"ჩემმა მეგობარმა, იმედა არაბულმა, დამირეკა, გამოგივლი და ჩემს მეგობარ გოგოსთან ავიდეთ, გაგაცნობო. იმედა ჩემთან რომ მოდიოდა, თეატრში გიორგი შეხვედრია, უთქვამს, სადაც მივდიოდით და ისიც წამოვიდა. მარკეტში გავიარეთ, სასმელ-საჭმელი ვიყიდეთ და იმედას მეგობარ გოგოსთან ავედით. იქ ცოტა დავლიეთ და დავიშალეთ.
იმდენად გვესიამოვნა
- გიორგის ოჯახის დანგრევაში თქვენ გადანაშაულებდნენ, ამაზე რა რეაქცია გქონდათ?
- რა თქმა უნდა, უხერხულად ვგრძნობდი თავს. როცა ამბობენ, ბოზია და ჩათლახიო, რეაქცია არ მაქვს, მაგრამ ვიღაცის ოჯახის დანგრევაში რომ დამადანაშაულეს, კი არ გავბრაზდი, უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი. გიორგის ყოფილი მეუღლე არასოდეს მინახავს, როდესაც გიორგი გავიცანი, უკვე ცალკე ცხოვრობდა. მთელი საქართველო ამბობდა, სხვების კაცებს თავი დაანებოსო. მდარე და მდაბიო რეაქციები იყო, რამაც ძალიან შემაწუხა. იხილეთ სრულად