24 სექტემბერი, 2013
რატომ დააქვს კობა ბარათელს მაკრატელი ჯიბით
სულ ბანკებსა და ვალებზე ვლაპარაკობ, ისე არ გამომივიდეს, რომ ვალების მეშინია. არაფრისაც არ მეშინია. რადგან მაძლევენ, ესე იგი ჯიგარი ვარ და მენდობიან კობა ბარათელმა შვებულება ნაბახუსევზე გაატარა. როგორც თავად გაგვიმხილა, სამი კვირის განმავლობაში არ გამოფხიზლებულა და ამის გამო სახლში ''ომიანობა'' ჰქონდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა, იუმორისტი ახალ სეზონზე სამსახურში გამოცხადდა და დღეს ჩვენს ბლიცშეკითხვებს პასუხობს.

- ჩემს დაბადებას...
- მთელი მსოფლიო გამოეხმაურა, ეს ვინ გაჩნდა დედამიწაზეო. სხვათა შორის, მამაჩემმა თოფი ისროლა, მაგრამ ამცდა.
- არასდროს
ვსწავლობდი...
- ინგლისურს, თორემ გერმანულს ხომ ვსხლავდი! ეთიოპიურიც მიჭირდა ისე, გრამატიკა განსაკუთრებით.
- დღეს რომ პროფესიას ვირჩევდე...
- ისევ იუმორისტი ვიქნებოდი.
- არ მინდა მახსოვდეს, როგორ...
- როგორ ავიღე პირველი სესხი. პირველია რთული, თორემ მერე სულ იღებ და იღებ. ისე, ბოლო დროს ინტერვიუებში სულ ბანკებსა და ვალებზე ვლაპარაკობ, ისე არ გამომივიდეს, რომ ვალების მეშინია. არაფრისაც არ მეშინია. რადგან მაძლევენ, ესე იგი ჯიგარი ვარ და მენდობიან.
- ვერასდროს ვიტანდი...
- მანიფაფას. ფაფებს ვერ ვიტანდი ზოგადად. ეს მამაჩემმა კარგად იცოდა და დედაჩემს ეუბნებოდა, მე ვაჭმევო. გამიყვანდა აივანზე, თვითონ ჭამდა ჩემს ულუფას და შემომიყვანდა. დედაჩემს უკვირდა, ჩემთან რატომ არ ჭამს, შენ რანაირად აჭმევო.
- ფაფები არ მიყვარდაო და აბა, რამ გაგასუქა?
- მწვადმა, ღორის მწვადმა.
- სიამოვნებით ვიცეკვებდი...
- სადღა მაქვს ცეკვის თავი... ვისზე ვთქვა (ფიქრობს). ინგა გრიგოლიასთან ვიცეკვებდი ჩა-ჩა-ჩას. თუ არ იცის ეს ცეკვა, ვასწავლი.
- ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ცოტა არ მექნებოდა.
- ბანკის ვალებს არ გაისტუმრებდი?
- აბა კი, მაგ სიამოვნებას მივანიჭებ ახლა ბანკებს! საჯაროდ რომ ვთქვა, რას გავაკეთებდი, ბევრი ფული რომ მქონდეს და მერე მართლა ვიშოვო ბევრი ფული, დანაპირების შესრულებას მომთხოვენ, ამიტომ არ ვიტყვი.
- ვერ ვიტან, როცა ჩემს ნივთებს...
- სარეცხ მანქანაში ტოვებენ. ჯიბეებს არ მიმოწმებენ, სანამ ტანსაცმელს გამირეცხავენ და მერე იწყება შეკითხვები, რატომ გაფუჭდა სარეცხის მანქანაო. ამას წინათ მაკრატელი ამოვიღეთ სარეცხის მანქანიდან.
- მაკრატელს ჯიბეში რა უნდოდა?
- დამაქვს მაინც, რა იცი, სად მომთხოვენ ლენტის გაჭრას.
- ვერ ვხედავ...
- ''კომედი ჯგუფზე'' მაგარ კოლექტივს.
- ყოველთვის ვაგვიანებ...
- არასდროს არსად არ ვაგვიანებ. ძალიან ადრე მივდივარ ყველგან, ზედმეტად ადრე. სამსახური 10 საათზე მეწყება და 8 საათზე უკვე აქ ვარ.
- 2 საათი რას აკეთებ?
- ვიხსენებ, ესაა ჩემი სამსახური თუ არა. ამასობაში იკრიბებიან ბიჭებიც, მეცნობიან ხოლმე და შევდივარ.
- ოქროს თევზი რომ დავიჭირო...
- გადავადნობ, რამდენი ხანია ოქროს სამაჯურზე ვოცნებობ.
- არ მომწონს, როცა გოგო...
- სხვა ბიჭს უყურებს და მე - არა.
- ჩემი ცხოვრებიდან ამოვიღებდი...
- ორი კბილი მაქვს ამოსაღები და იმას ამოვიღებდი. სიგარეტს ამოვიღებდი ხმარებიდან კიდევ.
- ქალი რომ ვიყო...
- ბაზარში აღარ ვივლიდი. არა, ისე, მიყვარს ბაზარში სიარული... 15 შვილს გავაჩენდი. კაცი რომ ვარ, ორზე მეტი ვერ გავაჩინე.
- არაფერში გავცვლიდი...
- სამშობლო რომ ვთქვა, ბანალური იქნება ხომ? ჩემს ცხოვრებას არაფერში გავცვლიდი. რაც უნდა ბევრი პრობლემა მქონდეს, ჩემი ცხოვრება მირჩევნია სხვისას.
- ქუჩაში ბიძინა ივანიშვილი რომ შემხვდეს...
- ჯიბეში თუ ექნება თანხა, რა მნიშვნელობა აქვს, სად შემხვდება?
- გამიკვირდება...
- ბიძინა ივანიშვილი რომ არ შემხვდეს ქუჩაში.
- ცოლი რომ არ მყავდეს...
- ქმარი მეყოლებოდა (იცინის).

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
სოსო
და ამაზე იცინის საქარტველო? იმიტომაც არის უბედური. ეს ნამდვილად არ არის მიშას ბრალი, ეს ბუნების შეცდომაა.
10:23 / 13-02-2014
გამოხმაურება / 0 /
კაკო
რა უნიჭო იუმორია,ალბატ იმიტომაც ეჩვენება"კომედი..."რაც ქვია მაგარ ჯგუფად.
19:41 / 30-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS