21 ივლისი, 2016
"გიორგი ვარდოსანიძესთან სექსი არა, ფლირტი მქონდა" - ნინი ონიანი
27 წლის ტელესახე ნინი ონიანი ჯურნალ ''სარკესთან'' საუბარში მისი და გიორგი ვარდოსანიძის ურთიერთობაზე აგორებულ სკანდალს კიდევ ერთხელ ეხმაურება. გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან, რომელშიც ნინი გიორგისთან შეხვედრას და იმას იხსენებს, თუ როგორ განვითარდა მათი ურთიერთობა:

"ჩემმა მეგობარმა, იმედა არაბულმა, დამირეკა, გამოგივლი და ჩემს მეგობარ გოგოსთან ავიდეთ, გაგაცნობო. იმედა ჩემთან რომ მოდიოდა, თეატრში გიორგი შეხვედრია, უთქვამს, სადაც მივდიოდით და ისიც წამოვიდა. მარკეტში გავიარეთ, სასმელ-საჭმელი ვიყიდეთ და იმედას მეგობარ გოგოსთან ავედით. იქ ცოტა დავლიეთ და დავიშალეთ.

იმდენად გვესიამოვნა
ერთმანეთთან ყოფნა, ხან პიკნიკზე წავედით და ხან - სად. არც მიფიქრია, რომ გიორგისთან ერთად გადაღებული ფოტო უნდა დამემალა. ცოლს ახალი გაშორებული იყო და თქვენთან ერთად გადაღებული ფოტოც რომ დაედო, იმაზეც იჭორავებდნენ. მას შემდეგ გადავწყვიტე, აღარანაირი ფოტო დამედო, რადგან ძალიან შევწუხდი.

- გიორგის ოჯახის დანგრევაში თქვენ გადანაშაულებდნენ, ამაზე რა რეაქცია გქონდათ?
- რა თქმა უნდა, უხერხულად ვგრძნობდი თავს. როცა ამბობენ, ბოზია და ჩათლახიო, რეაქცია არ მაქვს, მაგრამ ვიღაცის ოჯახის დანგრევაში რომ დამადანაშაულეს, კი არ გავბრაზდი, უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი. გიორგის ყოფილი მეუღლე არასოდეს მინახავს, როდესაც გიორგი გავიცანი, უკვე ცალკე ცხოვრობდა. მთელი საქართველო ამბობდა, სხვების კაცებს თავი დაანებოსო. მდარე და მდაბიო რეაქციები იყო, რამაც ძალიან შემაწუხა. იხილე სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS