- მსახიობობა თავიდნავე მინდოდა, ოღონდ ეს მხოლოდ სურვილი იყო, არ ვემზადებოდი ამისთვის. მისღებ გამოცდებამდე ორი თვით ადრე მივიღე თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარების გადაწყვეტილება და ჩავაბარე კიდეც... თუ საკურსო ნამუშევრებს და პატარ-პატარა გადაღებებს არ ჩავთვლით, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ჩემი პირველი სერიოზული როლი შედგა "იმედის" სერიალ "ფსიქოპათთა თამაშებში", სადაც
- რთული იყო ამ პერსონაჟის - ნუცას შექმნა? გგავთ რაიმეთი?
- მე ნუცასთან საერთო არაფერი მაქვს და ალბათ ამიტომ იყო რთული და იმავდროულად საინტერესო მისი შექმნა. ჩემი აზრით, უცნაური, განსხვავებული პიროვნებაა ნუცა, აქვს ისეთი თვისებები, რაც მე არ მახასიათებს და უცხოა ჩემთვის. ვერ ვიტყვი, მაინცდამაინც გამიჭირდა თუარა გმირზე მუშაობა, უბრალოდ ბევრს ვფიქრობ მასზე და მგონი გამოვიდა ის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ სერიალზე მომუშავე გუნდს.
- როგორც ცოლი, როგორც ქალი ამართლებთ ნუცას საქციელს?
- არა, მე როგორც ანი, არ ვამართლებ, თუმცა, თავად ნუცას აქვს თავისი სიმართლე. ჩემი აზრით, ოჯახის შექმნა ცოტა უფრო სხვა რაღაცაა, ნუცა სხვანაირად უყურებს. მე, ანუ ანი, არ ჩავრევდი სხვას ჩემს ცხოვრებაში, არ მოვახდენინებდი გავლენას არც დედას, არც დედამთილს. მარტო შოთიკოს და ნუცას ურთიერთობა რომ ავიღოთ, იქაც ბევრი პრობლემაა. მე უფრო გახსნილი და მეგობრული ვიქნებოდი, მაშინ როცა ნუცა საკმაოდ ჩაკეტილია. ქალს სჭირდება ქმრის სიყვარული და სითბო, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ თავად ნუცა უნდა იქცეოდეს სხვაგვარად. იხილეთ სრულად