რასაკვირველია, ამ ამბავმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მით უფრო, რომ თემოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მის გვერდით ხშირად იყო.
- რატომ გადაწყვიტე, მონასტრიდან წამოსულიყავი...
- ყველაფერი
- ვინ გაკადნიერდა ასე, რომ სტიქაროსანს გახდა შემოგთავაზა?
- მან არ იცოდა, რომ სტიქაროსანი ვიყავი. შემოთავაზებას დაუფიქრებლად დავთანხმდი.
- კარგი ანაზღაურების გამო?
- არა, უბრალოდ, ცხოვრების სტილის შეცვლა მომინდა. ჩემმა ნაბიჯმა აჟიოტაჟი გამოიწვია. თუმცა, მე სასულიერო პირი კი არა, ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი. უბრალოდ, მონასტერში ვცხოვრობდი. იქ ცხოვრება ნებისმიერს შეუძლია.
- გეთანხმები, სტუმრის სტატუსით მონასტერში ცხოვრება ნებისმიერს შეუძლია. შენ სტუმრის სტატუსი გქონდა?
- არა, სტუმრის სტატუსი აღარ მქონდა, რადგან იქ წლების განმავლობაში ვცხოვრობდი და ვმსახურობდი. პატრიარქთან საკმაოდ დაახლოებული ვიყავი. ერთმანეთთან კარგი, გულთბილი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ უცებ ცხოვრების შეცვლა მომინდა და ამის შანსი გამომიჩნდა თუ არა, გამოვიყენე კიდეც - მონასტრიდან შოუბიზნესში გადავუხვიე.
- რით დაგაინტერესა შოუბიზნესმა? მით უფრო, რომ ახლა საქართველოში შოუბიზნესი ფაქტობრივად, აღარ არის?
- მართალი ხარ, მაგრამ ახლა ბევრ ცნობილ ადამიანთან ვმეგობრობ. მიმაჩნია, რომ განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია და არც აღქმა დამირღვევია. უბრალოდ, მონასტრიდან წამოვედი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეკლესიასთან შეხება აღარ მაქვს. მხოლოდ ცხოვრების სტილი შევიცვალე.
- თუ არ მოგწონდა ეკლესიაში ყოფნა, რატომ იყავი იქ? გაძალებდა ვინმე?
- არა, ვინ დამაძალებდა?! ბოლო პერიოდში ბევრ რამეზე პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. მონასტრის კედლებს მიღმა, საკმაოდ ბევრი ცუდი რამ ხდებოდა, რაზეც თვალის დახუჭვა არ შემეძლო.
- მაგალითად?
- ბევრი იქ მცხოვრები შურით არის შეპყრობილი. მონასტერში აფერისტობა და მლიქვნელობაც არ არის უცხო ხილი, მე კი ასეთ რაღაცებს ვერ ვეგუები და ამიტომ წამოვედი იქიდან. თანაც, შოუბიზნესში ფეხის მოსაკიდებლად არც მიწვალია - მხოლოდ ერთი ფოტოსესია ჩავატარე და მაშინვე პოპულარული გავხდი. ამ ამბავს ბერებისგანაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გაუკვირდათ, ასე რატომ მოვიქეცი. ღმერთზე ხშირად ჩემს სახელს ახსენებდნენ.
- და ეს მოგეწონა?
- კი, ამით გარკვეული ექსპერიმენტი ჩავატარე. ადრე სულ შავებში ჩაცმული დავდიოდი და უცებ, სრულიად გავშიშვლდი. მაინტერესებდა, ხალხი ამ ყველაფერს როგორ აღიქვამდა. როგორც ველოდი, ბევრს ჩემ მიმართ აგრესია გაუჩნდა. ვიცოდი, რომ ქვების სროლას დამიწყებდნენ და ამისთვის მზად ვიყავი, მაგრამ ყველაზე მეტად, იმ "კეთილის მსურველმა" ნათესავებმა გამაღიზიანეს, რომლებმაც ოჯახში დარეკეს და დედას ჰკითხეს, - შენი შვილი რა ორიენტაციის არისო? ქართველებს ხომ უკვირთ შიშველი მამაკაცის დანახვა.
- შენი ასეთი ნაბიჯი დედამ როგორ შეაფასა? იხილეთ სრულად