- ნუკი, როგორი ბავშვი იყავი?
- ძალიან ცელქი, კონტაქტური და აქტიური. ბევრს ვლაპარაკობდი. განსხვავებული იდეები მაწუხებდა. განსაკუთრებით მახარებდა მეგობრებთან შეხვედრა, საჩუქრების მიღება, დაბადების დღეები, ნებისმიერი დღესასწაული, სტუმრად სიარული. ხელში თუ რამეს
- რომელიმე თამაში განსაკუთრებულად ხომ არ გიყვარდა?
-მაფიოზობანას თამაში მიყვარდა. გამოძიების პროცესი მომწონდა. უფრო ხშირად მოქალაქე ვიყავი და ვცდილობდი, მაფიოზი ამომეცნო.
- ბავშვობაში ექსპერიმენტებს ატარებდი საკუთარ თავზე?
- სუსტი თმის ძირები მქონდა და დედა თმას სპეციალური ხსნარით მიმუშავებდა, ერთხელ შეეშალა და 5 წლისას წითლად გადამიღება. პირველი შემთხვევითი ექსპერიმენტი ეს იყო.
- ჰობი თუ გქონდა?
- ჰობი არა, მაგრამ ცეკვა მიყვარდა, თუმცა ჩემი მეგობრები ამბობენ, სმენა და ხმა არა გაქვსო. გამოდის, უბრალოდ ვძიგძიგებდი (იცინის). ჭარბწონიანი ვიყავი და ქართული ნარნარა ცეკვები არ მიხდებოდა, ლათინურამერიკულები უკეთესად გამომდიოდა. ასევე მწერლების გამონათქვამებს ვიწერდი, დეტექტივებს ვკითხულობდი, განსაკუთრებით შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლები მომწონდა. მიტაცებდა მუსიკაც.
- სკოლის პერიოდი როგორ გახსენდება?
- კარგად ვსწავლობდი, კლასელებთან ვმეგობრობდი და მასწავლებლებსაც ვუყვარდი, ამიტომ სკოლაში სიხარულით მივდიოდი. ჩემს პედაგოგებს დღესაც ვურეკავ. მეცადინეობას დიდ დროს ვუთმობდი, განსაკუთრებით ლიტერატურა და ინგლისური ენა მეხერხებოდა. შატალოზეც ვიპარებოდი. ერთხელ მე და ჩემი დაქალი თეონა მაღალაშვილი გავიპარეთ და რადგან წვიმდა, მასთან სახლში ფილმის სანახავად წავედით. დედამისი კლასის დამრიგებელთან რომ მოვიდა, გაიძახოდა, ჩემი შვილი შატალოზე არ წავიდოდაო. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ სწორედ მისი ქალიშვილი იყო ორგანიზატორი.
- ბოლო ზარი და ბანკეტი გაიხსენე...
-ბოლო ზარზე ვიწუწავეთ... მერე მე და თეონა სკოლაში დიდხანს არ გავჩერებულვართ, ბათუმში გვეჩქარებოდა. ბანკეტზე ბავშვები ცეკვავდნენ, მე და ჩემი დაქალი კი მასწავლებლებთან ვისხედით და ვეუბნებოდით, გამოტყდით, რომელი მოსწავლე გიყვარდათ ყველაზე მეტად-მეთქი. ისინიც გულახდილად გვესაუბრებოდნენ... იხილეთ სრულად