- 14 წლის ვარ, ნიუტონის თავისუფალ სკოლაში ვსწავლობ და
წლევანდელი სეზონი სპექტაკლ "პატარა უფლისწულით" დავხურეთ. ერთ დღეს ქალბატონი ეკა მჟავანაძე რეპეტიციაზე გვესტუმრა, დაგვესწრო და რამდენიმე ბიჭს გვთხოვა კასტინგზე მისვლა, მივედით და... რომ გავიგე, ბექას როლზე დამამტკიცეს, როგორ გამიხარდა, ვერ აგიხსნით. ამ ყველაფერმა ჩემი ცხოვრება გარკვეულწილად შეცვალა, ადრე რაღაცებს სხვანაირად ვუყურებდი, ახლა სხვანაირად აღვიქვამ. გადაღებებზე ბევრ რამეს ვსწავლობ, ძალიან მომწონს თვითონ მუშაობის პროცესი. ჯერ 14 წლის ვარ და ვფიქრობ, სერიალი და იქ მიღებული გამოცდილება ძალიან დიდი წინ გადაგმული ნაბიჯია ჩემი შემდგომი ცხოვრებისთვის.
- ეს დიდი ტრამპლინია, მით უმეტეს, თუ აპირებ შემდეგ ამ სფეროში დარჩენას...
- ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მივიღებ, მსახიობობასთან ერთად რეჟისურაც მომწონს, ძალიან საინტერესო დარგია, ამიტომ ჯერჯერობით არ ვიცი, რომელზე შევაჩერებ არჩევანს. ზოგადად, ხელოვნებისკენ ვიხრები უფრო, ეს ის საქმეა, რომელიც გაძლევს საშუალებას, შენი ხედვა, შენი საქმით შენეულად გადმოსცე.
- სანდრო, რაც შეეხება ბექას, მოგწონს შენი გმირი? რით ჰგავხარ მას..
- ერთი შეხედვით შეიძლება ბექა ეგოისტი ბიჭი ჩანს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, იმას აკეთებს, რაც გასაკეთებელია. თუმცა, მგონია, რომ მელანოსთან ცოტა არასწორი დამოკიდებულება აქვს. რეალურად მართლა უყვარს მელანო და ეს დაამტკიცა, როცა გაეკიდა, მაგრამ ხალხში არ მოექცა კარგად, ამის დასტური თუნდაც ის მომენტი იყო, როცა სკოლაში უთხრა, დედაშენივით გიჟი ხარო. თითოქს "ეტიპა" ამით. რეალურად ვგავარ თუ არა ბექას, არ ვიცი, მაგრამ შესაძლოა, რაღაც საერთო მომენტები გვქონდეს.
- შეყვარებულის გამო შენ თუ გააკეთებდი იმავეს? ბექამ ფაქტობრივად უარი თქვა ბრიტანეთში გამგზავრებაზე და მელანოს მოსაძებნად გაიქცა, არადა სულ სხვა გეგმები ჰქონდა...
- როცა შეყვარებულს, შენთვის საყვარელ და ახლობელ ადამიანს ეხება საქმე, იქ ბრიტანეთი და სხვა ფაქტორები აზრს კარგავს.
- სანდრო, შეყვარებული ხარ?
- არა, არ მყავს შეყვარებული და მგონია, რომ ჯერ ბოლომდე არ ვიცი სიყვარული რა არის. შეიძლება, მეორე კლასში ვიღაც მიყვარდა, მაგრამ ეგ სხვა რაღაცაა. იხილეთ სრულად