- რას ნიშნავს შენთვის იდეალური სახლი?
- იდეალური სახლი ალბათ ნიშნავს იმას, რომ ყველა პირობას იქმნი სრული კომფორტისთვის. სიმყუდროვეს რაც შეეხება, ამას ალბათ ყველაფერი ერთად ქმნის, სახლის სტრუქტურა, განლაგება, ავეჯი, ფერები და კომფორტიც.
- სულ ახლახან დაასრულე რემონტი ბათუმში არსებულ ბინაში. აკმაყოფილებს შენს მოთხოვნებს?
- ბათუმის ბინას რაც შეეხება, რემონტი დავასრულე ორი კვირის წინ, რამდენიმე დღით გავჩერდი კიდეც და აბსოლუტურად აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს და არამარტო. ძალიან მყუდრო, კომფორტული, სადა, უბრალოა, ამავდროულად დასასვენებლადაც იდეალური გამოვიდა. სახლის მშენებლობა 2013 წელს დასრულდა და მხოლოდ წელს დავიწყე რემონტის გაკეთება. 2 თვეში დავასრულეთ. ამის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან რთული ყოფილა რემონტის პროცესი, მაგრამ შედეგმა დამამშვიდა და კმაყოფილი დავრჩი. ყველაფერია იმისთვის, რომ კარგად დაისვენოს ადამიანმა, თან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ზღვის პირასაა, ანუ პირველ ზოლშია. სტუდიოს ტიპის ბინაა, მე რამდენიმე დღის შემდეგ მივხვდი, რომ იმდენად კარგად იმოქმედა ამ ბინამ ჩემზე, ზღვაზე გასვლაც აღარ მინდოდა, სახლში ყოფნა მომეწონა ძალიან (იღიმის). ორმაგად სასიამოვნო ყოფილა, როცა ხედავ შენი შრომის შედეგად ნაყიდ და გაკეთებულ ბინას. იხილეთ სრულად + ფოტოები