ნათია წიწილაშვილმა, რომელიც მთის კურორტებს არ სწყალობს... საკურორტო რომანი არასდროს ჰქონია. ამბობს, რომ კურორტზე დაწყებული ურთიერთობა ხანმოკლეა და უმეტესწილად, იქვე მთავრდება.
- ნათია, სად აპირებ შვებულების გატარებას?
- პირველ რიგში, ბავშვი მიმყავს ორი კვირით ზღვაზე, გონიოში. მამამ ბორჯომში უკვე დაასვენა და ახლა მინდა, ცოტა იოდიც მიიღოს ბავშვმა. მერე სად წავალ, აღარ ვიცი.
- როგორი დასვენება გიყვარს - აქტიური თუ შედარებით პასიური?
-
- შვებულების დროს შენთვის ყველაზე დიდი კომფორტი რა არის?
- თავისთავად, კომფორტია ისიც, რომ დატვირთული რეჟიმის შემდეგ საშუალება მაქვს, კარგად დავისვენო და მეტი დრო დავუთმო შვილს, საყვარელ ადამიანებს. მთელი წლის თავდაუზოგავი შრომის შემდეგ, ადამიანს გჭირდება სიმშვიდეში ყოფნაც და თუ განტვირთვას წელიწადში ერთხელ მაინც ვერ ახერხებ, ეს ძალზე ცუდია.
- ვინ არიან ადამიანები, ვის გვერდითაც ყოველთვის კომფორტულად ისვენებ?
- კომფორტულად მეგობრებთან ერთად ვისვენებ, რასაც ვერ ვიტყვი ჩემს შვილზე: პატარას სულ ყურადღება სჭირდება, თვალს ვერ მოაცილებ, თავის დროზე უნდა გაუკეთო ყველაფერი. ამიტომ, მასთან ერთად სადმე წასვლას დასვენებად არ მივიჩნევ.
- ზღვაზე ყოფნისას, ღამის კლუბებს თუ სტუმრობ?
- რა თქმა უნდა, ვსტუმრობ... თუ მაქვს ამის საშუალება და ჩემთან ერთად მყოფი ადამიანებიც მხარს ამიბამენ, კლუბში წასვლაზე უარს არასდროს ვამბობ.
- ალკოჰოლსაც მიირთმევ კარგი განწყობის შესაქმნელად?
- დიახ, ალკოჰოლსაც მივირთმევ, ეს მეგობრებთან ერთად კარგად გართობის მშვენიერი ხერხია. ალკოჰოლი სითამამეს გმატებს, მეტად "იხსნები" და უკეთ ახერხებ საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის საუკეთესოდ გატარებას. იხილეთ სრულად