ვარ და გიცანიო. მერე ვხუმრობდი, - თურქეთშიც კი პოპულარული ვარ-მეთქი.  იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS